1930 წელს აღმოაჩინეს მზიდან მეცხრე პლანეტა-პლუტონი. მას წყალქვეშა ღმერთის სახელი ჰქვია
2016 წელს პლუტონის ზედაპირის შეისწავლეს. პატარა პლანეტაზე თოვლით დაფარული მთები აღმოაჩინეს. თეთრი მასა, რომელიც ფოტოებზეა აღბეჭედილი მეთანის თოვლია და მისი კონდენსირება ყინულის ფორმით მოხდა. ასევე ნასას ინფორმაციით პლუტონზე არსებობს წითელი წყალი. წყალი წითელია, ცა კი ლურჯი. ეს ჯუჯა პლანეტა ძირითადად ქვისა და ყინულისგან შედგება.
ამ მნათობის ორბიტალური პერიოდი დედამიწის 248 წელიწადის ტოლია. პლუტონის ორბიტა ძალიან დახრილია ეკლიპტიკის მიმართ და ასევე ელიფსურია. პლუტონის ორბიტის მცირე რეგიონი მზესთან ახლოსაა, ვიდრე ნეტპუნის. პლუტონს არ გააჩნია მაგნიტური ველი, მისი ორბიტა ქაოტურია.
პლუტონის ზედაპირი 98% შედგება აზოტყინულისგან შედგება. ასევე აღმოჩენილია მეთანისა და ნახშირჟანგის კვალი. მეთანის კვალი ყველაზე უხვად აღმოსავლეთ ნაწილშია დაფიქსირებული (300°).
ეს პლანეტა მზის სისტემაში ერთ-ერთი უმშვენიერესი მნათობია. მისი ფერები ვარირებს ხის ნახშირის მსგავს შავს, ნარინჯისფერსა და თეთრს შორის. ასევე ვხდებით წითელ და ნარინჯისფერ ფერებს.
პლუტონს თხელი ატმოსფერო აქვს. იგი დედამიწის შემდეგ მზის სისტემაში, მეორე პლანეტაა, რომლის ცაც ლურჯია. ვარაუდობენ, რომ პლუტონზე არსებობს ამინდი და ატმოსფეროც.
პლუტონის მთვარეები პლუტონისა და მისი მსგავსი ზომის სხეულის შეჯახების შედეგად წარმოიქმნა. მზის სისტემის ადრეულ ისტორიაში ასეთი შეჯახებები ხშირად ხდებოდა, ამ შეჯახებების შედეგად გამოიფრქვეოდა მატერიები, რომლებიც ერთდებოდა მთვარეებად, პლანეტების გარშემო. პლუტონის სისტემა ასეთია: პლუტონი, ქარონი, სტიქსი, ნიქსი, ცერბერი და ჰიდრა. ჰაბლის ტელესკოპმა 2012 წლის ივლისში გადაიღო. “1980-იანებში შექმნილი პლუტონის ყველაზე ადრეული რუკები იყო სიკაშკაშის რუკები, რომლებიც შეიქმნა პლუტონის ყველაზე დიდი მთვარის, ქარონის მიერ გამოწვეულ დაბნელებებზე ახლო დაკვირვებებით. მეცნიერები დააკვირდნენ პლუტონ-ქარონის სისტემის მთლიან საშუალო სიკაშკაშის ცვლილებას დაბნელებისას.”
2006 წლის 12 აგვისტოს პრაღაში საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ოფიციალურად ჩამოართვა პლუტონს პლანეტის სტატუსი. ერთკვირიანი განხილვის შემდეგ ასტრონომებმა კენჭისყრით დაამტკიცეს კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ციური სხეული, რათა პლანეტის სტატუსი მიიღოს. კონფერეციას ესწრებოდა 2500 ასტრონომი მსოფლიოს 75 ქვეყნიდან.
ახალი განმარტების თანახმად პლანეტის სტატუსი ენიჭება ციურ სხეულს, რომელიც „მოძრაობს მზის გარშემო მხოლოდ მის საკუთარ ორბიტაზე, გააჩნია გრავიტაციული ველის წაროსაქმნელად საკმარისი მასა, რის შედეგად სხეული სფეროსებურ ფორმას იღებს“. პლუტონის ორბიტა, რომელიც 1930 წელს იქნა აღმოჩენილი და მზის სისტემის მეცხრე პლანეტად ითვლებოდა, არ ჰგავს მზესთან უფრო ახლო მყოფი პლანეტების ორბიტებს. ამასთან, პლუტონის ელიფსური ორბიტა კვეთს ნეპტუნის ორბიტას. პლუტონის ზომები მთვარის ზომების შესაბამისია, მაგრამ მას ახლავს თანამგზავრი – ქარონი.
2015 წლის 10 სექტემბერს გამოქვეყნდა სფერული მოზაიკა, რომელიც აჩვენებს Sputnik Planum-ის გაფართოებას.
წყარო:
https://solarsystem.nasa.gov/planets/dwarf-planets/pluto/overview/
https://www.loc.gov/everyday-mysteries/astronomy/item/why-is-pluto-no-longer-a-planet/