მაგიიდან მეცნიერებამდე 🧙‍♂️

ალქიმიის „აკვანად“ ეგვიპტე ითვლება. ალქიმიის წინა პერიოდში სწორედ ეგვიპტელები ადნობდნენ და ამუშავებდნენ ფულისთვის და ძვიფასი სამკაულისათვის მეტალებს . გადადნობის მეთოდი გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ ვიწრო კასტას მიუწვდებოდა ხელი. ლეიდენის პაპირუსზე, (ზემო ეგვიპტის დედაქალაქი, ჩვ.წ. აღიცხვით III საუკუნე.), რომელიც 1830 წელს აღმოაჩინეს, ოქროს იმიტაციის 15 რეცეპტი წერია.

“ოქროს “გამრავლების” რეცეპტი ასეთია: «ავიღოთ თუთიის ოქსიდის ნარევი, რომელიც შეიცავს ტყვიის და სპილენძის ოქსიდებს, Gaul
misy (გალიური მასა?? – ნაწილობრივ დაჟანგული ქალკოპირიტი CuFeS2), სინოპის წითელი(ჰემატიტი-რკინის მადანი, წითელი ფერის, ფართოდ გავრცელებული რკინის მინერალი) და ტოლი რაოდენობით ოქრო. როდესაც ოქრო გალღვება, დავამატოთ ეს ინგრედიენტები, ავუროთ ოქროდა ის გაორმაგდება…”

“გასაყიდი” „ოქროს რეცეპტი“ კი ასეთია: „ავიღოთ სპილენძის ოთხი ნაწილი, აზემი (ელექტრუმ) (ოქროს და ვერცხლის შენადნობი)
ორი ნაწილი, ოქრო -ერთი ნაწილი. ჯერ გავადნოთ სპილენძი, შემდეგ აზემი და ბოლოს ოქრო.”

ეგვიპტელმა ალქიმიკოსებმა აღმოაჩინეს ნიშადური, რომელსაც ნაწილობრივ იპოვებდნენ “ამონის” (ღმერთი) ოაზისში, ნაწილობრივ კი – ცხოველური შარდისგან.

წინაალქიმიურ პერიოდში ცნობილი მეტალები განიხილებოდა, როგორც „ ჭეშმარიტი “ელემენტები, რადგან ოქრო სპილენძის საბადოებში მოიპოვებოდა, ითვლებოდა, რომ ის წარმოიშვებოდა სპილენძისაგან. ოქროს რაოდენობა სპილენძის საბადოებში საკმარისი არასდროს იყო და მხოლოდ ღმერთებს შეეძლოთ გაეზარდათ “გარდაქმნის” მასშტაბები, შესაბამისად, მეტალურგიული პრაქტიკის ალქიმიური ხასიათი დაექვემდებარა რწმენას, ასტროლოგიას და მაგიას. რიცხვი 7 მაგიურსდ ითვლებოდა. პითაგორას მისტიკური ფილოსოფიაც ამაზე იყო აგებული.

ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ ასწლეულში ოქროს მზესთან აკავშირებდნენ, ვერცხლს –მთვარესთან, სპილენძს – ვენერასთან, რკინას – მარსთან, ტყვიას – სატურნთან, კალას – იუპიტერთან და ვერცხლისწყალს – მერკურთან.

სწორედ აქედან დაედო სათავე მეტალების სიმბოლოებით აღნიშვნას, რომელებსაც ციურ მნათობების სახელები ეწოდა. ვერცხლიწყლის გადადენისას მიიღება ნარჩენი, კუბი ოქროს ან ვერცხლის ხოროლკას მსგავსი. ქიმიური და ფიზიკური გარდაქმნები აიხსნებოდა მითოლოგიური სიუჟეტებით.

რა იყო ალქიმიის მიზანი? რას ეძებნენ ალმქიმიკოსები? ფილოსოფიურ ქვას? სიცოცხლის ელექსირს?

ძველი აღმოსავლეთის შეუდარებელი ექიმი ავიცენა, რომელიც თავის პრაქტიკაში იყენებდა ბევრ ალქიმიურ პრეპარატს, არ იზარებდა ალქიმიკოსების ხედვას იმის თაობაზე, რომ თითქოს მეტალების გარდაქმნის შეასხებ. ექიმი პარაცელსიც თვლიდა, რომ ალქიმიკოსების მიზანი არა ფილოსოფიური ქვის ძიება, არამედ წამლების დამზადება იყო. მსგავსი პოზია ალქიმიის მიმართ, XVII-XIX საუკუნის ქიმიკოსებს შორისაც არსებობდა, თუმცა ბევრი იმ დროინდელი ცნობილი ქიმიკოსი ამაყად თვლიდა თავის თავს ალქიმიკოსად.

„ფილოსოფიური ქვის“ მიღების „მარათონში“ ვითარდებოდა ქიმიური პროცესების ცოდნა და ვითარდებოდა ექსპერიმენტული ქიმია. ამავდროულად ბერძენმა და არაბმა ალქიმიკოსებმა გააუმჯობესეს ოქროს გასუფთავების მეთოდი. (ოქროთი მდიდარი მადნის გაცხელებით ტყვიასთან და სელიტრასთან (სხვადსხვა ნიტრატები) და დაიწყეს ოქროს ამალგამას (მეტალების შენადნობი ვერცხლისწყალთან) გამოყენება მოოქროვებისთვის. ვერცხლის გამოყოფა მადნის შედნობის მეთოდით ტყვიასთან ერთად ფართოდაა გავრცელებული, რაზეც გვამცნობენ პლინი და სხვა ზოგიერთი ალექსანდრიელი მწერლები.

თანდათან განვითარდა ჩვეულებრივი მეტალების მეტალურგია. ვერცხლისწყალს ფართოდ იყენებდნენ ოქროსა და ვერცხლის გამოსაყოფად მადნეულიდან. ეგვიპტელი ალქიმიკოსები სხვა მეტალებს სუფთა სახით უბრალოდ არ იცნობდნენ. ასევე იხვეწებოდა კერამიკული წარმოება. ამ პერიოდში ჭურჭელს გამომწვრი თიხისაგან ამზადებდნენ, ამავდროულად, მას ფარავდნენ ჭიქურით, რომელიც დამზადებული იყო ტყვიის და კალის ნაერთისაგან. საღებავებიდან ცნობილი იყო ინდიგო, პურპური და სხვა.

ჩვენი წელთაღრიცხვით 640 წელს არაბებმა ეგვიპტე დაიპყრეს. სწორედ აქედან იწყენა არაბი ალქიმიკოსების გამოჩენა. “ქიმია”-ს მათ დაუმატეს არაბულისთვის დამახასიათებელი წინსართი “ალ”. ევროპელებმა გვიან ეს სიტყვა არაბებისგან მოგვიანებით ისესხეს.

პირველად არაბები ქიმიას საკმაოდ უცნაური მეთოდით გაეცნენ. 670 წელს, არაბეთის სამხედრო ფლოტი ქალაქ კონსტანტინოპოლს დაესხა თავს.(ახლანდელი სტამ-ბულის, რომელიციყო ყველაზე ძლიერი ქალაქი ქრისტიანული სამყაროსი იმ დროში), იყო დამწვარი “ბერძნული ცეცხლით” –ქიმიური ნარევით, წვის შედეგად წარმოიქმნა ძლიერი ცეცხლი, რომელსაც წყალი არ აქრობდა.

არაბი ალქიმიკოსი არ-რაზი (865-925), რომელიც ევროპაში სახელ რაზესით იყო ცნობილი, მედიცინაშიც მოღვაწეობდა. მას ეკუთვნის ნაშრომი თაბაშირის მომზადების მეთოდიკაზე და აღწერდა, თუ როგორ უნდა დაედოთ თაბაშირის ნახვევი მოტეხილი ძვლის ფიქსაციისათვის. ასევე შეისწავლა და აღწერა მეტალური სტიბიუმი Sb. მისი შრომებია: “საიდუმლოებათა წიგნი;” “საიდუმლოებათა საიდუმლების წიგნი”; მან ასევე განსაზღვრა მინერალური, მცენარეული, ცხოველური ნაერთების კლასიფიკაცია.

ფილოსოფოსი, ბუნებისმეტყველი, პოეტი და მუსიკოსი იბნ-სინა, ლათინური სახელით ავიცენა, ყველაზე ცნობილი არაბი ექიმი იყო, რომელიც 980-1037 წლებში მოღვაწეობდა. საუკუნეების მანძილზე მისი შრომები ძალიან მნიშვნელოვანი იყო ექიმებისათვის . ავიცენა იყო ერთადერთი ალქიმიკოსი, რომელსაც არ სჯეროდა სხვა მეტალებიდან ოქროს მიღება.

ავიცენას მიღწევები:
წყლის გადადენა; HCl, H2SO4 და HNO3, KOH და NaOH მიღება.

საინტერესოა ევროპული ალქიმიის პერიოდი.

პირველი ევროპელი ცნობილი ალქიმიკოსი იყო ალბერტ-ფონ-ბოლშტედი, იგივე ალბერტ დიდი, გერმანელი ფილოსოფოსი და თეოლოგი. მისი წყალობით არისტოტელეს ფილოსოფია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა გვიანი შუა საუკუნეებისა და ახალი დროისათვის.

შუა საუკუნეების ყველაზე ცნობილი ალქიმიკოსის სახელი უცნობი დარჩა. ის თავის შრომებს „ჯაბირის“ (გერბერის) სახელით წერდა, რომელიც მასზე ექვსი საუკუნით ადრე ცხოვრობდა. ეს ფსევდო ჯაბირი სავარაუდოდ ესპანელი იყო და XIV საუკუნეში ცხოვრობდა. ფსევდო-ჯაბირმა პირველმა აღწერა გოგირდმჟავა -დღევანდელი ქიმიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაერთი. მან ასევე აღწერა თუ როგორ წარმოიქმნება ძლიერი აზოტმჟავა. გოგირდმჟავას და ძლიერ აზოტმჟავას ღებულობდნენ მინერალებისგან, მაშინ როცა ადრე ცნობილმჟავებს, მაგალითად ძმარმჟავას, იღებდნენ მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის ნივთიერებებისაგან.

ევროპულ ალქიმიაში პოპულარული იყო მისტიკური მიმდინარეობები. ალქიმიკოს-მისტიკოსებმა ჩამოაყალიბეს თავიანთი მეცნიერების დამატებითი ამოცანები. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ელექსირის ანუ ფილოსოფიური ქვის მიღება. ასევე ცდილობდნენ თხევადი ოქროს მომზადებას, მცენარეების ფერფლიდან აღდგენას, უნივერსალური გამხსნელის დამზადებას.

მიუხედავად ამისა XIV-XV საუკუნეებში ევროპულმა ალქიმიამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, ალქიმიკოსებმა შეიწავლეს ნივთიერების თვისებები. 1270 წელს ალქიმიკოსმა ჯოვანი ფიდანცამ ერთ-ერთი თავისი მცდელობის დროს მიეღო უნივერსალური გამხსნელი, მიიღო ნიშადურის ხსნარი აზოტმჟავაში, რომელსაც ჰქონდა უნარი გაეხსნა ოქრო. (მეტალთა მეფე,
სწორედ აქედანაა მისი სახელი, იგივე სამეფო წყალი).

ნიკოლას ფლამელი ფრანი ალქიმიკოსი, რომელსაც მიაწერდნენ „ფილოსოფიური ქვის“ და „სიცოცხლის ელექსირის“ მიღებას. გარდაცვალებიდან ორი საუკუნის შემდეგ გახსნეს მისი საფლავი, თუმცა, გვამი კი იქ არ დახვდათ.

XVII საუკუნის მოგზაური პოლ ლუკა უცნაურ შემთხვევაზე მოგითხრობს, რომელიც მას შეემთხვა. ერთხელ იგი ბაღში, ქალაქ ბურსაში (თურქეთი) მეჩეთთან ახლოს სეირნობის დროს მან გაიცნო ადამიანი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ნიკოლას ფლამელისაა და მისი მეუღლის საუკეთესო მეგობარი, რომლებსაც დაახლოებით სამი თვის წინ დაცილდა ინდოეთში. მისი სიტყვებით , ფლამელმა და მისმა მეუღლემ მოაწყვეს სიკვდილის ინსცენიერბა და შვეიცარიაში გაიქცნენ. თუ მისი სიტყვები მართალი იყო ფლამელი იმ დროისთვის დაახლოებით 300 წლის უნდა ყოფილიყო.
XVIII ს აუკუნეში მოხუცი ღვთისმსახური სირ მორსელი ამტკიცებდა, რომ ნიკოლას ფლამელი პარიზის ცენტრში, მიწისქვეშა ლაბორატორიაში ნახა. მისი სიტყვებით ლაბორატორია გამოყოფილი იყო გარე სამყაროსგან შვიდი კარებით. 1761 წელს ფლამელი მეუღლესთან ერთად შემჩნიეს პარიზის ოპერაში სპექტაკლზე, მათ ახლდათ შვილი, რომელიც ინდოეთში შეეძინათ. 1818 წელს პარიზში დახეტიალობდა ადამიანი, რომელიც ამბობდა რომ ის იყო ნიკოლას ფლამელი და 300000 ფრანკად გახსნიდა მის ყველა საიდუმლოს.

დიოკლეტიანეს დროს აკრძალული იყო ალქიმიის შესწავლა. ორი მიზეზით: არ შეიძლებოდა დაეშვათ ოქროს გაუფასურება
და აუცილებელი იყო თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა.

პატიოსანი ალქიმიკოსები იძულებულნი იყვნენ დაემალათ თავიანთი საქმიანობა მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, თაღლითობასაც ჰქონდა ადგილი. XIV საუკუნეში დასავლელი ალქიმიკოსები, რომელთა ინტერსები იყო ფილოსოფიური ქვის ძიება, დაუბრუნდნენ გოგირდისა და ვერცხლისწყლის თეორიას-რომელიც ამ ელემენტებს იხილავდა როგორც მეტალის შემადგენელ ძირითად ნაწილს. ასევე შემოიტნეს მესამე ნაწილიც- ფილოსოფიური მარილი, რომელსაც უნდა შეევსო დანარჩენი ორი ელემენტი. მესამე ელემენტის შემოტანას უნდა გადაეჭრა მეტალის ოქროდ გადაქცევის პრობლემა. ამრიგად, ალქიმიური კვლევების არეალი გაფართოვდა. ერთადერთი გზა ექსპერიმენტული მეთოდის ფორმირებისა, რომელიც ცნობილი იყო ამ პერიოდის ალქიმიკოსებისათვის, არ ითვალისწინებდა მეტალთა შესახებ თეორიის შესწორებას, რომელიც შემდეგ საუკუნეებშიც გაგრძელდა.

საბოლოოდ, ქიმიას რამდენიმე საუკუნე დასჭირდა,რომ ნამდვილ მეცნიერებად ჩამოყალიბებულიყო.

ალქიმიის უარყოფითი მხარეები:

ალქიმიას თავიდანვე ჰქონდა მეტად სერიოზული უარყოფითი მხარეები, რომელიც ბოლოს ჩიხში მოექცა. ჯერ ერთი ეს იყო საგნობრივი შეზღუდვა-მხოლოდ მეტალთა ტრანსმუტაცია.
მეორე მხრივ – მისტიციზმი, რომელიც დამახასიათებელია ყველა ალქიმიკოსისათვის. მესამე კი თეორიის დოგმატიზმი: არისტოტელეს თეორია, რომელიც საფუძვლად უდევს ტრანსმუტაციის იდეას, უსაფუძვლოდ იყო მიღებული. და ბოლოს, თავიდანვე დამახასიათებელი ალქიმიისათვის-გასაიდუმლოება- იყო სერიოზული წინააღმდეგომა ამ მეცნიერების განვითარებისათვის. მიუხედავად ამისა, ალქიმიის სისუსტე და მისი კრიტიკა თანამედროვე მეცნიერების გადმოსახედიდან არ ნიშნავს იმას, რომ ალქიმიკოსთა ხანგრძლივი შთამომავლობის შრომა იყო უაზრო და გამოუსადეგარი. ალქიმიური პერიოდის მთავარი მიღწევა იყო, ნივთიერებაზე დიდი რაოდენობით ცოდნის დაგროვების გარდა, ემპირული მიდგომა ნივთიერებების თვისებების შესწავლისთვის. ალქიმიკოსებმა შემუშავეს გოგირდ-ვერცხლისწყლის თეორია(სამი პრინციპის თეორია). მთლიანობაში ალქიმიური პერიოდი იყო აუცილებელი, გარდამავალი ეტაპი ნატურფილოსოფიასა და ექსპერიმენტულ ბუნებისმეტყველებას შორის.

წყარო:

ქიმიის ისტორია

https://www.thoughtco.com/alchemy-symbols-and-meanings-4065063

https://www.researchgate.net/publication/32965613_Alchemy_in_the_Ancient_World_From_Science_to_Magic

Leave a Comment