მას შემდეგ, რაც ნიკოტინის ზემოქმედება იგრძნო ადამიანმა, მის მიმართ ინტერესი არ განელებულა. მეცნიერულად თუ ავხსნით, ნიკოტინი თამბაქოს შემადგენელი ძირითადი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა. თამბაქოს ფოთლებში ნიკოტინის გარდა კიდევ 11 ალკალოიდია: ნორნიკოტინი, ნიკოტირინი, ნიკოტეინი, ნიკოტიმინი და სხვა, ისინი თავიანთი შემცველობითა და თვისებებით გვანან ნიკოტინს, თუმცა, ნაკლებად შხამიანებია.
როდესაც ადამიანი თამბაქოს მოწევას იწყებს, მას არასასიამოვნო შეგრძნებები აქვს, რაც გამოიხატება მაგალითად, ყელის არეში წვით, თავბრუსხვევით, გულისრევის შეგრძნებით და სხვა. თანდათანობით კი ეს სიმპტომები ქრება. ნიკოტინისადმი მიჩვევა და დამოკიდებულება მწეველებში ნელ-ნელა იჩენს თავს.
საწყის ეტაპზე თამბაქოს მოწევა სისტემატურ ხასიათს ატარებს. მომხმარებელს უჩნდება შეგრძნება, რომ მისი შრომისუნარიანობა გაიზარდა, ეჩვენება რომ გაუუმჯობესდეა მეხსიერება, გუნება-განწყობილება, შეუცირდა შფოთვა და დეპრესია. ტოლერანტობა თანდათან მატულობს. თამბაქოზე დამოკიდებულების ეს ეტაპი გრძელდება 3-5 წლის განმავლობაში. მოწეული სიგარეტის რაოდენობა დღში 10-15 ღერს შეადგენს. ამ დროს ფსიქიკური ცვლილებები არ აღინიშნება.
დამოკიდებულების შემდგომ ეტაპზე სიგარეტის რაოდენობა 20-40 ღერამდე იზრდება. სიგარეტის მიმართ გადაულახავი ლტოლვა ჩნდება, უზმოზე და ღამის საათებში მოწევა უკვე ნორმა ხდება. მწეველს ხშრად უვითარდება ისეთი დაავადება, როგორიცაა ქრონიკული ბრონქიტი, ასევე ხშირია უსიამოვნო შეგრძნებები გულისა და კუჭის არეში, ზოგჯერ ტკივილი, ტაქიკარდია, წნევის მომატება, წონაში კლება, დიარეა დასხვა. ნევროლოგიური გართულებებიდან ვლინდება თავის ტკივილები, ძილის დარღვევა, გაღიზიანებადობა. ფსიქიკური აშლილობები უფრო და უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს.
მოწევის შეწყვეტიდან მცირე დროში ვითარდება ეგეეთწოდებული აბსტინენციის სინდრომი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ბრადიკარდია, (?)ყნოსვისა და გემოვნების გაუმჯობესება. ნიკოტინის ინტენსიური მოთხოვნილება, შფოთვა, დაძაბულობა, მოუსვენრობა, ადვილად გაღიზიანებადობა, თავის ტკივილი, მუდმივი თვლემა, კოშმარები.
ნიკოტინი ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი შხამია ცნობილ შხამებს შორის. ფრინველს თუ ნისკარტთან მივუტანთ ნიკოტინში დასველებულ მინის წკირს, მოკვდება. კურდღლები იღუპებიან ნიკოტინის მეოთხედით, ძაღლები კი – ნახევარი წვეთისაგან. ადამიანისათვის სუფთა ნიკოტინის სასიკვდილო დოზაა 50-დან 100 მგ-მდე, ანუ 2-3 წვეთი. მიუხედავად ამისა, მწეველ ადამიანებში, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ ნიკოტინის დიდ რაოდენობას, მწვავე მოწამვლა იშვიათია და ისინი არ იღუპებიან, რადგან ორგანიზმში დოზა შედის თანდათან, არაერთჯერადად. გარდა ამისა, ნიკოტინი ნეიტრალდება თამბაქოს კვამლში შემავალი მეორე ძლიერი შხამით – ფორმალდეჰიდით.
მოწევის დროს თამბაქოში არსებული ნიკოტინი და სხვა ალკალოიდები გადადიან ნიტროზამინში, რომელიც წარმოადგენს ორგანოსპეციფიკურ კანცეროგენს:
ორი აზოტის ატომის შემცველი ორგანული ნაერთები, მათ შორის ნიტროზამინე მიიღება მეორეული ამინების ნიტროზირებით. ნიკოტინის შესაბამისი ნიტროზამინის წარმოქმნა ხდება მისი ერთდროული დაჟანგვისა და ნიტროზირების შედეგად. ამ დროს მანიტროზირებელ აგენტს წარმოადგრნს NO. იგი წარმოიქმნება ნიადაგიდან შეწოვილი ნიტრატების გარდაქმნის შედეგად. ეს პროცესი მიმდინარეობს თამბაქოს დამუშავების (მზეზე გაშრობის) და მოწევის დროს.
ნიტროზამინები ძლიერი შხამებია. ისინი პირველ რიგში აზიანებენ ღვიძლის ქსოვილებს, იწვევენ სისხლდენას, კრუნჩხვას, აქვთ კანცეროგენული აქტიურობა, ძლიერი მუტაგენებია. თუმცა ერთ-ერთი ნიტროზამინი – N-ნირტოზო-N-მეთილშარდოვანა – ძლიერი ანტიკანცეროგენია:
ნიკოტინის ერთ დღეში მიღებული რაოდენობა შეიძლება შემცირდეს მუქი ჩაის დალევით. ჩაიში შემავლი ტანინი ალკალოიდთან წარმოქმნის უხსნად მარილს – ტანატს, რომელიც ორგანიზმის მიერ არ შეიწოვება და კუჭის ამორეცხვით გამოიდევნება.
სიგარეტის ერთი ღერი შეიცავს 4 300-მდე მავნე ნივთიერებას. მათ შორის კანცეროგენებს და რადიაქტიულ ელემენტებს. ეს ნივთიერებები კვამლთან ერთად ხვდებიან ფილტვებში, შემდეგ კი, სისხლის საშუალებით-მთელ ორგანიზმში და იწვევენ ინტოქსიკაციას.
“ორგანიზმზე ზემოქმედების მიხედვით თამბაქოში შემავალი მავნე ნივთიერებები შეიძლება დაიყოს ოთხ ძირითად ჯგუფად:
კანცეროგენული
გამაღიზიანებელი
მომწამლავი აირები
მომწამლავი ალკალოიდები
კანცეროგენული ნივთიერებები. ეს არის სხვადასხვა მრავალბირთვიანი არომატული ნახშირწყალბადები. განსაკუთრებით საშიშია ბენზპირენი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/nicotine-dependence/symptoms-causes/syc-20351584
https://en.wikipedia.org/wiki/Nicotine
https://www.lung.org/quit-smoking/smoking-facts/health-effects/nicotine
https://www.sciencedirect.com/topics/biochemistry-genetics-and-molecular-biology/nicotine