სესილია პეინ-გაპოშკინი 🎋

🎋 სესილია დაიბადა ბრიტანეთში 1900 წლის 10 მაისს. ეს იყო პირველი ქალი, რომელმაც მიიღო დოქტორის ხარისხი ასტრონომიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტში, 1925 წელს ჰარვარდი ქალებს სამეცნიერო ხარისხს არ ანიჭებდა. თავის სადოქტორო ნაშრომში ის წერდა, რომ ვარსკვლავები ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება.

🎋 მისი დისერტაცია ფოკუსირებული იყო იმაზე, თუ როგორ უკავშირდებოდა ვარსკვლავების ფიზიკურ თვისებებს ვარსკვლავების სპექტრებში არსებული ხაზოვანი სტრუქტურები. მან ფუნდამენტურად გამოიკვლია ვარსკვლავების შემადგენლობა.

🎋 ჰარვარდის ობსერვატორიის დირექტორი ჰარლოუ შეპლიმ და პრინსტონის უნივერსიტეტის დირექტორმა ჰენრი ნორის რასელმა, სესილიას შრომა დააფასეს, თუმცა მის ინოვაციურ იდეებს არ იზიარებდნენ, რომ ვარსკვლავების შემადგენლობის მთავარი ელემენტი იყო წყალბადი. სესიალიას არ უნდოდა დროინდელ სამეცნიერო საზოგადოებასთან დაპირისპირება, ამიტომ მას მოუწია, თავისი აღმოჩენა არ ყოფილი მკაფიო და ზუსტი, რათა შეძლებოდა მისი გამოქვეყნება. სესილია ვარაუდობდა რომ წყალბადის შემდეგ, ჰელიუმიც იღებდა მონაწილეობას ვარსკვლავის დაბადებაში. შემდგომმა კვლევებმა და დაკვირვებებმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ ის მართალი იყო. სესილია იკვლევდა ცვლადი ვარსკვლავების ბუნებას, რაც თანამედროვე ასტროფიზიკის საფუძველი გახდა.

🎋 დოქტორანტურის დასრულების შემდეგ, სესილია მიიწვიეს ჰარვარდში, მაგრამ რადგან ის ქალი იყო ვერ მოიპოვა პროფესორის სტატუსი. ის მუშაობდა დაბალ პოზიციებზე, თუმცა მან შეძლო და გამოაქვეყნა რამდენიმე წიგნი ვარსკვლავების შემადგენლობის, ცვლადი ვარსკვლავებისა და გალაქტიკური სტრუქტურების შესახებ. სესიალიამ შეძლო და დააკვირდა 1,250,000-ზე მეტ ობიექტს, თავის თანაშემწეებთან ერთად. ასევე სწავლობდა მაღალი სიკაშკაშის ვარსკვლავებს, რათა გაეგო ირმის ნახტომის სტრუქტურა. მისმა დაკვირვებებმა და ცვლადი ვარსკვლავების ანალიზმა საფუძველი ჩაუყარა ყველა შემდგომ მუშაობას ასეთ ობიექტებზე. მას საბოლოოდ მიენიჭა პირველი ქალი პროფესორის წოდება ჰარვარდში 1956 წელს და გახდა პირველი პროფესორი ქალი, შემდგომ კი ასტრნონომიის კათედრის ხელმძღვანელი.

🎋 იგი გარდაიცვალა 1979 წლის 7 დეკემბერს.

წყარო:

https://www.space.com/trailblazing-women-in-astronomy-astrophysics

https://www.britannica.com/biography/Cecilia-Payne-Gaposchkin

Leave a Comment