NASA-მ გამოაქვეყნა ტელესკოპ „ჯეიმს ვების“ მიერ გადაღებული ახალი ფოტო.
ტელესკოპმა მოახერხა და ნეპტუნს დეტალურად გადაუღო სურათი (0.6-დან 5 მიკრონამდე). ბოლო 30 წლის განმავლობაში ნეპტუნის რგოლების ყველაზე მკაფიო გამოსახულებაა.
მარცხნივ ვხედათ ნეპტუნის უმსხვილესი თანამგზავრს ტრიტონს. ტრიტონის ზედაპირი გაყინული აზოტით არის დაფარული, ის მზის შუქის 70%-ს ირეკლავს. სწორედ ესაა მიზეზი თუ რატომ ჩანს ტრიტონი ასე კაშკაშა. ამ შესანიშნავ სურათზე ნეპტუნის კიდევ 6 თანამგზავრს ვხედავთ.
ნეპტუნს ლურჯ შეფერილობა აქვს, მაგრამ ატმოსფეროში მეთანის მცირე რაოდენობის გამო, „ვების“ ინფრაწითელი კამერის ობიექტივში პლანეტას არც ისე ლურჯია.
ნეპტუნი აირის გიგანტთა შორის ყველაზე მცირეა. იგი პლანეტა აღმოჩენა ფრანგმა მათემატიკოსმა ურბენ ლევერიეს, 1846 წელს. მან გააანალიზა ურანის მოძრაობა და მიხვდა, რომ ურანის მოძრაობის უთანაბრობის ასახსნელად აუცილებელია საკმარისად დიდი მიმზიდველი მასის არსებობა. მან აგრეთვე მიუთითა ადგილი, სადაც ეს მასა უნდა ყოფილიყო განლაგებული. შემდგომ 1846 წლის სექტემბერში იოჰან გოტფრიდ ჰალემ და ჰენრიხ ლუი დ’არრემ ბერლინის ობსერვატორიიდან მოძებნეს ეს მოუხელთებელი პლანეტა ლავერიეს მიერ ნაწინასწარმეტყველევი კოორდინატების მიხედვით. პლანეტას ნეპტუნი უწოდეს რომაელთა ზღვის ღმერთის საპატივცემულოდ. სამართლიანობისათვის აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩანახატების თანახმად გალილეი აკვირდებოდა ნეპტუნს 1612 წლის 28 დეკემბერსა და 1613 წლის 29 იანვარს. თუმცა ორივე შემთხვევაში მან ნეპტუნი უძრავ ვარსკვლავად ჩათვალა. ეს მოხდა პლანეტის აღმოჩენამდე 234 წლით ადრე. პლანეტას დღემდე მხოლოდ ერთი ხომალდი – „ვოიაჯერ 2“ ეწვია, რომელმაც მის გასწვრივ 1989 წლის 25 აგვისტოს ჩაიფრინა და აშშ კოსმოსურ ცენტრს 9 ათასი ფოტო გადასცა.
პლანეტის ღრმა ფენების ბრუნვის პერიოდი 16.11 საათის ტოლი აღმოჩნდა. პლანეტის საშუალო სიმკვრივე – 1638 კგ/მ3 –მეტია, ვიდრე სხვა პლანეტა გიგანტებისა. როგორც ჩანს, პლანეტის ღრმა ფენებში დიდი წილი მძიმე ელემენტებზე მოდის. სიმძიმის ძალა ხილული ღრუბლების ზედაპირზე 16%-ით მეტია, ვიდრე დედამიწაზე. ნეპტუნის წელიწადი დედამიწის 164.8 წელი გრძელდება.
ნეპტუნის ატმოსფერო შედგება 90% წყალბადისგან, 19% ჰელიუმისგან და 1% სხვა აირებისგან. ატმოსფეროს სიღრმე 3-5 ათასი კილომეტრია, ხოლო წნევა მის ფსკერზე 200 კბარი, რაც ძალიან მცირეა იმისათვის, რომ წყალბადი თხევადმოლეკულურ მდგომარეობაში გადავიდეს, ისე, როგორც ამას იუპიტერზე აქვს ადგილი. ვარაუდობენ, რომ ნეპტუნის ატმოსფეროს ფსკერზე არის იონებით გაჯერებული წყლის ოკეანე. ამგვარად, ნეპტუნი – პლანეტა ოკეანეა, ყველაზე დიდი ოკეანე მზის სისტემაში.
ფიქრობენ,რომ პლანეტის მანტია ყინულისაა. დაახლოებიტ 1 მბარი წნევისას წყლის, მეთანისა და ამიაკის ნარევმა შეიძლება წარმოქმნას ყინული ძალიან მარალი ტემპერატურისას 2000 K-დან 5000 K-მდე. ყინულის მანტიის წილზე მოდის პლანეტის 70%, დანარჩენი – წყალია.
ნეპტუნის მასის 25%-ს ბირთვი წარმოადგენს. ის, როგორც მოსალოდნელია, შედგება კაჟის, მაგნიუმის, რკინისა და სულფიდების ჟანგეულებისაგან. წნევა პლანეტის ცენტრში 6-8 მბარი უნდა იყოს, ხოლო ტემპერატურა 7000 K.
პლანეტის შინაგან აგებულებას უკავშირდება მისი სითბური გამოსხივებაც. „ვოიაჯერ 2“-მა აჩვენა, რომ სითბური ნაკადი, რომელსაც პლანეტა ასხივებს 2.7-ჯერ მეტია, ვიდრე ის მზისგან იღებს. სავარაუდოა, რომ ჭარბი სითბო წარმოიქმნება მანტიაში ხონდრიტული მასალის რადიოაქტიური დაშლის შედეგად.
ნეპტუნზე ქრის 2.100 კმ/სთ სიჩქარის წყალბადის, ჰელიუმისა და მეთანის ქარები, რაც მას ლურჯ შეფერილობას აძლევს.
ნეპტუნის მაგნიტური ველის შესწავლის საფუძველზე მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ველი აღიძვრება თხევად გამტარ ფენში, პლანეტის 0.55 რადიუსის მანძილზე. გამტარი ფენის რადიალური გავრცელება უცნობია, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ ნეპტუნის მყარი ბირთვის თავზე ვრცელდება უზარმაზარი გლობალური ოკეანე, რაშიც დენები აღძრავს სტრუქტურულად რთულ, მრავალპოლუსიან, მაგნიტურ ველს.
ნეპტუნს 13 თანამგზავრი ჰყავს. მათგან უდიდესია ტრიტონი. ის მზის სისტემის უდიდეს თანამგზავრთა რიცხვს მიეკუთვნება. როგორც ჩანს, ტრიტონი შედგება მყარი ქვიური ქანებისაგან, რასაც ერევა ყინულის 25%. მას აზოტის სუსტი ატმოსფერო აქვს. ტრიტონზე ისე ცივა (მხოლოდ 35 K), რომ პოლუსებთან ახლოს აზოტიც კი იყინება და პოლარულ ქუდს წარმოქმნის.
წყარო:
“სამყაროს ევოლუცია“