💫 ადრე გვეგონა, რომ ირმის ნახტომი ერთადერთი გალაქტიკაა სამყაროში, მაგრამ ერთი მარტივი კანონით, ჰენრიეტა ლივიტმა სამუდამოდ შეცვალა ეს – და მას ტელესკოპიც კი არ დასჭირდა ამისთვის.
💫 ამერიკელი ასტრონომი ჰენრიეტა ლივიტი 1868 წლის 4 ივლისს დაიბადა, მასაჩუსეტის შტატში. ჰენრიეტამ 1892 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი რედკლიფის კოლეჯში,რომელსაც უწოდებდნენ ქალთა საუნივერსიტეტო განათლების საზოგადოებას. მისი კარიერა ჰარვარდის ობსერვატორიიდან დაიწყო, სადაც გასაოცარი აღმოჩენები გააკეთა.
💫 მიუხედავად იმისა რომ ლივიტი რუტინულ პოზიციაზე მუშაობდა მან შეძლო და 1908 წელს შეისწავლა ცვლადი ვარსკვლავები, მაგელანის დიდი და პატარა ღრუბლების ფოტოებზე, რომლებსაც ჰარვარდის ობსერვატორიაში იღებდნენ. მაგელანის დიდ და პატარა ღრუბლებში მან შეამჩნია ამ ვარსკვლავების სიკაშკაშის რიტმული და პროგნოზირებადი ცვალებადობა, რომელიც შეიძლება ერთი დღიდან ერთ თვეზე ხანგრძლივი იყო. მან აღმოაჩინა კავშირი ცეფეიდების ბრუნვის პერიოდსა და სიკაშკაშეს შორის. ცეფეიდები ძალიან კაშკაშა ყვითელი ზეგიგანტური ვარსკვლავები არიან, რომელთა ნათება ასჯერ აჭარბებს მზისას. მათი სიკაშკაშე გარკვეული კანონზომიერებით იცვლება. მეცნიერები ცეფეიდებს ხმარობენ მანძილის მოსანიშნად. შუქურების ცვლად სიკაშკაშეზე ორიენტირებით, ასტრონომები შორეულ ობიექტებამდე მანძილს ადგენენ. ამ აღმოჩენით ლივიტმა შეძლო მანძილის გამოზმა ჩვენს გალაქტიკაში არსებულ ობიექტებამდე და ასევე ჩვენი გალაქტიკის მიღმაც.
💫 გარდა ამისა, მან აღმოაჩინა, რომ რაც უფრო ხანგრძლივი იყო ნათების ცვლილების პერიოდი, მით უფრო კაშკაშა ჩანდა ეს ვარსკვლავი. ვინაიდან პატარა მაგელანის ღრუბელში მდებარე ყველა ვარსკვლავი დედამიწიდან დაახლოებით ერთსა და იმავე მანძილზეა, მან ივარაუდა ცეფეიდის ცვლადის პერიოდი დაკავშირებულია მის ნამდვილ, შინაგან სიკაშკაშესთან.
💫 სამწუხაროდ ჰენრიეტას ვერ შეძლო დამოუკიდებლად აერჩია კვლები, რაგდან მისი ხელმძღანელი ამის საშუალებას არ აძლევდა იქ მომუშავე ქალებს, თუმცა ლივიტმა შეძლო და 108 რეგიონში შეისწავლა ვარსკვლავები, აღმოაჩინა რამდენიმე მოკაშკაშე ვარსკვლავი.(ნოვა). ნოვა არის ვარსკვლავი, რომელიც მოულოდნელად ზრდის თავის სიკაშკაშეს და შემდეგ კი იშლება, თუმცა მისი გარკვეული დროით მაინც აგრძელებს არსებობას.
💫 ლივიტის პირველი კატალოგი 1908 წელს გამოაქვეყნდა, რომელშიც 1770 ვარსკვლავი შედიოდა. ედვინ ჰაბლი ფიქრობდა, რომ ჰენრიეტა ლივიტმა გზა გაუკვალა მე 20 საუკუნის ასტრონომიას და ის იმსახურებდა ნობელის პრემიას, თუმცა სამწუხაროდ ასე არ მოხდა.
💫 გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ასტროფიზიკოსები თვლიდნენ, რომ ჩვენი სამყარო სტაციონარულია. ამ წარმოდგენას ეთანხმებოდა ფარდობითობის თეორიის ფუძემდებელი ალბერტ აინშტაინი, თუმცა დღეს ვიცით, რომ სამყარო არასტაციონარულია ანუ ფართოვდება. სწორეს ჰენრიეტას ნაშრომის საფუძველზე გამოთვალა ჰაბლმა მანძილი ანდრომედას გალაქტიკამდე, დაკვირვევებისა და სპექტრული ძრავების მონაცემების საფუძველზე კი ის მივიდა დასკვნამდე, რომ სამყარო ფართოვდება.
💫 ლივიტი სიცოცხლის ბოლომდე ჰარვარდის ობსერვატორიაში მუშაობდა და აკვირდებოდა ვარსკვლავებს. იგი 1921 წლის 21 დეკემბერს სიმსივნით გარდაიცვალა. სამწუხაროდ აღიარება სიკვდილის შემდეგ მოიპოვა. მისი შრომა არ დაფასდა სათანადოდ. აღიარება კი მისმა ელმძღვანელმა მოიპოვა. რომელმაც ლივიტის ნაშრომი გამოაქვეყნა.
💫 მთვარის ხილულ მხარეზე ერთ-ერთ კრატერს ჰენრიეტას სახელი ჰქვია, ასევე ასტეროიდს N: 5383
წყარო: