მაგნიტური ძიება არქეოლოგიაში

ელემენტარული ნაწილაკების უმრავლესობიდან დაწყებული, პლანეტებითა და ვარსკვლავებით დამთვარებული ყველა ფიზიკური სხვეულის ერთ-ერთი უნივერსალური თვისებაა მაგნეტიზმი. სივრცეს, სადაც შეიძლება დაფიქსირდეს რომელიმე სხეულის მაგნეტიზმის გავლენა, სხეულის მაგნიტური ველი ეწოდება.

დედამიწასაც აქვს თავისი მაგნიტური ველი(გეომაგნიტური ველი), რომელიც შეისწავლება დედამიწის ზედაპირზე დაკვირვებებით, აერომაგნიტური აგეგმვით ან თანამგზავრთა საშუალებებით. დედამიწის მაგნიტური ველი გარკვეული მიახლოებით შეიძლება ჩაითვალოს ღერძის გასწვრივ დამაგნიტებული სფეროს მაგნიტურ ველად.

იმ ორ წერტილს, რომლებშიც დედამიწის მაგნიტური ღერძი კვეთს დედამიწის ზედაპირს, მაგნიტურ პოლუსებს უწოდებენ. ერთ-ერთ მათგანს ჩრდილოეთი ანუ დადებითი, პოლუსი ჰქვია, მეორეს კი-სამხრეთი ანუ უარყოფითი.

დედამიწის მაგნიტური ღერძი მოძრაობს ბრუნვის ღერძის ირგვლივ, ამიტომ საკმაოდ დიდი დროის შემდეგ(0,1-1,0 მლნ წელი)დედამიწის მაგნიტური ღერძი თანხვდება ბრუნვის ღერძს. დადგენილია, რომ დღეისათვის მაგნიტური ღერძი ბრუნვის ღერძიდან დაახლოებით 11,5 °-ითაა გადახრილი.

დედამიწის მაგნიტური ველი გამუდმებით ურთიერთქმედებს მზის, მთვარისა და სხვა კოსმოსური ობიეწტების მაგნიტურ ველთთან. ყველა ამ სხეულის მაგნიტური ველი დროში იცვლება. ამიტომაცაა, რომ თუნდაც ერთ წერტილში უწყვეტი დაკვირვებისას რამდენიმე საათის განმავლობაში შესაძლოა მაგნიტური ველის ცვლილებათა შემჩნევა. ეს ცვლილებები მაგნიტური ვარიაციების სახელითაა ცნობილი.

დედამიწის მაგნიტური ველის იმ ძირითადად ნაწილს, რომელიც არ იცვლება, მთავარ მაგნიტურ ველს უწოდებენ. დედამიწის მაგნეტიზმის შესწავლა ძირითადად მთავარ მაგნიტურ ველსა და მაგნიტურ ვარიეცებთან დაკავშირებულ კანონზომიერებათა გამოკვლევებს ემყარება.

დედამიწის მაგნიტური ველი მის ზედაპირზე ყველგან ერთნაირი არაა. დედამიწაზე არსებული ყოველი ფიზიკური სხეული, რომელსაც საკუთარი თუნდაც მცირე მაგნიტური თვისებები აქვს, დედამიწის უფრო ძლიერი მაგნიტური ველის გავლენით ინდუცირებულ მაგნიტურ ველს იძენს. სხვადასხვა სხეულს როგორც წესი, სხვადასხვა მაგნიტური თვისება აქვს, შესაბამისად მათი მაგნიტური ველებიც განსხვავებულია, ე.ი. დედამიწის მუდმუივი მაგნიტური ველის ფონზე ჩნდება ველის ძირითადი მნიშვნელობებიდან გადახრა, რომლის მიზეზიც ეს სხეულებია.

იმ უბნებს, სადაც დედამიწის მაგნიტური ველი მნიშვნელოვნად განსხვავდება მეზობელი რაიონების მაგნიტური ველისგან (შეცვლილია მისი მონიტონური, მუდმივი ხასიათი გეომაგნიტური ელემენტების შემცირებით ან გაზრდით, მაგნიტური ანომალიები ეწოდებათ.

ძიების მაგნიტური მეთოდის ამოცანა სწორედ ამ მაგნიტური ანომალიების აღმოჩენა და შესწავლაა. ანომალიის სწორად გამოყოფა შესაძლებელი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ამა თუ იმ ტერიტორიაზე კარგადაა თვისობრივად შესასწავლი ნორმალური ველი და მაგნიტური ვარიაციები.

ძიების გეოფიზიკური მეთოდები მეცნიერების შედარებით ახალი დარგია. ქანების შესწავლისათვის ფიზიკური მეთოდების გამოყენება მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში დაიწყეს.

დედამიწის ზედაპირზე და მის შიგნით მაგნიტური ველის განაწილება ემორჩილება გარკვეულ წესს, რომელიც მათემატიკურად ლაპლასისა და ბიო-სავარის კანონებით გამოისახება. ამ კანონთა გამოყენებით მოცემულ ფართობზე დედამიწის მაგნიტური ველის განაწილების შესწავლა საშუალებას იძლევა ვიპოვოთ ამ ფართობის ქვეშ განლაგებული ანომალიური მაგნიტური ველის გამომწვევი ობიექტები და პირიქით. ეს ამოცანა ცალსახად არ წყდება, თუმცა კაცობრიობის ისტორიასა და მისი მატერიალური კულტურის განვითარებასთან დაკავშირებული ანალოგიური გამოკვლევები საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა.

მაგნიტური მეთოდით არქეოლოგიური ობიექტების ძიება ემყარება იმ გარემოებას რომ სხვადასხვა ობიექტი დედამიწის მაგნიტურ ველში მაგნიტდება. დედამიწის ზედაპირზე ჩატარებული გაზომვებით შეიძლება აღმოვაჩინოთ ნორმალური ველის დამახინჯება, მისგან გადახრა, ე.წ. ანომალიები. მთელ რიგ შემთხვევაში ეს ანომალიები შეიძლება აიხსნას არქეოლოგიური ობიექტების აღმოჩენით.

იმისთვის რომ სწორად აიხსნას ამ ანომალიების გამომწვევი მიზეზები, აუცილებელია არქეოლოგიური ობიეწტების მაგნიტური თვისებების ცოდნა. მაგნიტური ძიებით კარგად იძებნება აგურისგან ანდა ისეთი საშენი მასალისგან აგებული კედლები, რომლებიც მაგნიტური თვისებების მქონე ქანებს შეიცავენ.

მსგავსი შემთხვევა ხშირად გეოფიზიკოსებს, რომლებიც თანამშრომლობენ არქეოლოგებთან.

დედამიწის მაგნიტური ველის გაზომვით მიღებული ანომალიების ინტერპრეტაციის შედეგად შეიძლება გარკვეული სიზუსტით დადგინდეს სხეულის ფორმა და ჩაწოლის სიღრმე.

ავტორი: მერაბ კაჭახიძე

1989 წელი

Leave a Comment