სამყაროში გრავიტაცია ყველაფერს აქვს. გრავიტაციულ ტალღებს კი ნებისმიერი ობიექტი წარმოქმნის, თუმცა მისი დაფიქსირება ძალიან რთულია, რადგან ისინი ნულის ტოლია.
ალბერტ აინშტაინმა ფარდობითობის თეორიაში, გრავიტაცია განსაზღვრა ფენომენად, რომელიც სივრცე-დროის გამრუდების შედეგად წარმოიქმნება. გრავიტაციული ტალღა არის სივრცე-დროის ტალღისებური ცვლილება. ეს გამრუდება წარმოიქმნება მაშინ როდესაც სივრცეში ჩნდება მასა. ჩვენი მზე მასიური ობიექტია, შესაბამისად ის თავის გარშემო ქმნის მრუდე სივრცე-დროს, შედეგად წარმოიშვება მიზიდულობის ეფექტი, გრავიტაცია. ესაა მიზეზი თუ რატომ მოძრაობენ პლანტები, მათ შორის ჩვენი დედამიწა, მზის გარშემო. სივრცე-დრო უფრო გამრუდდება, თუ მეტი მასა იქნება მოქცეული ნაკლებ სივრცეში.
როდესაც ორი შავი ხვრელი სწრაფად და აჩქარებით ერთმანეთის გარშემო დაიწყებენ მოძრაობას, სწორედ ამ დროს ჩნდება ძლიერი გრავიტაციული ტალღები, რაც იწვევს სივრცე-დროის სიმრუდის ცვლილებას. ადამიანებიც ქმნიან გრავიტაციულ ტალღებს, რადგან ნებისმიერ მოძრავ სხეულს აქვს ეს უნარი, თუმცა იგი ძალიან სუსტია და ვერ ვგრძნოთ.
გრავიტაციული ტალღები აინშტაინმა იწინასწარმეტყველა საუკუნის წინ, აინშტაინი ფიქრობდა, რომ გრავიტაციული ტალღების აღიარებით სამყაროში ბევრი მოვლენა ახსნადი იქნებოდა. მეცნერებს 100 წელის დასჭირდათ ტალღების აღმოსაჩენად. მიზეზი მზის მასაა, მზე მასიურია, მაგრამ მის მიერ გენერირებული ტალღები მცირეა და ტალღების დასაფიქსირება რთულია. მეცნიერები აკვირდებიან მზეზე უფრო მასიურ ობიექტებს.
ეს ობიექტი შესაძლოა ნეიტრონული ვარსკვლავი ან შავი ხვრელი იყოს.
ნიუტონმა სამყაროს აღქმის სხვა კანონები შემოგვთავაზა. მისი აზრით, მზე რომ უცბად გამქარალიყო, პლანეტები, რომლებიც მზის გარშემო ბრუნავენ, კოსმოსში გაქრებოდნენ. ნიუტონი ფიქრობდა, რომ მზე იყო დიდი ლითონი, პლანტები კი მაგნიტები, თუმცა თუკი მაგნიტი დაკარგავს მიზიდვის თვისებას, ლითონიც გაქრება და ასევე მაგნიტებიც. თუმცა ნიუტონი ცდებოდა. მზე რომ გაქრეს, ჩვენ ამას 8 წუთის შემდეგ გავიგებთ, რადგან მზიდან ჩვენამდე სინათლის მოღწევას 8 წუთი სჭირდება. შესაბამისად არსებობს სივრცე დედამიწასა და მზეს შორის. ამავდროულად დადგენილია ზუსტი დრო 8 წუთი, რომელსაც სინათლე გადის სივრცეს გასავლელად. სწორედ ამ მომენტში არ მუშაობს ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონი, რადგან მზის მიზიდულობი გაქრობა, დედამიწის გაქრობასთან ვერ სინქრონდება, რადგან სინათლის სიჩქარეს ვერაფერი გადააჭარბებს. სწორედ ამ საკითხზე ფიქრმა მიიყვანა აინშტაინი ლოგიკურ დასკვნამდე, რომ დრო და სივრცე ცალ-ცალკე არ არსებობს. მიზიდულობა კი სივრცე დროის გამრუდების შედეგია.
უნდა აღინიშნოს, რომ გრავიტაციული ტალღების არსებობა თავდაპირველად ივარაუდა ოლივერ ჰევისაიდმა 1893 წელ , უნივერსალური კვადრატის წესზე დაყრდნობით, გრავიტაციასა და ელექტრობაში. ეს შეხედულებები განავითრა ჟიულ ანრი პუანკარემ. მან დაადგინა, რომ ელექტრობაში დამუხტული ნაწილაკები მოძრაობაში გამოყოფენ ელექტრომაგნიტურ ტალღებს. 1915 წელს კი აინშტაინი აქვეყნებს ფარდობითობის თეორიას, რომელმაც კვანტურ მექანიკასთან ერთად საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ფიზიკას და სამყაროსთან კომუნიკაციის სულ სხვა გზა და მეთოდები დაგვანახა.
2016 წელს დრო-სივრცის რხევები შენიშნეს, რაც დედამიწიდან მილიარდზე მეტი სინათლის წლით მდებარო ორი შავი ხვრელის შერწყმის შედეგად წარმოიქმნა. მკვლევართა ჯგუფმა შეძლო პირველი სამჯერ დაფიქსირებული გრავიტაციული ტალღების დროში განაწილების კომბინირება, რათა ტალღების სიჩქარე დაევიწროვებინა c-ის 55-142 პროცენტებს შორის. ფაქტობრივად უნდა ითქვას, რომ ეს გრავიტაციული ტალღების პირველი, ნათელი გამოვლენაა. ფარდობითობის თეორია დადასტურებულია. ეს ხნის ბევრ ხარვეზს, რომელსაც დიდი აფეთქების თეორიაში ვაწყდებით. მეცნიერები ფიქრობენ, რომ გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა საბოლოოდ გახსნის ფანჯარას დიდი აფეთქების თეორიისკენ.
წყარო: