🔵 მზის სისტემაში ურანი მეშვიდე პლანეტაა. ეს აირის გიგანტი დიამეტრით მესამე და მასით მეოთხე პლანეტა. თავისი დიდი გრავიტაციული ველის გამო მას 27 თანამგზავრი ჰყავს. იგი თანამედროვე ეპოქაში აღმოჩენილი პირველი პლანეტაა. პლანეტათა უმრავლესობა, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით ჩანს, ჯერ კიდევ ძველ დროს იყო ცნობილი. ურანი პერველი პლანეტა იყო, რომელიც ტელესკოპის გამოგონების შემდეგ აღმოაჩინეს. ის პირველმა 1690 წელს ჯონ ფლემსტიდმა დაინახა, რომელსაც ეგონა, რომ ის ხარის თანავარსკვლავეთის ვარსკვლავი იყო. მხოლოდ სერ უილიამ ჰერშელმა 1781 წელს დაკვირვების შედეგად დაასკვნა, რომ ეს პლანეტა იყო.’’ვოიაჯერ 2’’ ერთადერთი კოსმოსური ხომალდი იყო, რომელმაც პლანეტამდე მიაღწია 1986 წლის 24 იანვარს.
🔵 ურანი ყველაზე ცივი პლანეტაა მზის სისტემაში. ურანი გაცილებით ახლოსაა მზესთან (2,88 მლრდ. კმ), ვიდრე ნეპტუნი (4.5 მლრდ. კმ). განსხვავებით მხზის სისტემის სხვა პლანეტა გიგანტებისაგან, ის ნაკლებ სითბოს გამოყოფს, ვიდრე მზისგან იღებს. სხვა პლანეტა გიგანტებს აქვს მასიური ცხელი ბირთვები. მაგრამ რაღაცამ აიძულა ბირთვი იმდენად გაციებულიყო, რომ ის პრაქტიკულად სითბოს არ ასხივებს. ღრუბლების ზედა საზღვრის ტემპერატურა შეიძლება დაეცეს 49 K ( -224 °C)-მდე.
🔵 ბრუნვის ღერძის დახრის კუთხეა 97°55′. მზის სისტემის ყველა პლანეტა ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო და ამ ღერძს აქვს მცირე დახრა. მაგალითად დედამიწის ბრუნვის ღერძი მზის სიბრტყისადმი 23.5 გრადუსითაა დახრილი, მარსის ღერძი დაახლოებით ასევეა დახრილი. მაგრამ ურანის დახრის კუთხე თითქმის 99 გრადუსია. ამგვარად, პოლუსი, რომელიც შეესაბამება პლანეტის „ჩვეულებრივ“ ბრუნვას, მიმართულია ეკლიპტიკის სამხრეთ ნახევარსფეროში. ამიტომ მისი ბრუნვის მიმართულება შეიძლება შებრუნებულად ჩავთვალოთ, ან თუნდაც „გვერდზე წამოწოლილ ბრუნვად“. ანუ, თუ სხვა პლანეტები ბზრიალასავით ბრუნავს მზის გარშემო, ურანი ჰგავს ბურთს რომელიც წრეზე დაგორავს.
🔵 ზაფხული 42 წელიწადს გრძელდება. დღე 17 საათი გრძელდება. დახრის გამო, ერთი პოლუსი, როგორც წესი, მუდმივად მიბრუნებულია მზისკენ. ეს ნიშნავს, რომ დღე ჩრდილოეთ პოლუსზე ნახევარი წელიწადი გრძელდება, ანუ 42 წლის განმავლობაში ჩრდილო პოლუსზე მზე არ ჩადის, შემდგომი 42 წელიწადი ღამე დგება. ორბიტაზე ბრუნვისას 84 წლის პერიოდით 30° განედზე რამე 14 წელიწადი გრძელდება, 60° განედზე – 28 წელიწადი, ხოლო პოლუსებზე, როგორც აღვნიშნეთ, 42 წელიწადი.
🔵 სიმკვრივის მიხედვით მეორე ყველაზე ნაკლებად მკვრივი პლანეტაა. მზის სისტემის ყველაზე ნაკლებად მკვრივი პლანეტა სატურნია. ის წყალზეც მსუბუქია. ურანს, რომლის სიმკვრივე 1270 კგ/მ3–ია, მეორე ადგილი ერგო.
🔵 ურანს რგოლები აქვს. ცხადია, რომ ყველაზე ლამაზი რგოლები სატურნს ეკუთვნის, მათი ნახვა ნებისმიერი ტელესკოპითაა შესაძლებელი. განსხვავებით სატურნის ნათელი რგოლებისაგან, ურანის რგოლების შემადგენელი ნაწილაკები ძალიან მუქია. გარდა ამისა, ისინი ვიწროა და სიგანით მხოლოდ რამდენიმე კმ–ია. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ რგოლები ძალიან ახალგაზრდაა, და, სავარაუდოდ შედარებით გვიან ჩამოყალიბდა და არა პლანეტასთან ერთად.
🔵 ატმოსფერო. ხილულ სინათლეზე ის ჩვეულებრივი ლურჯი სფეროა რაიმე დეტალების გარეშე. მაგრამ თუ ინფრაწითელ სინათლეზე დავაკვირდებით, დავინახავთ ღრუბლებს. ამ ღრუბლებთაგან ზოგიერთი მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში არსებობს, მაშინ როდესაც სხვები, ჯერ კიდევ ვოიაჯერ–2-ის ფოტოებზე ჩანდა 1986 წელს. ასტრონომებმა მოახერხეს ქარის სიჩქარის გაზომვაც, რაც 250 მ/წმ-ის ტოლია.
🔵 ურანის გარშემო 27 მთვარე მოძრაობს. ასტრონომები დღეისათვის ურანის 27 ბუნებრივ თანამგზავრს ითვლიან. სინამდვილეში ისინი ძალიან მსუბუქი სხეულებია. თუ ყველა მათგანს შევაერთებთ, მათი მასა ნეპტუნის ყველაზე დიდი თანამგზავრის – ტრიტონის მასის ნახევარზე ნაკლები იქნება. უდიდესი თანამგზავრი – ტიტანიას დიამეტრი მთვარის დიამეტრის ნახევარია.
ნაწყვეტი “სამყაროს ევოლუციიდან”