კაცობრიობას ბევრი უბედურება ახსოვს, მათ შორის შიმშილი ყველაზე მტკივნეული პრობლემა იყო დ რჩება თვით თანამედროვე მსოფლიშიც კი. 1978 წლის მონაცემებით დედამიწაზე შიმშილობდა დაახლოებით 500 მილიონი კაცი, აქედან 250 მილიონი ბავშვი იყო. მე-20 საუკუნის 90-იანი წლების მონაცემებით კი ამ რიცხვმა 550 მილიონს მიაღწია. სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, 1,3 მილიარდი ადამიანი არასრულფასოვნად იკვებება და ნორმით გათვალისწინებული 2800 კალორიის ნაცვლად 1800 კილოკალორიას იღებენ. ეს მონაცემები მზარდია მოსახლეობის რაოდენობის ზრდის, მოუსავლიანი წლების, ბუნებრივი რესურსების არარაციონალური გამოყენების და მთელი რიგი პრობლემების გამო.
მსოფლიო მოსახლეობის დინამიკასთან საკვები პროდუქტების წარმოება პირდაპრ კავშირშია და ამასთან, მზარდია …
ჩვენ წელთ-აღრიცხვამდე VIII და VII ათასწლეულებში პლანეტაზე მოსახლეობა 5-10 მილიონ კაი იყო. ახალი ერის დასაწყისში-250-300 მილიონი, 1750 წ.-726 მილიარდი, 1900 წ.- 1,66 მილიარდი, 1950 წ.- 2,5 მილიარდი, 1980 წ.-4,5 მილიარდი, 2000 წლის მონაცემბით კი, მოსახლეობა დაახლოებით 6 მილიარდია.
ბურჟუაზიული იდეოლოგები ქრონიკული შიმშილის ძირითად მიზეზად მოსახლეობის ზრდას ასახელებენ. ისინი თვლიან, რომ შეუძლებელია დედამიწამ მოგვცეს იმდენი საკვები, რომ ყველა ადამიანი დაკმაყოფილდეს. სწორედ ამის ამის საფუძველზე, არცთუ იშვიათად, დემოგრაფიულ კრიზისზე და მსოფლიოს დაღუპვაზე იყო საუბარი XXI საუკუნეში. ამ უბედურების საფუძველი კი გარკვეულწილად, კომპლექსურია და ამასთან მნიშვნელოვანი და გასათალისწინებელია პოლიტიკური მდგომარეობაც.
განვითარებული ქვეყნების საწყობებში პროდუქტის უამრავი მარაგია, რომელზეც რომელსაც ისეთი ფასი აქვს, რომ მისი შეძენა დამოუკიდებელი და განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობას არ შეუძლია. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ვადაგასულ პროდუქტებს ზღვებსა და ოკეანეებში ყრიან, ან წვავენ.
ჭარბი მოსახლეობის პრობლემა მოგვარებადია. დღეს მსოფლიოში დემოგრაფიულ პროცესებს აქვს არსებითად განსხვავებული რეგიონალური სპეციფიკა, მისი განვითარების ურთიერთგანსხვავებული მიმართულება.
დემოგრაფების გამანგარიშებით, პლანეტის მოსახლეობა XXI საუკუნის მეორე ნახევარში დაახლოებით 10-12 მილიარდს მიაღწევს და მისი დაკმაყოფილება საკვები და საყოფაცხოვრებო პირობებით შესაძლებელი იქნება. ამრიგად, მსოფლიო მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილება რეალურია, თუმცა, ამისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია სახელმწიფოთა შორის არსებული უთანხმოების, გაძლიერებული შეიარაღების შენელება, სამხედრო მოქმედებებისათვის თანხების გადასროლის შემცირება და სხვა.
სახალხო მეურნეობაში, განსაკუთრებით მრეწველობაში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს მინერალური რესურსების არსებობას. სასარგებლო წიაღისეული იძლევა ქიმიური მრეწველობისათვის ნედლეულის 75%-ს, წიაღისეულზე მუშაობს ტრანსპორტის თითქმის ყველა სახეობა და მრეწველობის სხვადასხვა დარგი. მინერალურ რესურსებზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება მეცნიერუ-ტექნიკური რევოლუციის ეპოქაში. ბოლო 20 წლის განმავლობაში ნავთობის მოხმარება გაიზარდა 4-ჯერ, ბუნებრივი გაზის _ 5 -ჯერ, ბოქსიტების _ 9 -ჯერ, ქვანახშირის _ 2 -ჯერ. იგივე ხდება რკინის მადნის, ფოსფატების და სხვა მინერალური ნედლეულთან მიმართებაში, რის გამოც მინერალური რესურსების საერთო მარაგი დედამიწაზე თანდათან მცირდება.
მინერალური რესურსების მარაგის შემცირება ჩვენს პლანეტაზე გაგრძელდება. ნავთობის, ქვანახშირის, რკინის მადნისა და სხვა მინერალური რესურსები არააღდგენადია. ამიტომ ეს გარემოება იწვევს წიაღისეული სიმდიდრის დაცვისმ მისი გონივრული და კომპლექსური გამოყენების აუცილებლობას.
დღეს მინერალური რესურსების უკამარისობის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ადამიანი ნიადაგიდან უფრო მეტ რესურს იღებს, ვიდრე იყენებს. ძვირფასი მინერალური ნედლეულის დანაკარგებს ადგილი აქვს მოპოვების, დამუშავებისა და ტრანსპორტირების დროს. მათ დანაკარგებს მოპოვებისას გვიჩვენებს შემდეგი მაჩვენებლები. მაგალითად, ქვანახშირის წიაღისეულის შახტური მოპოვების დანაკარგი უდრის 20-40 % -ის, წიაღისეულის ღია წესით მოპოვებისას დანაკარგები მცირდება 10%-მდე. ნავთობის მოპოვების დანაკარგი 50%-დან 2/3 მდეა. უფრო მეტი დანაკარგებია სამშენებლო მასალების მოპოვებისას.
წარმოების ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე, საწარმოები დაკავებულები არიან საბადოებიდან წიაღისეულის ამოღების პროფილირებული ამოღებით, რის გამოც საბადოებიდან მოპოვებული სხვა წიაღისეული იკარგება, ეს კი საბადოს დაზიანებას იწვევს, იკარგება მარაგიც, რის გამოც შახტებსა და კარიერებზე რჩება საკმაოდ ბევრი მადანი, რომელიც ძვირფას ნედლეულს შეიცავს შედარებით მცირე რაოდენობით. ეს ნედლეული შესაძლებელია წარმოებაში გამოიყენონ, თუმცა, ასე არ ხდება და იგი დაუბრუნებლად იკარგება.
მნიშვნელოვანი დანაკარგებია ასევე ნედლეულის დამუშავების დროსაც. მეტალების გამოდნობის შემდეგ იყრება წიდა, რომელიც ჯერ ისეც შეიცავს მეტალებს, ასევე ძვირფას ჩანართებს, რომელიც ძირითადად მადანთან ერთადაა. ფერადი მეტალების გადამუშავებისას დანაკარგებმა ვერცხლზე შეიძლება შეადგინოს 80%, თუთიაზე 40-70%. დანაკარგები არ მცირდება მზა პროდუქტის მიღების შემდეგაც. ქარხნებში ყოველწლიურად ნაქლიბში(ნათალში) იკარგება მილიონობით ტონა მეტალი. ეს გამოწვეულია ტექნოლოგიური პროცესების დაბალი დონით.
მნიშვნელოვანი დანაკარგებია მოპოვებული და უკვე გადამუშავებული ნედლეულის ტრანსპორტირებისას, რომელიც ატმოსფეროს აზიანებს. საყოველთაოდაა ცნობილი ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ქვანახშირის, ცემენტის, სასუქების და სხვა დანაკარგები, რაც საბოლოოდ ამ რესურსების სწრაფ ამოწურვას იწვევს, ამიტომ პრობლემის გადაჭრისას დიდი მნიშვნელობა საბადოების რაციონალურ გამოყენება ენიჭება. თხევადი და გაზისებური დანაკარგების შემცირებისთვის მნიშვნელოვანია მილსადენებისა და კონტეინერების გამოყენება.
დიდი მნიშვნელობა აქვს სასარგებლო წიაღესეულის საბადოს შენარჩუნებაში მეორადი ნედლეულის გამოყენებასაც, განსაკუთრებით ჯართის. მაგალითად, 100 მლნ ტ. ჯართი საშუალებას იძლევა დავზოგოთ 200 მლნ ტ. მადანი, 130 მლნ ტ ნახშირი, 40 მლნ ტ სათბობი.
მინერალური ნედლეულის დაცვაში მნიშვნელოვანია ისინი სითეთიკური მასალებითშეიცვალოს. მეტალებს წარმატებით ცვლის პლასტმასის მასალები.
მინერალური რესურსების დაცვაში დიდ ეფექტს იძლევა მანქანა-მოწყობილობათა სიმძლავრის გაზრდა, ამავე დროს მათი გაბარიტების, ენერგომოთხოვნილების მეტალოტევადობის შემცირება. ამ პრობლემის გადაწყვეტა ფაქტობრივად, ბრძოლაა წიაღისეულის დაცვისთვის.
დედამიწის რესურსი ამოწურვადია, ამიტომ წიაღისეულის სიმდიდრეთა მოპოვება უნდა შემცირდეს. მოპოვებული წიაღისეული კი უნდა დამუშავდეს არა ნაწილობრივ, არამედ სრულად, რაც უზრუნველყოფს მის რაციონალურ და სრულყოფილად გამოყენებას. ამასთან, ტრანსპორტირებისას დანაკარგებიც მინიმუმადე უნდა შემცირდეს.
წყარო:
ავტორი: ე. ნიჟარაძე “სამრეწველოსაწარმოთა განალიზირება”
ავტორი: ო. შალამბერიძე “გარემოს გაჭუჭყიენების წყაროები და მათი ლიკვიდაციის ტექნიკური ღონისძიებები”
ავტორი: ზურაბ სიმონგულიშვილი “ფეროშენადნობთა ელექტროთერმია”
ჟურნალი ენერგია, 2016 წელი, ბუნებრივი გარემოს დაცვის მნიშვნელობა და ამოცანები”
“ეკოლოგიური ქიმია”