გასაქანი მიეცით საკუთარ წარმოსახვას და ვეცადოთ შევაფასოთ გუგოლის სიდიდე. გამოვთვალოთ დედამიწის ფართობი კვადრატულ მილიმეტრებში- შეიძლება ვიფიქროთ რომ მიიღება თავბრუდამხვევი სიდიდე. არაფერიც დედამიწის ფართობი ტოლია 5 x 1012 მმ2-ისა.
თუ დედამიწის მოცულობას მმ-ში გამოვთვლით, მივიღებთ ოდნავ მეტ რიცხვს, მაგრამ ესეც ცოტაა გუგოლთან შედარებით. თუ გავითვალისწინებთ რომ 1 მმ3- ში ეტევა 10 ქვიშის მარცვალი და გამოვთვლით მის რაოდენობას დედამიწის მოცულობაში, მივიღებთ 1031. სხვა სიტვებით რომ ვთქვათ დედამიწა გუგოლის ნებისმიერი მასშტაბით გამოთვლისათვის მეტისმეტად მცირეა.
ავიღოთ კოსმოსური სივრცე და ვცადოთ ვარსკვლავებს შორის მანძილი გამოვსახოთ ანგსტრემებით. 1 ანგსტრემი ტოლია მილიმეტრის ერთი ერთი მეათემილიონედი ნაწილისა. საპლანეტაშორისო მანძილი იზომება სინათლის წლებით-ეს არის მანძილი, რომელიც მზის სხივი წელიწადში გაივლის დაახლოებით 9,5 ტრილიონი კმ. და თუ სინათლის წელს ანგესტემებით გამოვსახავთ მივიღებთ 1033 ანგსტრემს. ყველაზე შორეულ გალაქტიკამდე მანძილიც კი 6x 1027 ანგსტრემს არ აღემატება.
ვივარაუდოთ რომ სამყაროს აქვს განსაზღვრული ზომები(რაც დამცტკიცებული არ არის) და ეს ყველაზე დიდი ობიექტი შევადაროთ ატომის ბირთვს-ფიზიკოსების მიერ შესწავლილ ერთ-ერთ ყველაზე პატარა ობიექტს. მათი შეფარდებაა 1040. არც ესაა გუგოლი.
ახლა გამოვთვალოთ სამყაროს ასაკი. ამ გამოთვლებისთვის გამოვიყენოთ დროის მცირე შუალედი. ის, რომელიც სჭირდება სინათლის სხივს, რომ ატომის ბირთვის დიამეტრი გადაკვეთოს. გამოდის, რომ სამყაროს ასაკი ამ ერთეულების მიხედვით 1040-ია.
გადავიანგარიშოთ ყველა ატომური ნაწილაკი, რომელიც ცნობილია ჩვენს სამყაროში: პროტონები, ელექტრონები და ასევე ნეიტრინო და ფოტონები. ერთი მტვრის ნაწილაკიც კი რამდენიმე მილიარდ ელემენტარულ ნაწილაკს შეიცავს. სამყაროში კი ისინი 1088 , ე.ი. გუგოლის მემილიონედი ნაწილის მემილიონედი.
აქამდე ჩვენ ვიყენებდით მხოლოდ სტატიკურ სიდიდეებს: სიგრძეს, მოცულობას, ნაწილაკების რაოდენობას. საინტერესოა შევეხოთ დინამიკურ სიდიდეებსაც, მაგალითად ენერგიას. სამყაროს ვარსკვლავის მიერ გამოსხივებული ენერგია ძალზე დიდი უნდა იყოს. მაგრამ იგი მიკროვატებით გამოსახულიც კი, ვერ აღწევს 1040 ს. გუგოლი მიუღწეველია, თუნდაც რომ გამოვთვალოთ, რამდენ ენერგიას შეიცავს სამყაროს ყველა ნივთიერება.
ავტორი: ბ. ციბაკოვი
1995 წელი