ჯეიმს ჩედვიკი 🌹

🌹 1891 წლის 20 ოქტომბერს დაიბადა ინგლისელი ფიზიკოსი ჯეიმს ჩედვიკი.  დოქტორის ხარისხი კემბრიჯის უნივერსიტეტში მიიღო.

🌹 1914 წელს აღმოაჩინა, რომ β-დაშლის დროს ბირთვიდან ამოტყორცნილი β-ნაწილაკებს აქვთ განუწყვეტელი სპექტრი. ასევე  შეისწავლა მსუბუქი ელემენტების ბირთვის ხელოვნური დაშლა და ელექტრონების სპონტანური ამოვრქვევა α-ნაწილაკებით მათი დაბომბვის დროს.

🌹 მან აღმოაჩინა ატომბირთვის შემადგნელი ნეიტრალური ნაწილაკი ნეიტრონი. 1935 წელს ნობელის პრემია ფიზიკაში ნეიტრონის აღმოჩენისთვის. 1941 წელს მან დაწერა MAUD ანგარიშის საბოლოო პროექტი. რამაც შთააგონა აშშ-ს მთავრობა, დაეწყო სერიოზული კვლევა ატომური ბომბის. ის იყო ბრიტანეთის გუნდის ხელმძღვანელი, რომელიც მუშაობდა მანჰეტენის პროექტზე, მეორე მსოფლიო ომის დროს. 1945 წელს ბრიტანეთში რაინდის წოდება მიენიჭა ფიზიკაში მიღწეული მიღწევებისთვის.

🌹 1911 წელს ჩედვიკმა დაამთავრა მანჩესტერის უნივერსიტეტი “ვიქტორია” ,მას ასწავლიდა ერნესტ რეზერფორდი (“ატომური ფიზიკის მამა”) ის იყო რეზერფორდის ასისტენტი ლაბორატორიაში, ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

🌹 ის მუშაობდა ჯაჭვური რეაქციის პრობლემების შესწავლაზე, პირველმა გამოთვალა ურან-235-ის კრიტიკული მასა. სამწუხაროდ 1941 წელს ურანის დეტონაციის სამხედრო გამოყენებისთვის მის მიერ დაწერილმა მოხსენებამ აშშ-ს უბიძგა სერიოზული მუშაობა დაეწყო ატომური ბომბის შესაქმნელად, სამეცნიერო კვლევებისთვის. 

🌹 მისი ნაშრომები ინახება კემბრიჯის ჩერჩილის საარქივო ცენტრში და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია.

 🌹 1945 წელს სამეცნიერო დამსახურებისათვის მიიღო სათავადაზნაურო ტიტული.

🌹 იგი გარდაიცვალა 1974 წლის 24 ივლისს, ინგლისში.

წყარო:

https://www.nobelprize.org/prizes/physics/1935/chadwick/biographical/

Leave a Comment