ურანი 🔵

🔵 მზის სისტემაში ურანი მეშვიდე პლანეტაა. ეს აირის გიგანტი დიამეტრით მესამე და მასით მეოთხე პლანეტა. თა­ვი­სი დიდი გრავიტაციული ველის გამო მას 27 თანამგზავრი ჰყავს. იგი თა­ნამედროვე ეპოქაში აღმოჩენილი პირველი პლანეტაა. პლანეტათა უმრავლესობა, რო­მ­ლე­ბიც შეუიარაღებელი თვალით ჩანს, ჯერ კიდევ ძველ დროს იყო ცნო­ბილი. ურა­ნი პერ­ვე­ლი პლანეტა იყო, რომელიც ტელესკოპის გამოგონების შემდეგ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ის პირ­ველმა 1690 წელს ჯონ ფლემსტიდმა დაინახა, რომელსაც ეგონა, რომ ის ხა­რის თანავარსკვლავეთის ვარსკვლავი იყო. მხოლოდ სერ უილიამ ჰერშელმა 1781 წელს დაკ­ვი­რვების შედეგად დაასკვნა, რომ ეს პლანეტა იყო.’’ვოიაჯერ 2’’ ერთა­დე­­რ­თი კოს­მო­სუ­რი ხომალდი იყო, რომელმაც პლანეტამდე მიაღწია 1986 წლის 24 იანვარს.

🔵 ურანი ყველაზე ცივი პლანეტაა მზის სისტემაში. ურანი გაცილებით ახლოსაა მზეს­თან (2,88 მლრდ. კმ), ვიდრე ნეპტუნი (4.5 მლრდ. კმ). განსხვავებით მხზის სის­ტე­მის სხვა პლანეტა გიგანტებისაგან, ის ნაკლებ სითბოს გამოყოფს, ვიდრე მზისგან იღებს. სხვა პლანეტა გიგანტებს აქვს მასიური ცხელი ბირთვები. მაგრამ რაღაცამ აი­ძუ­ლა ბირ­თვი იმდენად გაციებულიყო, რომ ის პრაქტიკულად სითბოს არ ასხივებს. ღრუ­ბ­ლე­ბის ზედა საზღვრის ტემპერატურა შეიძლება დაეცეს 49 K ( -224 °C)-მდე.

🔵 ბრუნ­ვის ღერძის დახრის კუთხეა 97°55′. მზის სისტემის ყველა პლანეტა ბრუნავს თა­ვისი ღერძის გარშემო და ამ ღერძს აქვს მცირე დახრა. მაგალითად დედამიწის ბრუნვის ღერძი მზის სიბრტყისადმი 23.5 გრადუსითაა დახრილი, მარსის ღერძი და­ახ­ლოებით ასევეა დახრილი. მაგრამ ურანის დახრის კუთხე თითქმის 99 გრადუსია. ამ­გვარად, პოლუსი, რომელიც შეესაბამება პლანეტის „ჩვეულებრივ“ ბრუნვას, მი­მარ­თუ­ლია ეკლიპტიკის სამხრეთ ნახევარსფეროში. ამიტომ მისი ბრუნვის მიმართულება შე­იძ­ლება შებრუნებულად ჩავთვალოთ, ან თუნდაც „გვერდზე წამოწოლილ ბრუნ­ვად“. ანუ, თუ სხვა პლანეტები ბზრიალასავით ბრუნავს მზის გარშემო, ურანი ჰგავს ბურთს რომელიც წრეზე დაგორავს.

🔵 ზაფხული 42 წელიწადს გრძელდება. დღე 17 საათი გრძელდება. დახრის გამო, ერთი პო­ლუ­სი, როგორც წესი, მუდმივად მიბრუნებულია მზისკენ. ეს ნიშნავს, რომ დღე ჩრდილოეთ პო­ლუსზე ნახევარი წელიწადი გრძელდება, ანუ 42 წლის განმავლობაში ჩრდილო პოლუსზე მზე არ ჩადის, შემდგომი 42 წელიწადი ღამე დგება. ორბიტაზე ბრუნვისას 84 წლის პერიოდით 30° განედზე რამე 14 წელიწადი გრძელდება, 60° განედზე – 28 წელიწადი, ხოლო პოლუსებზე, როგორც აღვნიშნეთ, 42 წელიწადი.

🔵 სიმკვრივის მიხედვით მეორე ყველაზე ნაკლებად მკვრივი პლანეტაა. მზის სისტემის ყვე­ლაზე ნაკლებად მკვრივი პლანეტა სატურნია. ის წყალზეც მსუბუქია. ურანს, რომლის სიმკვრივე 1270 კგ/მ3–ია, მეორე ადგილი ერგო.

🔵 ურანს რგოლები აქვს. ცხადია, რომ ყველაზე ლამაზი რგოლები სატურნს ეკუთვნის, მა­თი ნახ­ვა ნებისმიერი ტელეს­კო­­პითაა შესაძლებელი. განსხვავებით სატურნის ნა­თე­ლი რგოლე­ბი­საგან, ურანის რგოლების შემადგენელი ნაწილაკები ძალიან მუქია. გარ­და ამისა, ისინი ვიწ­როა და სიგანით მხოლოდ რამდენიმე კმ–ია. ასტრონომები ვარა­უ­დო­ბენ, რომ რგოლები ძა­ლიან ახალგაზრდაა, და, სავარაუდოდ შედარებით გვიან ჩამოყალიბდა და არა პლანეტასთან ერთად.

🔵 ატმოსფერო. ხილულ სინათლეზე ის ჩვეულებრივი ლურჯი სფეროა რაიმე დეტა­ლე­ბის გარე­შე. მაგრამ თუ ინფრაწითელ სინათლეზე დავაკვირდებით, დავინახავთ ღრუ­ბ­ლებს. ამ ღრუბ­ლებ­თაგან ზოგიერთი მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში არსებობს, მაშინ როდესაც სხვები, ჯერ კიდევ ვოიაჯერ–2-ის ფოტოებზე ჩანდა 1986 წელს. ასტრონომებმა მოახერხეს ქარის სიჩქარის გაზომვაც, რაც 250 მ/წმ-ის ტოლია.

🔵 ურანის გარშემო 27 მთვარე მოძრაობს. ასტრონომები დღეისათვის ურანის 27 ბუნებ­რ­ივ თანამგზავრს ითვლიან. სინამდვილეში ისინი ძალიან მსუბუქი სხეუ­ლე­ბია. თუ ყველა მათგანს შევაერთებთ, მათი მასა ნეპტუნის ყველაზე დიდი თანამგ­ზავ­რის – ტრიტონის მასის ნახევარზე ნაკლები იქნება. უდიდესი თანამგზავრი – ტი­ტა­ნი­ას დიამეტრი მთვარის დიამეტრის ნახევარია.

🔵 დღეს მიღებული მოდელის მიხედვით ურანს საკმაოდ დიდი ბირთვი აქვს (რადიუსის 0.3), რომელიც შედგება სილიკატების, მეტალებისა და ყინულებისაგან. ყინულები – ეს არის მეთანი, ამიაკი და წყალი მყარ ფაზაში. ბირთვს გარს აკრავს წყალბადისა ჰელიუმის სქელი გარსი პირობითი საზღვრით – პლანეტის 0.7 რადიუსი. ურანის ატმოსფერო შეიცავს 2.3% მეთანს, 12% ჰელიუმს, დანარჩენი წყალბადია. უკანასკნელ წლებში გაირკვა, რომ იუპიტერთან და სატურნთან სედარებით, ურანის წიაღი გამდიდრებულია უფრო მძიმე მეტალებით ვიდრე წყალბადი და ჰელიუმი.
 მიუხედავად იმისა, რომ დრო რომელიც „ვოიაჯერს“ ჰქონდა ურანის შესას­წავ­ლად, ძალიან მცირე იყო, რამდენიმე საინტერესო ფაქტი მაინც დაფიქსირდა. განსა­ც­ვი­ფრებელი აღმოჩნდა მონაცემები მაგნიტოსფეროს შესახებ. ურანს ოთხი მაგნიტური პო­ლუსი აღმოაჩნდა – ორი ძირითადი და ორი მეორეხარისხოვანი. სხვადასხვა პლა­ნე­ტის მაგნიტური ველის სტრუქტურა ძირითადათ მსგავსია – ძალწირები გამოდის ერ­თი მაგნიტური პოლუსიდან, გარს უვლის პლანეტას გარკვეულ მანძილზე და შე­დის მასში მეორე მაგნიტურ პოლუსში. ველი არასიმეტრიულია, რადგან მზის ქარი – მზის­გან მომავალი დამუხტულ ნაწილაკთა ნაკადი, ეჯახება რა მაგნიტოსფეროს, ამა­ხინ­ჯებს მას, „ჭირხნის“ მას მზისკენ მიქცეულ მხარეს და წელავს საწინააღმდეგო მხა­რეს. სადგურ „ვოიაჯერის“ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მაგნი­ტოს­ფე­როს კუდი არანაკლებ 10 მლნ კილომეტრზეა გაჭიმული მზის სისტემის შემდეგი პლა­ნე­ტის – ნეპტუნის ორბიტისაკენ. მაგალითისათვის, დედამიწის ეს უხი­ლა­ვი შლეიფი 5 მლნ კილომეტრზე ვრცელდება.

🔵 კიდევ ერთი მაგალითი ურანის მაგნიტური ველის უნიკალურობისა. გარდა იმისა, რომ მისი ღერძი ძალიან (590-ით) არის გადახრილი პლანეტის ბრუნვის ღერძიდან, არც მისი ცენტრი თანხვდება პლანეტის ცენტრს და ურანის რადიუსის 1/3-ითაა გვერ­დ­­ზე წანაცვლებული. ამგვარად, კომპასის ისარი ურანზე არა ჩრდილოეთის მი­მა­რ­თუ­ლებას მიუთითებს, არამედ მაგნიტურ პოლუსზე, რომელი დაახლოებით 300 გა­­ნე­დ­ზეა განლაგებული (დედამიწაზე ამ განედზეა კანარის კუნძულები, დელი, სიდ­ნეი)


 
ურანის მაგნიტური ველი

ურანს პლანეტური რგოლების რთული სისტემა აქვს, რომელიც აღმოჩენის მიხედვით მზის სისტემაში მეორე ასეთი სისტემა იყო სატურნის რგოლების შემდეგ.

რგოლები, სამხრეთ საყელო და კაშკაშა ღრუბელი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.

ნაწყვეტი “სამყაროს ევოლუციიდან”

Leave a Comment