სამყაროს დასასრული

ჩვენი პლანეტა განწირულია. უბრალოდ, ეს ძალიან დიდი ხნის შემდეგ მოხდება, როდესაც ჩვენი მზე წითელ გიგანტად გაფართოვდება და დედამიწას შთანთქავს.

და მაინც, რა არის სამყაროს ჭეშ­მა­რი­ტი ასაკი და მართლა განადურდება თუ არა?

სწლეულების განმავლობაში მეცნიერები, ფილოსოფოსები და თეო­ლო­გები ამის გარკვევას, თუნდაც მიახლოებით, ცდილობდნენ. დე­დამიწის ასაკი – დრო, რომელიც გავიდა დედა­მი­წის, როგორც დამოუკიდებელი პლანეტის წარმოქმნის მომენტიდან. დედამიწის ასაკი 4.54 მილიარდი წელია (4.54·109 ±1%). ეს მონაცემები ემყარება არა მარტო დედამიწის ნიმუშების, არამედ მეტეორიტული ნივთიერების რადიოიზოტოპურ დათარიღებას. უილკინსონის მიკროტალღური ანიზო­ტრო­პი­­­ის ზონდმა დღეისათვის გაზომა ყველაზე დიდი აფეთქების ექო და მოგვცა ყვე­ლა­ზე უტყუ­არი მონაცემები სამყაროს ასაკის შესახებ. უილკინსონის ზონდის მონა­ცე­მე­ბი გვიჩვენებს, რომ სამყარო აფეთქების შედეგად წარმოიქმნა, რომელიც 13.7 მი­ლია­რ­დი წლის წინ მოხდა.

ჩვენი სამყარო მუდმივად ფართოვდება.

უილკინსონის ზონდმა არა მარტო საშუალება მოგვცა დაგვენახა ახალგაზრდა სამყაროს დაწვრილებითი პორტრეტი, მან ასევე გაგვიხსნა შთამბეჭდავი სურათი იმისა, თუ როგორ მოკვდება ჩვენი სამყარო. ეს მოხდება ისევ ის გამოუცნობი ანტიგრავიტაციული ძალით, რომელმაც განაცალკევა გალაქტიკები ერთიმეორისაგან დროთა დასაბამში, საბოლოოდ კი უბიძგებს სამყაროს ბედის შესახვედრად. ადრე ასტრონომები თვლიდნენ, რომ სამყაროს გაფართოება ნელდება. ანუ, სამყაროს გაფართოება კიდევ დაახლო­ე­ბით 35 მილიარდი წელი გაგრძელდება, შემდეგ დაიწყება მისი შეკუმ­შ­ვა. შეკუმშვის 50 მილიარდ წლიანი პროცესის შემდეგ სამყარო ისევ სუპერადრონად გადაიქცევა. ანუ, სრული ციკლი: დიდი აფეთქება – სრულ გაფართოება – სრული შეკუმშვა დაახ­ლო­ებით 100 მილიარდი წელი უნდა გაგრძელებულიყო.

სინამდვილეში სამყაროს მოძრაობა ჩქარდება და გალაქტიკები უფრო და უფრო დიდი სიჩქარეებით გვშორდება.

თუ რაიმე კატაკლიზმმა გაფართოების პროცესი არ შეანელა, მაშინ 150 მილიარ­დი წლის შემდეგ ჩვენი გალაქტიკა – ირმის ნახტომი, საკმაოდ „მიტოვებული“ აღ­მოჩნ­დება: უახლოესი გალაქტიკების 99.99% ხილული სამყაროს გარეთ „გაფრინდება“. ნაცნობი გალაქტიკები, რომლებსაც ღამის ცაზე შეიძლება დავაკვირდეთ, იმდენად დიდი სიჩქარით დაგვშორდება, რომ მათი შუქი ჩვენ იმდროინდელებამდე არასოდეს მოაღწევს. თავად გალაქტიკები არ გაქრება, მაგრამ ძალიან შორს აღმოჩნდებიან ისინი. თუმცა ახლა, ხილული სამყარო დ­ა­ა­ხ­ლო­ე­ბით 100 მილიარდ გალაქტიკას მოიცავს, „სულ რაღაც“ 150 მილიარდი წლის შემდეგ უა­ხ­ლოეს გალაქტიკათა გროვაში მხოლოდ რამდენიმე ათასი გალაქტიკა დარ­ჩება. კი­დევ რამდენიმე ხნის შემდეგ მთელ ხილულ სამყაროში მხოლოდ 36 გალაქტიკა დარ­ჩება, მაშინ როდესაც მილიარდობით გალაქტიკა გაქრება „ჰორიზონტს“ მიღმა.

განვი­თა­რების ასეთი ვარიანტი იმით აიხსნება, რომ გალაქტიკათა ამ ადგილობრივ ჯგუფში გრავიტაცია საკმაოდ მაღალია რათა გადალახოს გალაქტიკათა ურთიერთდაშორების ძალები. ირონია იმაშია, რომ როდესაც შორეული გალაქტიკები თვალთახედვის არე­დან გაქრება, მომავალი „ფარული ეპოქის“ ნებისმიერი ასტრონომი საერთოდ ვერ შეამჩ­ნევს სამყაროს გაფართოვებას, რადგან გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფი სა­ერ­თოდ აღარ გაფართოვდება. ზეშორეული მომავლის ასტრონომები – თუ ასეთნი იქნებიან და ღამის ცის კვლევას შეუდგებიან – საერთოდ ვერ გაიგებენ, რომ სამყარო ფარ­თოვდება; უფრო მოსალოდნელია, რომ ისინი მივლენ დასკვნამდე, რომ სამყარო სტატიკურია და მხოლოდ 36 გალაქტიკისაგან შედგება.

გალაქტიკები გვშორდებიან.

თუ ანტიგრავიტაციული ძალები შემდგომშიაც ასეთი სახით იმოქმედებს, მაშინ სამ­ყარო ბოლოს და ბოლოს სიცივისაგან დაიღუპება. სიცოცხლე პლანეტაზე შეწყ­დე­ბა, რადგან შორეული კოსმოსის ტემპერატურა ახლოა აბსოლუტურ ნულ­თან, ხოლო ასეთ ტემპერატურაზე მოლეკულებიც კი ძლივს „მოძრაობენ“. რაღაც მომენტ­ში, ტრი­ლი­ონობით ტრილიონი წლის შემდეგ, ვარსკვლავები ნათებას შეწ­ყვეტს, მათი ბირ­თ­ვუ­ლი რეაქტორი, დახარჯავს რა მთელ საწვავს, ჩაქრება და სამყარო მუ­დმივ ღამეში ჩა­ი­ძირება. კოსმოსური გაფართოების შედეგად დარჩება ცივი მკვდა­რი სამ­ყა­რო, რო­მელ­შიც შავი ჯუჯა-ვარსკვლავები, ნეიტრონული ვარსკვლავე­ბი და შავი ხვრელები იქნება. ხოლო უფრო შორეულ მომავალში შავი ხვრელებიც გასცემს მთელ საკუთარ ენერ­გიას, დარჩება მხოლოდ ელემენტარული ნაწილაკების უსი­ცოც­ხლო ცი­ვი ნის­ლე­უ­ლი. ასეთ სამყაროში სიცოცხლე პრინციპულად შეუძლე­ბე­ლია. თერმო­დინამიკის მკაც­რი კანონები აღკვეთს ინფორმაციის ნებისმიერ გადაცემას ამ გა­ყინულ გარემოში, და მთელი სიცოცხლე დასრულდება.

თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი თეორიაა. მეცნიერები დაობენ იმაზე, თუ როგორ მოხდება ეს. სამყაროს აპოკალისფისის რამდენიმე ვარიანტი არსებობს.

სამყაროს დასასრულის თეორია თერმოდინამისკასთან არის დაკავშირებული. თერმოდინამიკა ფიზიკის ქუჩის ბანერიანი მქადაგებელია, რომელსაც მუყაოს პლაკატი უჭრავს, მარტივი გაფრთხილებით: “სითბური სიკვდილი მოდის”. თუმცა, ეს არ იქნება ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი.

ეს შეიძლება არც ისე საშინლად ჟღერს, მაგრამ სითბური სიკვდილი გაცილებით უარესია, ვიდრე პირდაპირ წვის პროცესი. ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებელია ტემპერატურული განსხვავება.

მაგალითად, მანქანა მუშაობს, იმიტომ რომ სხვა ნაწილებთან შედარებით, ძრავა უფრო ცხელია, კომპიუტერი ფუნქციონირებს ადგილობრივი ელექტროსადგურის ელექტროენერგიით, რომელიც, სავარაუდოდ, მუშაობს წყლის გათბობით და შემდგომ გამომუშავებული ორთქლის გამოყენებით ტურბინას ამუშავებს დენის მისაღებად. ადამიანი ენერგიას იღებს წყლიდან, საკვებიდან, რადგან მზესა და დანარჩენ სამყაროს შორის უზარმაზარი ტემპერატურული სხვაობაა.

კოსმოსური მიკროტალღური ფონური გამოსხივება.

თუმცა, როგორც კი სამყარო სითბურ სიკვდილს მიაღწევს, ყველაფერი ერთი ტემპერატურის გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არასდროს არაფერი საინტერესო აღარ მოხდება.

ყველა ვარსკვლავი მოკვდება, მატერია დანაწევრდება და მთელი სამყარო ნაწილაკების გროვად გადაიქცევა. გამოსხივების ნისლს კი ნელ-ნელა გამოეცლება ენერგია და დროთა განმავლობაში ყველაფერი აბსოლუტურ ნულზე ერთი გრადუსით მეტი ტემპერატურის იქნება.

ამ “დიდ ყინვაში” სამყარო ერთნაირად ცივი, მკვდარი და ცარიელი იქნება.

1800-იანი წლების დასაწყისში თერმოდინამიკის განვითარების შემდეგ, სითბური სიკვდილი სამყაროს დასასრულის ერთადერთი გზა იყო, მაგრამ 100 წლის წინ ალბერტ აინშტაინმა შემოგვთავაზა ფარდობითობის ზოგადი თეორია, სადაც იგი ვარაუდობდა, რომ სამყაროს ბევრად უფრო დრამატული ბედი ელოდა.

ფარდობითობის ზოგადი თეორიის თანახმად, მატერია და ენერგია ამრუდებს სივრცესა და დროს და ეს მთელ სამყაროზე ვრცელდება. აინშტაინის აზრით, სამყარო თავის აღსასრულს თავად განსაზღვრას.

1929 წელს ამერიკელმა ასტრონომმა ედვინ ჰაბლმა იპოვა მყარი მტკიცებულება იმისა, რომ სამყარო ფართოვდებოდა. მან ექსპერიმენტალურად დაადასტურა ეს ფაქტი, იგი ზომავდა იმ ობიექტების წითელ წანაცვლებას, რომლებიც გვშორდება. აინშტაინმა კი თავის მოსაზრებას უდიდესი შეცდომა უწოდა და დარწუმნდა იმაში, რომ სამყარო არასტაციონალურია და მუდმივად ფართოვდება.

სამყარო თუ ფართოვდება, მაშინ ის ოდესღაც გაცილებით პატარა უნდა ყოფილიყო, ვიდრე ახლაა. სწორედ ამის გაცნობიერების შემდეგ შეიქმნა დიდი აფეთქების თეორია: იდეა, რომ სამყაროს დაიწყო წარმოუდგენლად პატარ მასშტაბებით და შემდეგ წარმოუდგენლად სწრაფად გაფართოვდა. გასაოცარია, მაგრამ ჩვენ დღესაც კი შეგვიძლია დავინახოთ დიდი აფეთქების კვალი “შემდგომი შუქი”.

აპარატ WMAP–ის მეშვეობით ჩვენ დავინახეთ, „სამყაროს ბავ­­შ­ვო­­ბა“, ისეთი, როგორიც ის იყო მხოლოდ 380 000 წლის შემდეგ მისი წარმო­ქმნ­ი­დან. ყო­ვე­ლი წერტილი სა­კ­მაოდ დამაჯერებლად წარმოადგენს უმცირეს კვანტურ ფლუქტუაციას. ყვე­ლა ისინი გა­­ფართოების შედეგად გა­დაიქცა გალაქტიკებად და გალაქტიკების გროვებად, რასაც დღეს ვაკ­ვირდებით.

გამოდის რო, სამყაროს ბედი დამოკიდებულია ძალიან მარტივ კითხვაზე: განაგრძობს თუ არა სამყარო გაფართოებას და რამდენად სწრაფად მოხდება ეს?

ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ნივთიერება არსებობს სამყაროში, რადგან სამყარო შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა მატერია და სინათლე. რაც უფრო მეტია ნივთიერება, მით უფრო მძლავრია გრავიტაცია, რომელიც ერთმანეთისკენ იზიდავს სამყაროში ყველაფერს და შესაბამისად გაფართოებას ანელებს.

სანამ ნივთიერების რაოდენობა არ გადააჭარბებს კრიტიკულ ზღვარს, სამყარო სამუდამოდ გააგრძელებს გაფართოებას და რაც საბოლოოდ სითბური სიკვდილით გამოიწვევს, შემდეგ კი ყველაფერი გაიყინება.

მაგრამ თუ ნივთერება ზღვარს გადააჭარბებს, სამყაროს გაფართოვება შენელდება და შეჩერდება. შემდეგ სამყარო დაიწყებს შეკუმშვას. შეკუმშული სამყარო უფრო და უფრო შემცირდება, უფრო ცხელი და მკვრივი გახდება, საბოლოოდ კი დასრულდება ჯოჯოხეთით, დიდი აფეთქების საპირისპირო მოვლენით “დიდი შეკუმშვით”.

სამყარო შესაძლოა, თავისთავად დაიშალოს.

მე-20 საუკუნეში ასტროფიზიკოსები სამყაროს დასასრულის ამ ორ ვარიანტს განიხილავდნენ, დიდი გაყინვა თუ დიდი შეკუმშვა? ყინული თუ ცეცხლი?

ისინი ცდილობდნენ იმის დადგენას თუ რა რაოდენობის ნივთიერებაა კოსმოსში. კვლევისას აღმოჩნდა, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ კრიტიკულ ზღვართან, ფინალთან.

მე-20 საუკუნის ბოლომდე ეს აზრი დომინირებდა. 1998 წელს ასტროფიზიკოსთა ორმა კონკურენტმა გუნდმა გააკეთა გასაოცარი აღმოჩენა: სამყაროს გაფართოება ჩქარდება.

მეცნიერებმა მიაგნეს ახალი ტიპის ენერგიას- “ბნელ ენერგიას”. „ფარული ენერგია“, იგივე რაც სიცარიელის ენერ­გია, ცარიელი კოსმოსის ენერგია, როგორც სამყაროს მა­მო­ძრავებელი ძალა. მეცნიერები თვლიან, რომ „ფარული ენერგია“ ქმნის ანტიგრა­ვი­ტა­ციულ ველს, რომელიც გალაქტიკებს სხვადასხვა მხარეს ექაჩება და სამყაროს საბოლოო ბედი სწორედ „ფარული ენერგიით“ იქნება განპირობებულ

არავის აქვს წარმოდგენა, საიდან გაჩნდა ეს „სიცარიელის ენერგია“.

სამყაროს 73%, მისი უდიდესი ნაწილი, შედგება სწორედ ამ ენერ­გიის სრულიად უცნობი ფორმისაგან, „ფარული ენერგიისგან“ ან უხილავი ენერ­გიისაგან, რომელიც ვაკუუმის სივრცეშია დამალული.

თუ ვისარგებლებთ სუბატომური ნაწილაკების თანამედროვე თეორიით და შევეცდე­ბით ამ „ფარული ენერგიის“ მნიშვნელობის გამოთვლას, მივიღებთ რიცხვს, რომელიც ნორ­მას 10120-ით სცილდება. ასეთი განსვლა თეორიასა და ექსპერიმენტს შორის უდი­დესისი მეცნიერების ისტორიაში. ეს ერთ-ერთი გადაულახავი (ყოველ შემთხვევაში დღეს-დღეობით) წინააღმდეგობაა – ჩვენი საუკეთესო თეორიის დახმარებითაც კი არ შეგვიძლია გამოვთვალოთ საყაროში ენერგიის უდიდესი წყაროს მნიშვნელობა.

ბნელი ენერგიის არსებობა ნიშნავს, რომ სამყაროში არსებული ნივთიერების რაოდენობა ვერ განსაზღვრავს მის საბოლოო ბედს.

ამის ნაცვლად, ბნელი ენერგია აკონტროლებს კოსმოსს, რაც აჩქარებს სამყაროს გაფართოებას. ამიტომ დიდი შეკუმშვა ნაკლებად მოსალოდნელია.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დიდი გაყინვა გარდაუვალია. სხვა შესაძლებლობები დასაშვებია.

ჩვენს სამყაროს ცეცხლოვან დასასრული “დიდი შეკუმშვა”.

ერთ-ერთი მათგანი წარმოიშვა არა კოსმოსის შესწავლით, არამედ სუბატომური ნაწილაკების სამყაროდან. ეს ალბათ სამყაროს დასასრულის ყველაზე უცნაური ვერსიაა, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრიდან.

კურტ ვონეგუტის კლასიკურ სამეცნიერო ფანტასტიკურ რომანში “კატის აკვანი”, ყინული-9 წყლის ახალი ფორმაა, საოცარი თვისებით: ის იყინება 46 °C-ზე და არა 0 °C-ზე. როდესაც ყინულის ცხრა კრისტალს ჩააგდებენ ჭიქა წყალში, მის გარშემო წყალი მაშინვე კრისტალის ფორმაზე გადადის, რადგან მას თხევად წყალზე ნაკლები ენერგია აქვს.

ყინულის ცხრის ახალ კრისტალებს იგივე ეფექტი აქვთ მათ ირგვლივ არსებულ წყალზე და თვალის დახამხამებაში ჯაჭვური რეაქცია მყარ ყინულ 9 დ აქცევს მთელ წყალს დედამიწის ყველა ოკეანეში.

იგივე შეიძლება მოხდეს რეალურ ცხოვრებაში ჩვეულებრივი ყინულისა და ნორმალური წყლის შემთხვევაში. თუ ძალიან სუფთა(გაფილტრულ) წყალს ჩაასხამთ ძალიან სუფთა ჭიქაში და გააციებთ მას 0°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, წყალი ზედმეტად გაცივდება: ის დარჩება თხევადი მდგომარეობით, გაყინვის ზღვრის ქვემოთ. წყალში არ არის მინარევები და მინაზე უხეში ლაქები, ამიტომ ყინული ფორმირებას ვერ დაიწყებს, მაგრამ თუ ჭიქაში ჩააგდებთ ყინულის კრისტალს, წყალი სწრაფად გაიყინება, ისევე როგორც ყინული-9.

მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ რაღაც მსგავსი შეიძლება კოსმოსშიც მოხდეს.

კვანტური ფიზიკის თანახმად, ცარიელ ვაკუუმშიც კი მცირე რაოდენობის ენერგია არსებობს. თუმცა შეიძლება არსებობდეს სხვა სახის ვაკუუმიც, რომელსაც ნაკლები ენერგია აქვს.

ეს თუ მართალია, მაშინ მთელი სამყარო წააგავს ზედმეტად გაცივებულ წყლის ჭიქას. მისი არსებობა გაგრძელდება მანამდე, სანამ არ გამოჩნდება უფრო დაბალი ენერგიის ვაკუუმის “ბუშტი”.

მსგავსი ბუშტის შესახებ არაფერი არ ვიცით. კვანტური ფიზიკა ასევე ამბობს, რომ თუ შესაძლებელია დაბალი ენერგიის ვაკუუმის არსებობა, მაშინ ასეთი ვაკუუმის ბუშტი აუცილებლად გაჩნდება სამყაროში სადღაც.

როდესაც ეს მოხდება, ისევე როგორც ყინული ცხრა, ახალი ვაკუუმი შეცვლის, გარდაქმნის ძველ ვაკუუმს. ბუშტი გაფართოვდება სინათლის სიჩქარით და ჩვენ ვერასდროს შევიტყობთ მისი მოახლოების შესახებ.

ბუშტის შიგნით სიცოცხლის არსებობისთვის შეუძლებელი იქნება.

წყალი ზოგჯერ შეიძლება დარჩეს თხევად მდგომარეობაში გაყინვის ტემპერატურის ქვემოთ.

ფუნდამენტური ნაწილაკების თვისებები, როგორიცაა ელექტრონები და კვარკები, შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს, რაც რადიკალურად შეცვლის ქიმიის წესებს და, შესაძლოა, ხელი შეუშლოს ატომების წარმოქმნას.

ქიმიის ფუნდამენტური წესების ცვლილების სცენარში ადამიანები, პლანეტები და თვით ვარსკვლავებიც კი განადგურდდება. 1980 წლის გამოქვეყნებულ ნაშრომში, ფიზიკოსებმა სიდნი კოულმანმა და ფრენკ დე ლუჩიამ ამ მომენტს უწოდეს “საბოლოო ეკოლოგიური კატასტროფა”.

ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება. ბნელი ენერგია ალბათ სხვანაირი იქნება. იმის მაგივრად, რომ სამყაროს სწრაფად გაფართოებისკენ უბიძგოს, ბნელმა ენერგიამ შესაძლოა სამყარო საკუთარ თავში შეკუმშოს, მოახდინოს სამყაროს “დიდი შეკუმშვა” .

მეოთხე შესაძლებლობაც განვიხილოთ. ბნელი ენერგია კვლავ ეპიცენტრშია. ეს იდეა ძალიან სპეკულაციური და ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მაინც განიხილება. ბნელი ენერგია შეიძლება აღმოჩნდეს იმაზე მძლავრი, ვიდრე ჩვენ გვეგონა, და საკმარისი იყოს სამყაროს დასასრულებლად, ყოველგვარი დიდი ცვლილების, გაყინვის ან შეკუმშვის გარეშე.

ბნელ ენერგიას თავისებური თვისება აქვს. სამყარო ფართოვდება, მაგრამ მისი სიმკვრივე უცვლელი რჩება. ეს ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში მისი სიდიდე გაიზრდება. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ეს უჩვეულობა ფიზიკის კანონებს არ არღვევს.

რა მოხდება, თუ ბნელი ენერგიის სიმკვრივე გაიზრდება სამყაროს გაფართოებასთან ერთად? ან რა მოხდებოდა სამყაროში, თუ ბნელი ენერგიის რაოდენობა უფრო სწრაფად გაიზრდებოდა, ვიდრე თავად სამყაროს გაფართოება?

ეს კითხვა დასვა რობერტ კოლდუელმა, რომელმაც “ფანტომური ბნელი ენერგია” უწოდა ფარულ ენერგიას. ამ კითხვებს მივყავართ სამყაროს ძალზედ უცნაური ბედისწერისკენ.

ამჟამად, ბნელი ენერგიის სიმკვრივე ძალიან დაბალია, გაცილებით ნაკლები, ვიდრე მატერიის სიმკვრივე დედამიწაზე, ან თუნდაც ირმის ნახტომის გალაქტიკის სიმკვრივე, რომელიც დედამიწაზე ბევრად ნაკლები სიმკვრივისაა, მაგრამ რაც დრო გადის, ფანტომური ბნელი ენერგიის სიმკვრივე იზრდება და სამყაროს ანადგურებს.

2003 წლის ნაშრომში კალდველმა და მისმა კოლეგებმა ჩამოაყალიბეს თეორია, რომელსაც “კოსმიური განკითხვის დღე” უწოდეს. მას შემდეგ, რაც ფანტომური, ბნელი ენერგია უფრო მკვრივი გახდება, ვიდრე კონკრეტული მატერია, ეს მატერია დაიშლება.

ვარსკვლავებს და პლანეტებს დიდი გახლეჩვა გაანადგურებს.

პირველ რიგში, ფანტომური, ბნელი ენერგია „ირმის ნახტომს“ დაშლის და მის შემადგენელ ვარსკვლავებს გაანდგურებს. მზის სისტემასაც იგივე ბედი ელის, რადგან ბნელი ენერგიის მიზიდულობა უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე მზის მიზიდულობა დედამიწაზე.

ეს აზრი არაბუნებრივია და კომიქსის სცენარს ჰგავს, ამას თავად კოლდუელი აღიარებს.

ფანტომური ბნელი ენერგია ეწინააღმდეგება სამყაროს წარმომავლობაზე, მის ბუნებაზე არსებულ ყველა იდეას, მაგალითად იმის დაშვება რომ მატერია და ენერგია სინათლის სიჩქარეზე სწრაფად ვერ იმოძრავებს.

მეცნიერების ამჟამინდელი დაკვირვებების მიხედვით უფრო სავარაუდოა, რომ ჩვენი სამყაროს ფინალი იქნება დიდი გაყინვა, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს ცვლილებები და საბოლოო დიდი შეკუმშვა.

თუმცა დაზუსტებით არავინ იცის, არის თუ არა სამყარო განწირული ცივი სიცარიელის მარადისობისთვის. გარდაუალია სამყაროს დასასრული?

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არ არსებობს მიზეზი, რომ ინდივიდუალურად ვიფიქროთ სამყაროს დასასრულზე. ყველა ეს მოვლენა ტრილიონობით წლის შემდეგ შეიძლება მოხდეს.

ბნელი ენერგიის აღმოჩენის შემდეგ გაჩნდა ნეგატიური თეორიები, რომ თუკი სამყარო აჩქარებას განიცდის, ეს ნამდვილად ცუდი ამბავია.

გაფართოების დაჩქარება ნიშნავს, რომ ჩვენ საბოლოოდ დავკარგავთ კონტაქტს ყველა გალაქტიკასთან, გარდა რამდენიმე გალაქტიკისა, რაც მკვეთრად შეზღუდავს ჩვენს ხელმისაწვდომ ენერგიას. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს საკმაოდ სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანს.

სიტუაცია მაინც შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ ნამდვილად არ ვიცით გაგრძელდება თუ არა გაფართოება, რადგან ბოლომდე ვერავინ ვერ ხსნის თუ რატომ ფართოვდება სამყარო. ოპტიმისტური შეხედულების მიხედვით აჩქარება შენელდება სამყაროს მატებასთან ერთად.

მაგრამ რა მოხდება, თუ გაფართოება არ შენელდება, ან თუ ცხადი გახდება, რომ დიდი ცვლილება გარდაუვალია? ზოგიერთმა ფიზიკოსმა ასეთი გამოსავალი მოიფიქრა. სამყაროს დასასრულს, ჩვენ უნდა ავაშენოთ ლაბორატორიაში “ჩვენი სამყარო” და ასე დავეხსნათ სამყაროდან ჩვენს სამუდამო გაუჩინარებას.

ალან გუტი მუშაობს ამ იდეის განხორციელებაზე. იგი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერია. იგი იკვლევს სამყაროს ძალიან ადრეულ ეტაპებს.

„ ფიზიკის კანონები ამ იდეის აბსოლუტურ განხორციელების შესაძლებლობას არ იძლევიან” აღნიშნავს გუტი. “ეს საჭიროებს უფრო განვითარებულ ტექნოლოგიებს, ენერგიის უზარმაზარ რაოდენობის, მოპოვებას და კონტროლს.”

პირველი ნაბიჯი, გუტის აზრით, იქნება მატერიის წარმოუდგენლად მკვრივი ფორმის შექმნა – იმდენად მკვრივი, რომ შავ ხვრელად კოლაფსირების ზღვარზე იყოს. მატერიის მოცილებით შესაძლებელი იქნება, სივრცის ამ რეგიონში დაიწყოს სწრაფი გაფართოვება.

ფაქტობრივად, ადამიანი შექმნის სრულიად ახალ სამყაროს. რეგიონში სივრცის გაფართოებასთან ერთად, საზღვარი შეიკუმშება და გაჩნდება გამრუდებული სივრცის ბუშტი, სადაც გარეზე მეტი შიდა მოცულობა იქნება.

გარდაუალია სამყაროს დასასრული?

ამ მოდელის მიხედვით ჩვენი სამყარო ახალშობილ სამყაროზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. იმუშავებს თუ არა ეს გეგმა, თავად გუტიმაც არ იცის, თუმცა იგი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ივარაუდა სამყაროს ადრეულ ეტაპზე მისი სწრაფი გაფართოება, ამ იდეას “ინფლაცია” ეწოდა. ამ მოსაზრებას ბევრი კოსმოლოგი იზიარებს და იკვლევს დღეს.

ინფლაციას აქვს დამაინტრიგებელი შედეგი სამყაროს საბოლოო ბედზე. თეორია გვკარნახობს, რომ სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არის მცირე ნაწილი მულტისამყაროში,მისი მუდმივად მზარდი ფონი კი წარმოშობს „ჯიბის სამყაროებს“.

თუ დავუშვებთ, რომ ეს ასე შეიძლება ვთქვათ, რომ მულტისამყარო ნამდვილად არის მარადიული, “ჯიბის სამყაროები” კი მუდმივად ჩნდებიან და კვდებიან..

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფრანც კაფკა შეიძლება მართალი იყო, როდესაც თქვა, რომ სამყაროში უსასრულო რაოდენობის იმედი არსებობს- მაგრამ არა ჩვენთვის.

წყარო:

http://web.archive.org/web/20150602230322/http://www.bbc.com/earth/story/20150602-how-will-the-universe-end

 BBC

დედამიწის ფიზიკა

Leave a Comment