🦄 ცხენის ნისლეული არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნისლეული ცაზე. ამ ფოტოს ცენტრში ჩანს მუქი ფერის სილუეტი, წითელი ფერის ემისიური ნისლეულის ფონზე. ცხენის ეს უმშვენიერესი გამოსახულება ბნელია, რადგან ის მართლაც გაუმჭვირვალე მტვრის ბნელი ღრუბელია, რომელიც ცაზე კაშკაშა წითელი გამოსხივების მეშვეობით მოჩანს, დედამიწის ატმოსფეროში ღრუბლების მსგავსად. ამ კოსმოსურმა ღრუბელმაც შემთხვევით მიიღო ეს ფორმა.
მრავალი ათასი წლის შემდეგ ღრუბლის შიგნით მიმდინარე მოვლენები, შეცვლის მის ფორმას. ელექტრონების რეკომბინაცია პროტონებთან, ქმნის წყალბადის ატომებს, შედეგად კი ფოტონები სპექტრის წითელ უბანში ხვდებიან, ნისლეულის ფერს სწორედ ეს მოვლენა განაპირობებს. სურათის ქვედა, მარცხენა კუთხეში ვხედავთ მომწვანო არეკვლის ნისლეულს, რომელიც ირეკლავს ახლომდებარე ვარსკვლავების ლურჯ შუქს.
🐙 ამ შესანიშნავ მოზაიკაზე მკვეთრადაა აღბეჭდილი მედუზის ნისლეული(Jellyfish Nebula) ,თუმცა იგი ჩვეულებრივ სუსტი და მკრთალია. ჩვენ ვხედავთ ულამაზეს სცენას, მარჯვნივ და მარცხნივ მიმაგრებულია ორი კაშკაშა ვარსკვლავი, Mu და Eta Geminorum-ციური ტყუპები. ხოლო მარჯვენა ნაწილში, მედუზას ნისლეულია გამოსახული. სინამდვილეში, კოსმოსური მედუზა არის ზეახალის აფეთქების ნარჩენი IC 443, რომელიც ვარსკვლავების აფეთქების შედეგად წარმოიქმნა. აფეთქების შუქმა პირველად დედამიწაზე 30 000 წლის წინ მოაღწია. მედუზას ნისლეულში ასევე ვხდებით კოლაფსირებული ვარკვლავის ნარჩენსაც, ნეიტრონულ ვარსკვლავს. მედუზის ნისლეული ჩვენგან დაახლოებით 5000 სინათლის წლით არის დაშორებული.
🐱 კატის თვალის ნისლეული (NGC 6543) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პლანეტარული ნისლეულია. ჩვენთვის ნაცნობი მონახაზები ჩანს ნისლეულის უფრო ნათელ, ცენტრალურ რეგიონში. ეს კომპოზიტური გამოსახულება აერთიანებს ბევრ მოკლე და გრძელ ექსპოზიციას. დაახლოებით სამი ათასი სინათლის წლითაა დაშორებული და მისი ჰალოს დიამეტრი 5 სინათლის წელია. პლანეტარული ნისლეულები მზის მსგავსი ვარსკვლავის სიცოცხლის ბოლო ეტაპია. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ზოგიერთ პლანეტურ ნისლეულს აქვს მსგავსი ჰალო, რომლებიც, სავარაუდოდ, წარმოიქმნა ვარსკვლავის ევოლუციის ადრეულ ეტაპზე. პლანეტარული ნისლეულის ფაზა დაახლოებით 10 000 წელია გრძელდება, თუმცა ჰალოს ასაკი დაახლოებით 50 000-დან 90 000 წელია. სურათზე, მარცხნივ ვხედავთ, სპირალურ გალაქტიკას NGC 6552, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 50 მილიონი სინათლის წლის მანძილზეა.
💦 ბნელი მდინარე, მტვრიანი ნისლეულია, რომელიც ფარავს ვარსკვლავურ შუქს ცენტრალური ირმის ნახტომის მახლობლად, თუმცა ბნელი მტვრის ნისლეული ძირითადად წყალბადისა და მოლეკულური ღრუბლებისგან შედგება. მტვერი, რომელიც ზეგიგანტის გარშემოა ქმნის უჩვეულო ყვითელ შეფერილობის არეკვლის ნისლეულს. მის ზემოთ, კაშკაშა ლურჯი ორმაგი ვარსკვლავია, გარშემო წითელი ემისიური ნისლეულებითაა მიმოფანტული იქაურობა. გლობულური ვარსკვლავურთგროვა M4 ჩანს ანტარესის მარჯვნივ. ის ფერადი ღრუბლების მიღმა მდებარეობს, დედამიწიდან დაახლოებით 7000 სინათლის წლის მანძილზე. თავად ბნელ მდინარემდე მანძილი დაახლოებით 500 სინათლის წლის მანძილზეა. ღამის ცის გასაოცარი ეს გასაოცარი ხედი რამოდენიმე ფოტოსურათით ააწყვეს.
🌠 ნისლეული “კონუსი”გიგანტურ მტვროვან სვეტები, სადაც იბადებიან ვარსკვლავები. ამ სურათზე ვხედავთ ვარსკვლავურ სვეტებს, კოლონიებს, რომელიც შედგება მტვრისა და გაზისგან შემდგარი ღრუბლებისგან. ეს მოზაიკა ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული ფოტოებითაა აწყობილი. ნისლეულ კონუსში მტვრის ღურბლები მაღალენერგეტიკულ ვარსკვლავურ ქარებს ებრძვიან. ეს ნისლეული დედამიწიდან დაახლოებით 2,5 ათასი წლითაა დაშორებული. მისი სიგრძე 7 სინათლის წელია. 1997 წელს “ჰაბლის ტელესკოპმა მასიური ვარსკვლავი (NGC 2264 IRS) ინფრაწითელი დიაპაზონით დაინახა. კონუსის ფორმის წყარო ვარსკვლავური ქარებია, რომელიც კიდის იქეთ მდებარეობს. წითელი ზედა ნაწილი წყალბადისგან შეგდება.
🦇 ეს ღამურას ნისლეულია. იგი ბინადრობს ვუალის აღმოსავლეთ ნაწილიში. თავად Veil Nebula არის სუპერნოვას დიდი ნარჩენი, მისი გაფართოება მაშინ დაიწყო, როდესაც მასიური ვარსკვლავი აფეთქდა. ღამურას ნისლეული, NGC 6995, მოიცავს მხოლოდ ნახევარ გრადუსს, დაახლოებით მთვარის დისკოს ზომის. იგი 12 სინათლის წელიწადს შეესაბამება, ვუალამდე მანძილი კი 1400 სინათლის წელია. ფართო და ვიწრო ზოლის ფილტრების საშუალებით ამ გამოსახულების კომპოზიცია ააწყვეს. წყალბადის ატომების ნათება წითლად ჩანს, ჟანგბადისა და აზოტის ატომებისა კი -ლურჯად. ვუალის დასავლეთ ნაწილში მდეობარეობს გასაოცარი კოსმოსური მოზაიკა: ნისლეული, რომელსაც ჯადოქრის ცოცხი ეწოდება.
🌟 დაახლოებით 7000 წლის წინ გედი თანავარსკვლავედში აფეთქდა ვარსკვლავი და წარმოიქმნა ვუალის ნისლეული. ვარსკვლავის აფეთქებას მოჰყვა მკვეთრი ნათება, რომელიც კვირების განმავლობაში ჩანდა ცაზე და ადამიანებისთვის ხილული იყო. დღეს ამ ნისლეულს გედის მარყუჟსაც ეძახიან. ამ მშვენიერი ნისლეულის დანახავა პატარა ტელესკოპითაც შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩვენგან შორს არის, დაახლოებით 1400 სინათლის წლის მანძილზე. ფოტოზე ნისეულის ძალიან მცირე ნაწილი ჩანს, რომელიც მოიცავს ორი სინათლის წელიწადს.
✨ ტრიფიდური ნისლეული, ასევე ცნობილია როგორც მესიეს კატალოგიდან M20, მისი დანახვა შესაძლებელია პატარა ტელესკოპითაც. იგი მდებარეობს, ნისლეულით მდიდარ მნშვილდოსნის თანავარსკვლავედში. ხილული სინათლის სურათები აჩვენებს ნისლეულს, რომელიც იყოფა სამ ნაწილად, ბნელი, ბუნდოვანი მტვრის ზოლებით. მისი სახელი “ტრიფიდ” სამმაგი ნისლეული, სწორედ აქედან მოდის(ულიამ ჰერშელის მიერ დარქმეული). სურათზე ვხედავთ მტვრის მასების ნათებს და ახალშობილ ვარსკვლავებს, რომელიც დათვალეს ასტრონომებმა და ტრიფიდის ნისლეულს ვარსკვლავთა “ბაგა-ბაღი” უწოდეს. იგი დაახლოებით 30 სინათლის წლისაა და ჩვენგან მხოლოდ 5500 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.
წყარო:
https://www.nasa.gov/multimedia/imagegallery/image_feature_686.html