ნიკოტინი 🚬

მას შემდეგ, რაც ნიკოტინის ზემოქმედება იგრძნო ადამიანმა, მის მიმართ ინტერესი არ განელებულა. მეცნიერულად თუ ავხსნით, ნიკოტინი თამბაქოს შემადგენელი ძირითადი ბიოლოგიურად აქტიური ნი­ვთ­იერებაა.  თამბაქოს ფოთლებში ნიკოტინის გარდა კიდევ 11 ალკა­ლო­იდია: ნო­რნი­კოტინი, ნიკოტირინი, ნიკოტეინი, ნიკოტიმინი და სხვა, ისინი თავიანთი შემცველობითა და თვი­სებებით გვანან ნიკოტინს, თუმცა, ნაკლებად შხამიანებია.

როდესაც ადამიანი თამბაქოს მოწევას იწყებს, მას არასასიამოვნო შეგრძნებები აქვს, რაც­­ გამოიხატება მაგალითად, ყელის არეში წვით, თავბრუსხვევით, გულისრევის შეგრძნებით და სხვა. თანდათანობით კი ეს სიმპტომები ქრება. ნი­კო­ტინისადმი მიჩვევა და დამოკიდებულება მწეველებში ნელ-ნელა იჩენს თავს.

 საწყის ეტაპზე თამბაქოს მოწევა სისტემატურ ხასიათს ატა­რებს. მომხმარებელს უჩნდება შეგრძნება, რომ მისი შრომისუნარიანობა გაიზარდა, ეჩვენება რომ გაუუმჯობესდეა მეხსიერება, გუნება-განწყობილება, შეუცირდა შფო­თვა და დეპრესია. ტოლერანტობა თანდათან მატულობს. თამბაქოზე დამოკიდებულების ეს ეტაპი გრძელდება 3-5 წლის განმავლობაში. მოწეული სიგარეტის რაო­დე­ნო­ბა­ დღში 10-15 ღერს შეადგენს. ამ დროს ფსიქიკური ცვლილებები არ აღინიშნება.

დამოკიდებულების შემდგომ ეტაპზე სიგარეტის რაოდენობა 20­-40 ღერამდე იზრდება. სიგარეტის მიმართ გადაულახავი ლტოლვა ჩნდება, უზმოზე და ღამის საათებში მოწევა უკვე ნორმა ხდება. მწეველს ხშრად უვითარდება ისეთი დაავადება, როგორიცაა ქრონიკული ბრონქიტი, ასევე ხშირია უსიამოვნო შეგრძნებები გულისა და კუ­ჭის არეში,  ზოგჯერ ტკივილი, ტაქიკარდია, წნევის მომატება, წონაში კლება, დიარეა დასხვა. ნევროლოგიური გართულებებიდან ვლინდება თავის ტკი­ვილები, ძილის დარღვევა,  გაღიზიანებადობა. ფსიქიკური აშლილობები უფრო და­ უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს.

მოწევის შეწყვეტიდან მცირე დროში ვითარდება ეგეეთწოდებული აბსტინენციის სინდრომი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ბრადიკარდია, (?)ყნოსვისა და გემოვნების გაუმჯობესება. ნი­კო­ტინის ინტენსიური მოთხოვნილება, შფოთვა, დაძაბულობა, მოუსვენრობა, ად­ვილ­ად გაღიზიანებადობა, თავის ტკივილი, მუდმივი თვლემა, კოშმარები.

ნიკოტინი ერთერთი ყველაზე ძლიერი შხამია ცნობილ შხამებს შორის.   ფრინ­ვე­ლს თუ ნისკარტთან მივუტანთ  ნიკოტინში დასვე­ლე­ბულ მი­ნის წკირს, მოკვდება. კურდღლები იღუპებიან ნიკოტინის მეოთხედით, ძაღლები კი – ნახევარი წვე­თისაგან. ადა­მიანისათვის სუფთა ნიკოტინის სასიკვდილო დოზაა 50-დან 100 მგ-მდე, ანუ 2-3 წვე­თი. მიუხედავად ამისა, მწეველ ადამიანებში, რომლებიც ყოველდ­ღიურად იღებენ ნიკო­ტინის დიდ რაოდენობას, მწვავე მოწამვლა იშვიათია და ისინი არ იღუპებიან, რად­გან ორგანიზმში დოზა შედის თანდათან, არაერთჯერადად. გარდა ამისა, ნიკო­ტი­­ნი ნეიტრალდება თამბაქოს კვამლში შემავალი მეორე ძლიერი შხამით – ფორ­მა­ლ­დე­ჰიდით.

 მოწევის დროს თამბაქოში არსებული ნიკოტინი და სხვა ალკალოიდები გა­და­დი­ან­ ნიტროზამინში, რომელიც წარმოადგენს ორგანოსპეციფიკურ კანცეროგენს:

ორი აზოტის ატომის შემცველი ორგანული ნაერთები, მათ შორის ნიტ­როზამინე მიიღება მეორეული ამინების ნიტროზირებით. ნიკო­ტი­ნის­ შესაბამისი ნიტროზამინის წარმოქმნა ხდება მისი ერთდროული დაჟანგვისა და ნიტ­როზირების შედეგად. ამ დროს მანიტროზირებელ აგენტს წარმოადგრნს NO. იგი წარ­მოიქმნება ნიადაგიდან შეწოვილი ნიტრატების გარდაქმნის შედეგად. ეს პროცესი მიმ­დინარეობს თამბაქოს დამუშავების (მზეზე გაშრობის) და მოწევის დროს.

 ნიტროზამინები ძლიერი შხამებია. ისინი პირველ რიგში აზიანებენ ღვიძლის ქსო­ვილებს, იწვევენ  სისხლდენას, კრუნჩხვას, აქვთ კანცეროგენული აქტიურობა, ძლი­ერი მუტაგენებია. თუმცა ერთ-ერთი ნიტროზამინი – N-ნირტოზო-N-მეთი­ლშა­რ­დო­ვანა – ძლიერი ანტიკანცეროგენია:

ნიკოტინის ერთ დღეში მიღებული რაოდენობა შეიძლება  შემცირდეს მუქი  ჩაის­ დალევით. ჩაიში შემავლი ტანინი ალკალოიდთან   წარმოქმნის უხსნად მარილს – ტა­ნატს, რომელიც ორგანიზმის მიერ არ შეიწოვება და კუჭის ამორეცხვით გამოიდევნება.

სიგარეტის ერთი ღერი  შეიცავს 4 300-მდე მავნე ნივთიერებას. მათ შორის კანცეროგენებს და რადიაქტიულ ელემენტებს. ეს ნივთიერებები კვამლთან ერთად ხვდებიან ფილტვებში, შემდეგ კი, სისხლის საშუალებით-მთელ ორგანიზმში და იწვევენ ინტოქსიკაციას.

“ორგანიზმზე ზემოქმედების მიხედვით თამბაქოში შემავალი მავნე  ნივთიერებები  შეი­ძ­ლე­ბა დაიყოს ოთხ ძირითად ჯგუფად:

კანცეროგენული

გამაღიზიანებელი

მომწამლავი აირები

მომწამლავი ალკალოიდები

 კანცეროგენული ნივთიერებები. ეს არის სხვადასხვა მრავალ­ბირ­თვია­­ნი არომატული ნახშირწყალბადები. განსაკუთრებით საშიშია ბენზპირენი.

კანცეროგენული მოქმედება აქვს აგრეთვე კვამლში შემავალ ფენოლებსა და პირო­კა­ტე­ხინს, დარიშხანისა და კადმიუმის არაორგანულ ნაერთებს, რადიაქტიულ კალას, პოლონიუმსა და ბისმუტს. მათი მოქმედების შედეგად მწეველები იღებენ რადიაციის მრავალჯერ გაზრდილ დოზას.
გამაღიზიანებელი ნივთიერებები: ლორწოვან გარსზე გამაღიზი­ანებ­ლად მოქმედ ნივთიერებათა შორის მთავარია პროპენალი (აკროლეინი). იგი სხვა ნივთიერებებთან ერთად იწვევს ხველას და მწეველთა ტიპიურ ბრონქიტს (ხველებით ორგანიზმი ცდილობს გამაღიზიანებლებისგან გათავისუფლებას), რასაც თან  სდევს  ფილტვების მოცულობის შემცირება. ამასთან, ნახშირჟანგის მოქმედების გამო აირების ცვლა ნელდება და მწეველს სუნთქვა უძნელდება, რაც იწვევს ფილტვების სერიოზულ დაავადებებს.
მომწამლავი აირები. თამბაქოს ფოთლების არასრული წვის გამო ხდება რთული ორგანული ნივთიერებების დაჟანგვა. ცელულოზის, ალიფატური, არომატული და ჰეტეროციკლური  ნაერთების დაჟანგვის შედეგად წარმოიქმნება უფრო მარტივი ნივთიერებები. ისინი წვის ტემპერატურაზე აირად მდგომარეობაში იმყოფებიან, მაგრამ კვამლის თანდათან გაცივების შედეგად მათი ნაწილი კონდენსირდება კუპრის სახით.
თამაქოს კვამლის აირად ფრაქციაში შედის მაღალი ქიმიური და ბიოლოგიური აქტიურობის ნივთიერებები. მაგალითად, ნახშირჟანგი, გოგირდწყალბადი, ციანწყალბადი. აირად მდგომარეობაში არის აგრეთვე დარიშხანის ნაერთები. მათთან ერთად კვამლში არის აირები; რომლებიც მავნე ზემოქმედებას არ ახდენენ ორგანიზმზე.  მაგალითად ნახშირორჟანგი…
მომწამლავი აირების უმეტესი წილი მოდის ნახშირჟანგზე. ამოსუნთქვისას ის თხევადდება. ამიტომ ფილტვებში მისი საშუალო კონცენტრაცია არის 4%. მწეველის სისხლში ნახშირჟანგის რაოდენობა მერყეობს 2-15% ფარგლებში. გოგირდწყალ­ბადისა და ციან­ალბადმჟავას  კონცენტრაცია უფრო დაბალია, მაგრამ მაღალია მათი ტოქსიურობა. ეს აირები უერთდებიან ჰემოგლობინს და თრგუნავენ მის მიერ ჟანგბადის გადატანის უნარს. ამის გამო პირველ რიგში ზიანდება გულის კუნთი, ყველა ორგანო და სისტემა განიცდის ჟანგბადოვან შიმშილს.”

 
თამბაქოს მოხმარების სამედიცინო შედეგები საკმაოდ მძიმეა. ადამიანი, რომელიც დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევა სიცოცხლის ხანგრძლივობას იმოკლებს დაახ­ლო­ებით 5 წლით. ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების 90% დაკავ­ში­რებულია თამბაქოს მოხმარებასთან. მწეველებში გაცილებით უფრო დიდია პირის ღრუს, ხახის, საყლაპავი მილის, შარდის ბუშტის სიმსივნის  განვითარების ალბა­თო­ბა, ვიდრე არამწეველებში. ორჯერ უფრო მეტია მწეველებში მიოკარდიუმის ინ­ფარქტისა და ინსულტის შემთხვევები. მწეველი დედიდან შვილი ჩანასახშივე ავად­დე­ბა, ხდება ნიკოტინზე დამოკიდებული, რაც ბავშვის ნერვიულ სისტემას ანად­გუ­რებს.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/nicotine-dependence/symptoms-causes/syc-20351584

https://en.wikipedia.org/wiki/Nicotine

https://www.lung.org/quit-smoking/smoking-facts/health-effects/nicotine

https://www.sciencedirect.com/topics/biochemistry-genetics-and-molecular-biology/nicotine

Leave a Comment