ეინშტეინის თეორიის ჭეშმარიტების საკითხი

უკვე 20 წელიწადზე მეტია რაც ფარდობითობის თეორია არსებობს და ამ დროის განმავლობაში მისი ყველა შედეგები ბრწყინვალედ გამართლდა. გავიხსენოთ, მაგალითად, ეინშტეინის წინასწარმეტყველება სინათლის შუქის გადახრის შესახებ მზის მიმზიდველობის გამო. ამ გადახრის აღმოჩენა ექსპერიმენტულად მხოლოდ მზის სრული დაბნელების დროს შეიძლება. 1919 და 1922 წლების მზის დაბნელების დროს, ინგლისმა სპეციალური ექსპედიციები გაგზავნა დედამიწის სხვადასხვა ადგილებში(ბრაზილიაში, კუნძულ პრინჩიპეზე, ავტრალიაში და კანადაში). ეინშტეინის წინასწარმეტყველება გამართლდა, ასევე ეინშტეინის თეორიის მეორე მნიშვნელოვანი შედეგიც, რომელიც გვეუბნება, რომ სპექტრული ხაზები გადაადგილებული უნდა იყოს სპექტრის წითელი ბოლოსკენ თუ სინათლე გამოსხივებულია აირის მიერ, რომელიც მხედველობის მძლავრ არეში იმყოფება(ადამსის გამოკვლევა სირიუსის ერთ-ერთი თანამგზავრის შესახებ).

ეს ყველაფერი ძალიან მტკიცე ნიადაგზე აყენებს ეინშტეინის თეორიას, გარდა ამისა, ამ თეორიამ უდიდესი გავლენა იქონია მეცნიერების სხვა დარგებზე, მათემატიკაზე, განსაკუთრებით გეომეტრიაზე. განვითარდა მათემატიკის დიდი და მშვენიერი დარგები, როგორიცაა ტენზორთა აღრიცხვა, აბსოლუტური დიფერენციალური აღრიცხვა, მისი გამოყენება გეომეტრიაში და სხვა. ამ დარგების უდიდეს მნიშვნელობას ყველა სცნობს(ფარდობითი თეორიის მტრებიც). მათი ღირებულება ოდნავადაც არ შემცირდება, თვით ფარდობითობის თეორია რომ უარყოფილ იქნეს.

რაც შეეხება მილერის ცდებს, მილერმა მოაწყო თავისი ცდები შემდეგი მოსაზრების გამო, ყველა წინა ცდები, რომელიც მაიკელსონის მეთოდით აწარმოებდა , განხორციელებულდა მცირე სიმაღლეზე ზღვის დონესთან შედარებით. მილერის აზრით, შესაძლო იყო ამ ცდების უარყოფითი შედეგების იმით ახსნა, რომ ეთერი დედამიწის მახლობლობაში მის ძრაობას იზიარებს(ე.ი. წარიტანება დედამიწის მიერ) და ამიტომაც, დედამიწის ზედაპირის მახლობლობაში “ეთერის ქარი” არ არსებობს. თუ ეს მართალია, მაშინ მოსალოდნელია, რომ დედამიწის გავლენა ეთერზე დიდ სიმაღლეზე ნაკლებია და ამიტომ იქ შესაძლებელი გახდება “ეთერის ქარის” აღმოჩენა.

1921, 1922 და 1924 წლებში მილერმა გაიმეორა მაიკელსონის ცდა, საკმაოდ მაღალ მთაზე(კალიფორნიაში, სადაც მოწყობილია ობსერვატორია). თავისი შედეგები მან გამოაქვეყნა 1924 წელს. ამ შედეგებიდან გამომდინარე, დიდ სიმაღლეზე “ეთერის ქარი” არსებობს და შესაძლოა დედამიწის ძრაობის სიჩქარის ეთერის მიმართ გაზომვა.

ევროპელი ფიზიკოსების უმრავლესობამ სიფრთხილით და ეჭვით შეხვდა ამ შედეგებს. მილერის ცდების წინააღმდეგ ორგვარი მოსაზრება იყო წამოყენებული. პირველი მოსაზრება ეხებოდა ცდების ტექნიკურ მხარეებს(ე.ი. საკითხს იმის შესახებ, თუ რამდენად გამორიცხული იყო სხვადასხვა გვარის შეცდომების წყაროები, მაგალითად ტემპერატურისა და ატმოსფეროს წნევის ცვლადობა). დიდი უმრავლესობის აზრით აუცილებელი იყო ამ ცდების მრავალნაირი და ხანგრძლივი შემოწმება.

მეორე მოსაზრება კი ის იყო, რომ მილერის შედეგები მილერის შედეგები ეწინააღმდეგებოდა ეინშტეინის თეორიის თანამედროვე სახეს, აგრეთვე ეთერის ძველ თეორიებსაც. ამგვარად, მილერის ცდები მილერის ცდები სავსებით ზუსტი, რომ ყოფილიყო, მაინც შეუძლებელი იქნებოდა მათი ახსნა დედამიწის ძრაობით ეთერის მიმართ, ეს ცნება ძველი მნიშვნელობით რომ გავიგოთ.

მილერის ცდები ეწინააღმდეგება ასევე ეინშტეინის თეორიის თანამედროვე სახეს. საკმარისია ამ თეორიის განზოგადება, რომ მან მილერის ცდების შედეგები ახსნას. მილერის მიერ მოყვანილი ფაქტები (თუ ისინი სწორია), ფარდობითობის თეორიას კი არ სპობენ, არამედ მოითხოვენ მის განზოგადებას.

სულ ახალი ცნობების მიხედვით არავითარი “ეთერის ქარი” არ არსებობს. ამ ცდებში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს, იმას რომ ტემპერატურისა და წნევის ცვლადობას არ დაემახინჯებინა დაკვირვების შედეგი. მთელი აპარატი მოთავსებული იყო ყუთში, რომელიც ჰაერის მაგივრად შეიცავდა ჰელიუმს(ჰელიუმი გაცილებით ნაკლებ გავლენას ახდენს შუქის გავრცელებაზე, ვიდრე ჰაერი).

აქვე გავიხსენოთ ის ცდები, რომელიც მაიკელსონის მეთოდითაა შესრულებული(ინტერპრეტაციის მეთოდი).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეინშტეინის თეორიის შერყევაზე საუბარი ნამეტნავად უსაფუძლოა. საჭირო იქნება თუ არა მისი განზოგადება ან ნაწილობრივ გადაკეთება, ამას მომავალი გვიჩვენებს. ყოველ შემთხვევაში ცხადია, რომ ძველი “უძრავი ეთერის” გაცოცხლება შეუძლებელია.

1925 წელი

ავტორი: ნ. ნუსხელაშვილი

Leave a Comment