ადამიანი პლანეტის ერთიანი სისტემის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია, მაგრამ მისი ნებისმიერი მოქმედება დედამიწის ეკოსისტემაზე აისახება. იგი თავისი განვითარების ყველა ეტაპზე მჭიდროდ იყო დაკავშირებული გარემოსთან, თუმცა მაღალინდუსტრიული საზოგადოების ჩამოყალიბების შემდეგ ბიოსფეროზე ანთოპოგენური ზემოქმედება განსაკუთრებით გაიზარდა. ეკოლოგიურად სახიფათო ფაქტორები ძირითადად ტექნოგენური წარმოშობისაა. წყალთან, ჰაერთან, ნიადაგთან ადამიანი თავისი ცხოველქმედების პროცესში მუდმივ კონტაქტშია. ეკოლოგიური ჯაჭვში მავნე ნივთიერებები ერთი რგოლიდან მეორეშ გადადის, საბოლოოდ კი ადამიანის ორგანიზმშ ხვდება და არაპირდაპირი გზით მოქმდებს მასზე. დაავადებების დიდი უმრავლესობა დაკავშირებულია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესობასთან: წყლის, ნიადაგის, ატმოსფეროს დაბინძურებასთნ.
ატმოსფეროს დაბინძურების წყაროებია მყარი და საშიში საწარმები, სატრანსპორტო და საყოფაცხოვრებო გამონაბოლქვები. ზოგიერთი ნივთიერების უმნიშვნელო კონცენტრაციაც კი, რომელიც ატმოსფეროში ხვდება, ძალიან საშიშია.ეს ნივთიერებები არათნაბრადაა განაწილებული, ხანდახან მათი რაოდენობა ძალზედ მაღალია.
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი და წარმოების ნარჩენი პროდუქტები გარემოს დამაბინძურებელ წამყვან ფაქტორად ითვლება. ნავთობისა და მისი გადამუშავების პროდუქტები წარმოადგენს გარემოს ძლიერი დაბინძურების წყაროს. რის შედეგადაც ნადგურდება მიკროორგანიზმები, თევზები, მცენარეები. საწვავის არასრული წვისას ატმოაფეროში გადმოისროლება დიდი რაოდენობით ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ნივთიერებები, რომლებიც როგორც მრავალი სომატური, ასევე სიმსივნური დაავადების გამომწვევია.
გარემოს დაბინძურება ნიშნავს ადამიანის ორგანიზმსა და მის გარემოში –ჰაერში, წყალში, ნიადაგში, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროში ტოქსიური ნივთიერებების დასაშვებ ნორმაზე მეტად მომატებას. დამიანის ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიშია მავნე აირები:
SO2, CO2, CO, NO, NO2, H2SO4, NO
და მძიმე მეტალები:
Pb, Cd, Cu, Ni, Cr, Mn, Fe და სხვ.
ისინი ტოქსიურად მოქმედებენ ადამიანის ცხოველმყოფელობისათვის აუცილებელ გარემოზე, მიკროორგანიზმებზე, თევზებზე, ცხოველებზე, მცენარეებსა და თვით ადამიანის ჯანმრთელობაზე. ტოქსიური ნივთიერებების ნორმაზე მეტად მომატება გარემოსა და ადამიანის ორგანიზმში იწვევს ისეთი ქრონიკული დაავადებების პროგრესულ მატებას, როგორიცაა სასუნთქი და გულ–სისხლძარღვთა სისტემების დაავადებები, გენეტიკური და თანდაყოლილი მანკები, ქრონიკული მოწამვლები, ავთვისებიანი სიმსივნეები, ალერგიები, სისხლის დაავადებები, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ნევროზები და ვეგეტატიური დარღვევები, ღრძილების ატროფია, მხედველობისა და სმენის დაქვეითება და სხვ.
ეკოლოგიური აგრესიის პირველი ნიშნებია ბავშვებში ზემო და ქვემო სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული მორეციდივე დაზიანებები, რომლებიც კლინიკურად ვლინდება ქრონიკული ინფექციური კერების გაჩენით, კუჭ–ნაწლავის ნორმალური ბიოლოგიური ფლორის დარღვევით, ალერგიული დაავადებების (კანის და სასუნთქი სისტემის) ტიპიური და ატიპიური ფორმების გახშირებით. გარემოს დამაბინძურებლებს, როგორიცაა გოგირდის ორჟანგი, ოზონი და აზოტის ჟანგეულები, შეუძლიათ ბრონქოსპაზმის პროვოცირება და სხვადასხვა სახის ალერგიული რეაქციების გაძლიერება.
ქალაქის შუაგულში ცხოვრება საზიანოა ჯანმრთელობისათვის. ყველგან – ნიადაგში, ფოთლებში, ბალახის გაზონებში. ქვიშაში – პირველი კლასის მძიმე მეტალების შემცველობა – თუთია, ტყვია, კადმიუმი, სპილენძი, ნიკელი, ქრომი, ძალიან მაღალია. ამ ელემენტების დაგროვება კი იწვევს ბევრი დაავადების განვითარებას.
ამ ფაქტორებმა გამოიწვია, სასიცოცხლო გარემოში მუტაგენების გაჩენა, რომლებიც იწვევენ გენეტიკური აპარატის ცვლილებებს. ბოლო 160 წლის განმავლობაში მავნე მუტაგენების კონცენტრაციის მატება უკიდურესად დაჩქარდა. რამოდენიმე ათეული წლის წინ დედამიწაზე არსებობდა ისეთი ადგილები, სადაც მოსახლეობას შეხება არ ჰქონდა მუტაგენებთან, დღეს კი ასეთი რაიონები აღარ მოიძებნება. მუტაგენის უშუალო სამიზნე უჯრედის გენეტიკური აპარატია, ეს შეიძლება იყო, როგორც სასქესო, ისე სომატური უჯრედი.
ბიოსფეროს კანცეროგენული მუტაგენებით გაჯერების ზრდით თუ ვიმსჯელებთ, ონკოლოგიური დაავადებების აფეთქება მოსალოდნელია. მათი შესწავლა აუცილებელია.
ქიმიური მუტაგენების ზემოქმედების შესწავლისას ყურადღება უნდა გამახვილდეს მათი მეტაბოლიზმის, ბიოტრანსფორმაციის, კულმინაციის და კონცენტრაციის თავისებურებებზე. ნივთიერების გაადაგილებაზე ეკოსისტემის ერთი რგოლიდან მეორეში. ასევე რა გავლენა აქვს ცოცხალ ორგანიზმებზე, განსაკუთრებით ადამიანზე.
გარემოში მოხვედრილი ქიმიური მუტაგენები ჰაერში იფანტება ან ნიადაგში ჩადის. ორგანული ნივთიერებებისგან განსხვავებით ისინი არ იხრწნება. გროვდება და ხვდება გამდინარე წყლებში. წყლის და ჰაერის ნაკადებით ისინი შეიძლება ასეულობით და ათასობით კილომეტრზე გავრცელდეს და ნამდვილი ეკოლოგიური ნამდვილი კატასტროფა გამოიწვიონ.
პლანეტის ტოქსიკაცია ერთ-ერთი ნელა მიმდინარე კატასტროფაა, ტოქსიკური ნივთიერებები ორგანიზმში ჰაერის, წყლის და საკვები საშუალებებით ხვდება. ქიმიური მუტაგენების მაღალი ტოქსიკურობის გამო, მათო ზემოქმედება მთელ ორგანიზმზე აისახება, თუმცა შსაძლოა რომელიმე ორგანოშიც ლოკალიზდეს და მასში დისფუნქცია ან სომატური პათოლოგია გამოიწვიოს. ადამიანის სხეულში მუტაგენი განიცდის ბიოტრანსფორმაციას და შეიძლება წარმოიქმნას გამძლე მეტაბოლიტები, რომლებიც ქსოვილებში დაგროვდება. მავნე აგენტი მრავალი ფერმენტის მოინაწილეობით, დაჟანგვის, აღდგენის, ჰიდროლიზის და სინთეზის პროცესებს გაივლის. თითოეული ნივთიერების ბედი, მისი ბუნებით განისაზღვრება.
გარემოს მუტაგენების ძირითადად მახასიათებელს წარმოადგენს ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია. ყოველი ფაქტორისთვის დგინდება საკუთარი ნორმატივები, მაგრამ რეალურ სიტუაციაში ცოცხალ ორგანიზმებზე ხშირად გარემოს მუტაგენების კომპლექსი მოქმედებს, რომელთა ერთობლივი ზემოქმედებისას მათი ფიზიკო-ქიმიური თვისებების, ჯერადობის და თანმიმდევრობის მიხედვით უჯრედის მხრიდან პრინციპულად განსხვავებული ტიპის პასუხი ვითარდება.
ასევე გამოვლენელია, რომ ერთსადაიმავე პირობებში მყოფ ცოცხალ ორგანიზმებში მუტაციები სხვადასხვა სიხშირით ხდება. ერთი ტიპის ზემოქმედებაზე ცალკეული ინდივიდის რეაქციის სპექტრი საკმაოდ ვარიაბელურია. დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე და გენეტიკაზე. ბავშვები და მოხუცები მეტად მგრძნობიარენი არიან.
ორგანიზმში მოხვედრილი ნივთიერებების მეტაბოლიზმზე გენეტიკური კონტროლი ხორციელდება. ცალკეულ ინდივიდებს გენომის თავისებურებებიდან გამომდინარე შეუძლიათ ფაქტორების მიმართ მედგრობა შეინარჩუნონ, ან პირიქით მომატებული მგრძნობელობა გამოავლინონ.
დღეისთვის 100 გენია ცნობილი. თითოეული მაგთანისთვის ცნობილია მუტაციები, რომლებიც მოიცავენ პოპულაციის მნიშვნელოვან ნაწილს. საბოლოოდ, სახიფათო ფაქტორების ზემოქმედების შედეგი დამოკიდებულია ორგანიზმის გენეტიკური სისტემის მდგომარეობაზე.
წყარო:
გარემო ფაქტორები და ჯანმრთელობა
https://www.biologyonline.com/dictionary/mutagen