ასტრონომების ორმა გუდნმა შორეულ კოსმოსში აღმოაჩინა უზარმაზარი წყლის რეზერვუარი.არსებული წყლის ექვივალენტი 140 ტრილიონჯერ მეტია დედამიწაზე არსებული წყლის მარაგისა.აღნიშნული წყლის მასა გარს არტყამს კვაზარს,რომელიც წარმოაგდენს გალაქტიკის ყველაზე კაშკაშა ნაწილს,რომელიც ასხივებს 10 ტრილიონჯერ მეტ ენერგიას,ვიდრე მზე.
აღნიშნული კვაზარი მდებარეობს ჩვენგან 12 მილიარდი სინათლის წლის დაშორებით.
ნასას მეცნიერი ,Matt Bradford_ი აღნიშნავს,რომ „კვაზარის გარშემო არსებული გარემო ძალზედ უნიკალურია,რადგან ის აწრამოებს წყლის უზარმაზარ მასას.“ ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება,რომ წაყალი სამყაროში ყოველმხრივ გავრცელებულია, სამყაროს დასაბამიდან და მისი არსებობა დედამიწაზე არ წარმოადგენს იშვიათ გამონაკლისთა რიცხვს.
არსებული წყლის უზარმაზარი რეზერვუარი კვაზარის გარშემო აირად მდგომარეობაში იმყოფება,ანუ ორთქლის სახით,რადგან ის თბილი და სქელი ატმოსფეროთია გარშემორტყმული.კვაზარი ენერგიით ზემასიური შავი ხვრელისგან იკვებება,რომელიც თავისივე შემოშფარგლავ გაზებს და მტვერს შთანთქავს.
ასტრონომები მოელოდნენ,რომ აღნიშნული წყლის ორთქლი წარმოადგენდა სამყაროს დასაბამის დროინდელ „არტეფაქტს“,მაგრამ არნიშნული ვარაუდი ჯერ არ დადასტურებულა. ჩვენს გალაქტიკაში,ირმის ნახტომშიც არსებობს წყლის ორთქლი,მაგრამ მისი რაოდენობა 4,000_ჯერ ნაკლებია,ზემოთ არნიშნულ არსებულ რაოდენობასთან შედარებით,რადგან ჩვენს გალაქტიკაში წყალი ძირითადად გაყინულ,მყარ მდგომარეობაში გვხვდება.
წყარო: https://www.nasa.gov/topics/universe/features/universe20110722.html?fbclid=IwAR0NQByKIv17h-nWMDZHi85LTXt509RTHuCCCPFvVeyGzi4sEd2npCmhsZM
ავტორი: გიორგი კაჯილაშვილი