“მუდმივი ელვარების უცნობი ვარსკვლავი”

🔵 მუქი, ლურჯი ფერის უზარმაზარ პლანეტაზე, მზის სისტემაში ყველაზე ძლიერი, სწრაფი ქარები ქრის. მისი დიამეტრი დედამიწის დიამეტრს 4 ჯერ აღემატება.  შედგება გაზებისგან, ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან, ამიტომაც მას გაზის გიგანტს უწოდებენ. მის ლურჯ შეფერილობას, აირი მეთანი ახდენს. ნეპტუნს გარს აკრავს ვიწრო რგოლები. ეს პლანეტა მზის გარშემო ძალიან ნელა მოძრაობს. ნეპტუნი უზარმაზარი პლანეტაა, მაგრამ დედამიწიდან არ ჩანს. მას დიდხანს ეძებნენ ასტრონომები, პირველად იგი გალილეომ დააფიქსირა. ეს მოხდა დაახლოებით 1612 წლის 28 დეკემბრიდან 27 იანვრის ჩათვლით. ცხადია, ტელესკოპმა ვერ აღიქვა პლანეტა სრულყოფილად, თუმცა გალილეომ მისი დახატვა მაინც მოახერხა. “მუდმივი ელვარების უცნობი ვარსკვლავი”, ასე მოიხსეინებდა პლანეტას იგი თავის ჩანაწერებში.

🔵 1821 წელს ასტრონომებმა აღმოაჩინეს პრობლემა, ურანის ორბიტა არ ემთხვეოდა მათ გამოთვლებს, ისინი ფიქრობდნენ რომ უცნობი სამყარო გრავიტაციულად არღვევდა პლანეტის ორბიტალურ გზას. მის პოვნაზე ნადირობა გამოცხადდა.

🔵 ნეპტუნის აღმოჩენაში მუშოაბდნენ მეცნიერები: იოჰან გალე, ჰენრიხ დარე, ურბენ ლევერიე, ჯონ კუჩ ადამსმი. იოჰან გოთფრიდ გალე ითვლება ნეპტუნის ოფიციალურ აღმომჩენად. ნეპტუნი იყო პირველი პლანეტა რომელიც მათემატიკური გამოთვლებით აღმოაჩინეს, მის აღმოჩენას წინ უძღოდა კვლევისა და ძიების ხანგრძლივი ისტორია. 1948 წელს მისი თანამგზავრი ტრიტონიც აღმოაჩინეს, 1949 წელს კი ნერეიდი.

🔵 ნეტუნზე მხოლოდ ერთი კოსმოსმური ხომალდია ნამყოფი, “ვოიაჯერ 2″ 1989 წლის 24-25 აგვისტოს. სწორედ ამ მოვლენის დახმარებით აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის რგოლები და და 6 თანამგზავრი.

წყარო:

https://www.history.com/this-day-in-history/eighth-planet-discovered

https://www.britannica.com/science/astronomy

 

Leave a Comment