აინშტაინის რგოლები 🫧

🫧 ჯეიმს ვების პირველი გასაოცარი ფოტოები ივლისში გამოქვეყნდა, გადაღებულ კოსმოსურ მოზაიკებს ყველა მოუთმენლად ელოდა. სამეცნიერო საიტები “დატბორილია” არაერთი შთამბეჭდავი გამოსახულებით, მათ შორის სპირალური გალაქტიკებისა და ჩვენი მზის სისტემის აირის გიგანტის იუპიტერის.

🫧 ვების ტელესკოპმა იშვიათი ფენომენი დააფიქსირა, აინშტაინის რგოლები(ბეჭედი). ჩვენ ვხედავთ კაშკაშა სფეროს ვხედავთ, რომლის გარშემო შემოვლებულია ნათელი რგოლი, რომლის შუქმა ჩვენამდე მოსასვლელად დაახლოებით 12 მილიარდი სინათლის წელი გაიარა.

🫧 გრავიტაციული ლინზირების გამო ჩვენ ამ სახით ვხედავთ ამ რგოლს, რომლის სახელია SPT-S J041839-4751.8. სინათლის წყაროსა და ობიექტების გრავიტაცია ამრუდებს სხივებს, შედეგად წარმოიქმნება ეფექტი, სივრცე-დროში გამოვლილი ნებისმიერი სინათლე მრუდდება და ტელესკოპებში ლაქებად, დამახინჯებულად შემოდის, მაგრამ ამავე დროს, არის გადიდებული და დუბლირებული, სწორედ ესაა აინშტაინის რგოლები, რომელის არსებობაც მეცნიერმა იწინასწარმეტყველა.

🫧 სინათლის ლაქები, რომლებსაც უწოდებენ გამდნარ რგოლებს, გრავიტაციული ველების მიერ არის გაჭიმული და გამრუდებული;

🫧 ასეთი გადიდებები ადრეული სამყაროს იშვიათ ხედებს გვთავაზობს.

🫧 მიუხედავად იმისა, რომ აინშტაინის რგოლების დანახვა იშვიათია, 2021 წელს ჰაბლის ტელესკოპმაც გადაიღო აინშტაინის სანახაობრივი რგოლების სურათები. “

🫧 “ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით დაკვირვებისას მიღებული ფოტოები იმდენად დეტალური და მკვეთრია, როგორც 48-მეტრიანი ტელესკოპით გადაღებისას იქნებოდა. შედეგად, ესპანეთის ქალაქ კარტახენას პოლიტქნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ანასტასო დიას-სანჩესის ხელმძღვანელობით გაარკვია, რომ ამ გალაქტიკის სინათლემ 9,4 მილიარდი სინათლის წლის მანძილი გამოიარა.”

🫧 ასტრონომიის ფაკულტეტის სტუდენტმა, გამოაქვეყა ეს ახალი ფოტო. სურათში გამოყენებულია სამი განსხვავებული ფილტრი. წითელი რომელიც 10 მიკრომეტრი ტალღური სიგრძის სინათლეს აღიქვამს. მწვანე რომელიც 7.7 მიკრომეტრზე, ლურჯი, რომელიც 5.6 მიკრომეტრზეა კონცენტრირებული.

წყარო:

https://www.sciencealert.com/webb-has-snapped-an-almost-perfect-einstein-ring-12-billion-light-years-away

Leave a Comment