მზის ახალი ფოტო ☀️

☀️ მზის მეცნიერებაში სრულიად ახალი ერა დაიწყო. ☀️

მსოფლიოში უდიდესი მზის ტელესკოპია, დენიელ კეი ინოუეს მზის ტელესკოპი, რომელმაც სამეცნიერო ოპერაციები 2022 წლის 23 თებერვალს დაიწყო. მისი მაღალი რეზოლუციის დაკვირვებები მზის გვირგვინზე, ჩვენს ცოდნას მზის შესახებ კიდევ უფრო გააღრმავებს.

ამ ტელესკოპს შეუძლია მზეზე გადაიღოს სულ რაღაც 20 კმ სიგანის წარმონაქმნები.

ორი წლის უკან, ტელესკოპის ტესტირებისას გამოქვეყნდა მზის საოცარი ფოტოები. ახლა კი, ვიხილეთ მზის ლაქების ჯადოსნური წარმონაქმნები.

მზის ლაქა დეტალებში ჩანს. ასევე ჩანს უმბრას, რომელიც დედამიწის ზომისაა, ესაა მზის ბნელი რეგიონი.

2022 წლის მაისში ასევე გადაიღეს მზის ფოტოები, სადაც მზის ლაქების მთელი კომპლექსი ჩანს. მზის რთული მაგნიტური ველის შესწავლა ურთულესი პროცესია, თუმცა როგორც მეცნიერები ამბობენ ახლა საუკეთესო დროა.

ჩვენი მზე 11 წლიანი ციკლის ყველაზე აქტიურ პერიოდს უახლოვდება. ეს ნიშნავს რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ მაგნიტური პოლუსები ადგილებს ცვლიან. ეს ციკლი 11 წელიწადში ერთხელ ტრიალდება.

☀️ გიგანტური მზის ლაქა. ☀️

მზის პლაზმაში “ჩაყინულია” მაგნიტური ველი, რომელიც მზის გვი­­რ­გვინიდან კოსმოსურ სივრცეში ბოჭკოების ან ჭავლის სახით ვრცელდება. მზის ბრუნვა თა­ვი­სი ღერძის გარშემო იწვევს ხაზების დაგრეხვას არქიმედის სპირალის სახით. მაგნი­ტუ­­­­რი ველების მიმართულება სექტორებში ურთიერთსაწინააღმდეგოა (ერთ სექ­ტორ­ში იგი მიმართულია მზისკენ, ხოლო მეორეში მზისგან). მზის ერთი ბრუნვის გან­მავ­ლო­­­ბაში (27 დღე-ღამე) დენიანი ფენა ოთხჯერ გადაკვეთს პლანეტებს და კერ­ძოდ დე­და­­­მიწას. შესაბამისად ეს იწვევს მაგნიტური ველის პოლარობის ცვლილებას ასევე 4-ჯერ.

მზის ქარის ანუ პლაზმის ნაკადი განლაგებულია მზის ძალწირების გასწვრივ. მზის ქარის ნაწილაკების განსაკუთრებით ძლიერი ნაკადები გამოიფრქვევა მნათობის პოლუსების არეებიდან ანუ მის ისეთ ადგილებიდან, სადაც მისი მაგნიტური ველის ძალწირები არაა ჩაკეტილი.

მზის აქტივობის გაზრდისა და შემცირების პროცესში დაიკვირვება ანომალური მაგ­ნიტური ველით გამოწვეული მზის აალებები, ისინი წარმოიქმნება იმ ადგილებში, სა­დაც გვაქვს მაგნიტური ველის ყველაზე დიდი სხვაობა. დადგენილია, რომ ამ არე­ებში, მაგნიტური ველის გავლენით წარმოიშობა ასეული მილიარდი ამპერის ელექ­ტრუ­ლი დენები. ამ დენების ურთიერთქმედებით მაგნიტურ ველთან აღიძვრება ძა­ლე­ბი, რომლებსაც მოძრაობაში მოჰყავს პლაზმა. მაგნიტური და ელექტრული ვე­ლე­ბის სხვაობათა გავლენით ადგილი აქვს პლაზმის იმდენად გახურებას, რომ იწყება ბირთ­ვული რეაქციები და აფეთქებები. პლაზმა გამოიდევნება მზის ზედაპირიდან მაგ­ნიტური ველის ძალწირების გასწვრივ და შეიძლება გამოსროლილ იქნეს კოს­მო­სურ სივრცეში.

☀️ მზის ზედაპირზე ტემპერატურა 6000 K აღწევს. ამიტომ მზე თითქმის თეთრი ფერით ანათებს, მაგრამ მზის პირდაპირი სინათლე ჩვენი პლანეტის ზედაპირთან რამდენადმე მოყვითალო შეფერილობას იღებს, ატმოსფეროს მიერ სპექტრის მოკლე­ტალ­ღოვანი ნაწილის უფრო დიდი გაფანტვისა და შთანთქმის გამო. ☀️

ასე ჩნდება აფეთქებები მზეზე. მზის აქტივობის უშუალოდ მაქსიმუმის დროს ისინი არასოდეს დაიკვირვება. აფეთქებები ჩნდება ლაქების პერიფერიულ ნაწილში, მოიცავს მზის მთელ ატმოსფეროს, განსაკუთრებით ინტენსიურად ქრომოსფეროს, ამიტომ მათ ხშირად ქრომოსფერულს უწოდებენ. აფეთქებების დროს გამოიყოფა ენერგია ელექტრომაგნიტური გამოსხივებისa და მაღალი ენერგიის (~1025 ჯოული) ნაწილაკების სახით, რაც ეკვივალენტურია 1 მი­ლი­არ­­დი მეგატონა ენერგიის მქონე ატომური აფეთქებისა. გამოტყორცნილი ნაწილაკები მძლავ­რი ღრუბლის სახით 1-2 დღის შემდეგ აღწევს დედამიწამდე მძლავრად აწვება მაგნოტო­სფე­როს საზღვარს და მრავალი გეოფიზიკური მოვლენის გამომწვევი ხდება, როგორიცაა: გეომაგნიტურ ქარიშხლები, გეოელექტრული ველის ცვლილება, რადონის კონ­ცენტრაციის ცვალებადობა უშუალოდ დედამიწის ზედაპირთან ახლოს ატ­მოს­ფე­როში, ინფრაბგერით რხევები და ა.შ. იონისფეროს აღრევის გამო ფერხდება მოკლე­ტა­ლ­ღური კავშირი.

კოსმოსური სხივების ნაკადმა შეიძლება გამოიწვიოს რადია­ციუ­ლი საშიშროება კოსმონავტებისათვის. აფეთქებები ახდენს გავლენას დედამიწაზე ადა­მია­ნის ჯანმრთელობაზე. (დაადგინეს, რომ ამ დროს ად­გი­ლი აქვს გულსისხლ­ძარღვის დაავადებების გახშირებას და შესაბამისად სიკვდი­ლია­ნობის 3-5-ჯერ გაზრდას, მძაფრდება სხვა დაავადებებიც). იზრდება სატრანსპორტო შემთხვე­ვე­ბი, მცირდება მძღოლების და ფეხით მოსიარულეთა ყურადღება. მზეზე აფეთ­ქების გა­მო ხდება იონოსფეროს აღრევა. ამ დროს გაჩენილი მაღალი სიხ­ში­რის ელექ­ტ­რო­მაგ­ნი­ტუ­რი ველი მოქმედებს ცოცხალ ორგანიზმზე. მცირდება მარი­ლ­მჟავის კონ­ცენ­ტრაცია კუჭ­ში და შედეგად მცირდება სისხლის შრატის უნარი გახს­ნას უცხო ნაწი­ლა­კები და მიკ­რობები. ჯანმრთელი ადამიანისთვის ეს გავლენები შეუმჩ­ნეველია, რამ­დენადაც მათ­ში აღიძვრება მაკომპესირებელი ფიზიოლოგიური რეაქ­ცია. დასუს-ტე­ბული ორ­განიზმი კი უძლურია წინ აღუდგეს ამ მოვლენას, ამიტომ წინასწარ უნდა იცოდეს მისი მოსალოდნელი შედგის შესახებ და მიიღოს სათანადო ზომები.

☀️ მზის პლაზმაში “ჩაყინულია” მაგნიტური ველი, რომელიც მზის გვი­­რ­გვინიდან კოსმოსურ სივრცეში ბოჭკოების ან ჭავლის სახით ვრცელდება. მზის ბრუნვა თა­ვი­სი ღერძის გარშემო იწვევს ხაზების დაგრეხვას არქიმედის სპირალის სახით. ☀️

წყარო:

https://www.sciencealert.com/gaze-upon-the-magnificence-of-this-sunspot-the-size-of-earth

Leave a Comment