ეგზოპლანეტის პირველი პირდაპირი ფოტო ⭐️

⭐️ ჯეიმს უების კოსმოსურმა ტელესკოპმა ახლახან გადაიღო შორეულ ვარსკვლავთან მოძრავი პლანეტა.

⭐️ გაზის გიგანტის სუსტი სიკაშკაშე დაფიქსირდა ჩვენგან 350 სინათლის წლის მანძილზე, ახალგაზრდა ვარსკვლავის მახლობლად. რაც ნიშნავს იმას რომ ტელესკოპს შეუძლია პირდაპირი დაკვირვება განახორციელოს ეგზოპლანეტებზე – ტექნიკურად რთული ამოცანაა, მაგრამ ის გვაძლევს განხვავებულ ინსტრუმენტს “უცხო სამყაროების” შესასწავლად და საკვლევად, ვიდრე ის არაპირდაპირი მეთოდები, რომლებსაც დღეს იყენებენ.

⭐️ „გარდამტეხი მომენტია, არა მხოლოდ ვებისთვის, არამედ ზოგადად, ასტრონომიისთვის“, — ამბობს ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტის ფიზიკოსი და ასტრონომი საშა ჰინკლი.

⭐️ ამ დროისათვის, მზის სისტემის მიღმა, ირმის ნახტომის გალაქტიკაში ოფიციალურად აღმოჩენილია 5000 ზე მეტი მოძრავი პლანეტა. ეგზოპლანეტების უმეტესობაზე ჩატარებულია მხოლოდ არაპირდაპირი დაკვირვებები.

⭐️ როდესაც ჩვენსა და მის მასპინძელ ვარსკვლავს შორის ჩაივლის ეგზოპლანეტა, ვარსკვლავის შუქი სულ ცოტათი ბნელდება; თუ ამ ჩაბნელებულ მოვლენებს რეგულარული ინტერვალებით აღმოვაჩენთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არსებობს ორბიტაზე მოძრავი ეგზოპლანეტა.

⭐️ ეგზოპლანეტას საკუთარ ვარსკვლავზე მცირე გრავიტაციულ მიზიდულობის გავლენაც აქვს, ამის დადგენა შესაძლებელია ვარსკვლავური სინათლის ტალღის სიგრძის რეგულარული ცვლილებებით.

⭐️ ძალიან იშვიათია, ეგზოპლანეტებზე პირდაპირი დაკვირვებები. დღეისთვის მხოლოდ 20-მდე ეგოპლანეტაა გადაღებული მაღალი კონტრასტით. ეგზოპლანეტები ძალიან შორს არიან ჩვენი ინსტრუმენტებისგან, ისინი არიან ძალიან მცირე და ძალიან ბუნდოვანი, განსაკუთრებით მათი მასპინძელი ვარსკვლავის სინათლის ფონზე.

⭐️ ეგზოპლანეტა შესაძლებელია იყოს დაბნელებული, ვიდრე მათი ვარსკვლავის დიფრაქციული სინათლის ჰალო. თუმცა, ეს არის საუკეთესო ინსტრუმენტი, რომელიც გვაქვს ეგზოპლანეტებზ დასაკვირვებლად.

⭐️ ჯეიმს ვების ტელესკოპს მაღალი მგრძნობელობა აქვს, ამიტომ ეგზოპლანეტების მეცნიერები დიდ იმედებს ამყარებენ და როგორც ჩანს საფუძვლიანად.

⭐️ ტელესკოპის მიერ გადაღებულ ეგზოპლანეტას ჰქვია HIP 65426 b, რომელიც ბრუნავს A ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავის გარშემო, სახელად HIP 65426 ან HD 116434, დაახლოებით 110 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან მოძრაობს.

⭐️ იგი აღმოაჩინეს 2017 წელს, ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის ძალიან დიდ ტელესკოპზე არსებული ინსტრუმენტის გამოყენებით, სახელწოდებით SPHERE. VLT-ის მიერ აღმოჩენილ ახლო ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში, ეგზოპლანეტა ვარსკვლავზე დაახლოებით 10000-ჯერ სუსტია.

⭐️ იმის გამო, რომ ის კოსმოსშია ვების ტელესკოპი კოსმოსშია, მასზე გავლენას არ ახდენს ატმოსფერული ჩარევა და შეუძლია დაინახოს უფრო გრძელი, ინფრაწითელი ტალღების სიგრძე, ვიდრე VLT, JWST-ის დაკვირვებამ შეძლო.

⭐️ მაგალითად, მკვლევარებმა დაედგინეს, რომ HIP 65426 b დაახლოებით 7,1-ჯერ აღემატება იუპიტერს. აქედან გამომდინარე, ის გაზის გიგანტია, ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა, მასზე სიცოცხლის იმ ფორმების არსებობა, რომელიც ჩვენთვისაა ცნობილია.

⭐️ JWST-ის MIRI ინსტრუმენტის მიერ დაფიქსირებული საშუალო ინფრაწითელი ტალღების სიგრძის, აღმოჩენა რთული იყო,რადგან ეგზოპლანეტა ვარსკვლავზე ათასჯერ უფრო მკრთალი ჩანდა.

⭐️ ჯეიმს ვების ტელესკოპმა პირველად შეძლო და ეგზოპლანეტები დააფიქსირა 5 მიკრომეტრზე უფრო გრძელ ტალღის სიგრძეებში.

⭐️ „ამ სურათის მიღება კოსმოსური საგანძურის თხრას ჰგავს“, აღნინიშნა ასტრონომმა ერინ კარტერმა. „თავიდან მხოლოდ ვარსკვლავის სინათლე დავინახე, მაგრამ სურათის ფრთხილად დამუშავებით შევძელი ამ შუქის ამოღება და პლანეტის დანახვა“.

წყარო:

https://www.sciencealert.com/a-transformative-moment-jwst-reveals-its-first-glimpse-of-an-alien-world

Leave a Comment