შესრულებულია ანდრომედას CC-ს ელექტროფოტომეტრია სტრომგრენის სისტემაში. სიკაშკაშის ამპლიტუდა 5 ფერში იცვლება შუალედში 0.05_0.21. კრაუფორდის მეთოდით გამოთვლილი ვარსკვლავთშორისი გაწითლება შეადგენს სიდიდეს 0.022. თითოეული ღამისთვის b-y და c საშუალებით გამოთვლილია ეფექტური ტემპერატურები და 1g g. მეტალურობის ინდექსი არ უჩვენებს ფაზაზე დამოკიდებულებით ცვალებადობას.
m-ის საშუალებით ყოველი ღამისათვის გამოთვლილია (Fe\H) მნიშვნელობები, რომელთა საშუალო სიდიდე ტოლია 0.1-ის . მიღებული ფოტომეტრიული პარამეტრებით გამოთვლილია ცვლადების რადიუსი და მასა. გაკეთებულია დასკვნა, რომ ანდრომედას CC უნდა იყოს არა მარის b-ს ტიპის ცვალებადი, არამედ ლირის RR ტიპის ვარსკვლავი.
გალაქტიკის ანტიცენტრის მიმართულებით ვარსკვლავთშორისო შთანთქმის და სპირალური სტრუქტურის გამოვლენის შესახებ
შესრულებულია გალაქტიკის ანტიცენტრის არეში 037 ვარსკვლავის სპექტრული კლასებისა და ნათობის კლასების აბასთუმნის კატალოგის მონაცემების ანალიზი ანტიცენტრის მიმართულებით ვარსკვლავთშორისო შთანთქმის საკითხთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით პერსეუსის შტოს გაგრძელების ან გალაქტიკის სპირალურ შტოთა სხვა ფრაგმენტების გამოვლენის თვალსაზრისით.
როგორც გამოირკვა, გალაქტიკის ანტიცენტრი არგამოირჩევა შთანთქმული ნივთიერების დიდი რაოდენობით. ეს უკანსკნელი თავმოყრილია ღრუბლების შემკვრივების სახით, მზიდან 100-300 პს მანძილზე. მზე იმყოფება შთანთქმისგან თავისუფალ არეში. შთანთქმის სიდიდე შეადგენს მაქსიმუმ 1.5-2.5.
ცხელ 0-B2 ვარსკვლავთ მონაცემების ანალიზი არ მიუნიშნებს გალაქტიკის არ მიუთითებს პერსიუსის შტოს გაგრძელებას ან გალაქტიკის სპირალური შტოს სხვა ფრაგმენტების არსებობა.
მზის აქტიური არეების სტატისტიკური თვისებების შესახებ
შესწავლილია მზის აქტივობის 21-ე ციკლში, კერძოდ გამოკვლეულია ორი საკითხი: 1. აქტიური არეების განაწილება მზის ზედაპირზე მათი წარმოშობის ადგილმდებარეობის (ტოპოლოგიის) მიხედვით. 2. აქტიური არეების გაჩენის ხასიათი.
გამოყენებულია დაკვირვებითი მასალა, რომელიც მიღებულია აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში “მზის სამსახურის” შესრულების მსვლელობაში, აგრეთვე “solar geophysical data” გამოქვეყნებულია სხვადასხვა ობსერვატორიის მონაცემები ფლოკულებსა და ლაქების შესახებ და კიტ პიკის ობსერვატორიის ყოველდღიური მაგნიტური რუკები, რომელთა მიხედვით დადგინდა მზის ფონური მაგნიტური ველის საზღვრები და აქტიური არეების დაშორება ველის საზღვრებიდან.
აქტიური ფონური მაგნიტური ველის საზღვრებიდან მათი მდებარეობების მიხედვით დაყოფილია ორ კლასად a და b. აღნიშნული ოთხი წლის განმავლობაში a კლასში გაერთიანდა 118 აქტიური არე, რომელთა დაშორება 8_15°-ზე მეტი, ხოლო b კლასში შევიდა 99 აქტიური არე, რომელნიც ფონური ველის საზღვარზე ან უშუალო მახლობლობაში (<5°) წარმოიქმნა. სულ შერჩეულია 217 აქტიური არე, რომელთა გრძედი ცენტრალური მერიდიანიდან დაშორებულია 60°-ით.
მიღებულია დასკვნა, რომ აქტიური არეების ფართობები და სიმძლავრეები, რომლებიც წარმოიქმნებიან მზის მსხვილმასშტაბური ფონური მაგნიტური ველის სტრუქტურის საზღვარზე, ან უშუალოდ მის მახლობლად, ემორჩილებიან ნორმალურ განაწილებას.
აქტიური არეების განაწილების ხასიათში გვიჩვენა, რომ მზეზე მათი წარმოშობა არ წარმოადგენს იშვიათ შემთხვევით მოვლენას.
მთვარის ზედაპირის შესწავლა ალგედოსა და პოლარიზაციის ხარისხის მეშვეობით.
ჩატარებულია მთვარის ზედაპირის ორპარამეტრიანი დარაიონება ალბედოსა და პოლარიზაციის ხარისხის მიხედვით. მთვარის ნეგატივების ციფრული მეთოდით დამუშავების დროს ეტალონად გამოყენებული იყო ის ცხრა ადგილი, საიდანაც “მთვარის” და “აპოლონის” სერიის კოსმოსური ხომალდების მიერ დედამიწაზე ჩამოტანილ იქნა ქანები. ამ ორი ოპტიკური პარამეტრის (ალბედო და პოლარიზაციის ხარისხი) მიხედვით მთვარის მთელ ზედაპირზე შეფასებულია ეტალონად მიღებული ადგილების მსგავსი ქანების არსებობა.
ქიმიური და ოპტიკური პარამეტრების წარმოდგენა ოთხგანზომილებიანი ჰისტოგრამის სახით საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ მთვარის ქანების შემადგენლობის პროგნოზირება სხვა ადგილებისათვის.
მიღებული შედეგები წარმოადგენს საფუძველს მთვარის ზედაპირის სამპარამეტრიანი (ალბედო, პოლარიზაციის ხარისხი, ფერი) ოპტიკური დარაიონებისათვის.
ატმოსფეროს აეროზოლური შენების რთული აგებულება.
ბინდის ფოტომეტრიის მეთოდით აღმოჩენილია საშუალო ატმოსფეროს სხვადასხვა სიმაღლეზე აეროზოლების კონცენტრირება, რის შედეგადაც წარმოიქმნება ჰორიზონტალური განფენილობა. ეს ფენები თავის მხრივ ხშირად იშლებიან ვიწრო ფენებისგან შემდგარ სისტემებად, სისქით 1-2 კმ(მხედველობაში მიიღება ბინდის მეთოდით ატმოსფეროს ზონდირების გარჩევის უნარიანობა სიმაღლის მიხედვით). იგივე ეფექტი დაიკვირვება დედამიწის სხვადასხვა სადგურში, სადაც ლიდარებით ატმოსფეროს ზონდირებას ეწევიან. უმრავლეს შემთხვევაში ვიწრო ფენების რეგისტრირებული იყო ძლიერი ვულკანური ამოფრვევების შემდეგ. ტარდებოდა აეროზოლების ფენების ვარიაციების შედარება სტატოსფეროს ტემპერატურასთან თბილისის რადიოზონდირების სადგურის მონაცემების მიხედვით. გამოვლენილია კორელაცია აეროზოლების ტემპერატურის ვარიაციებს შორის.
მეზოსფეროსა და ქვედა თერმოსფეროში 80-140 კმ სიმაღლეზე, დაიკვირვება აეროზოლური ფენების ვიწრო სტუქტურა, მეტეორული ნაკადების აქვარიდების დროს ნივთიერებათა შემოჭრისას.
ატმოსფეროს დაკვირვებით მიღებული შედეგების განზოგადება საშუალებას გვაძლევს გამოვიტანოთ ასეთი დასკვნა: ბინდის საშუალო და მაღალი ატმოსფერო უნდა წარმოვიდგინოთ როგორც, ერთი მხრივ, სტაბილური ატმოსფერო პერიოდული რხევებით და მეორე მხრივ, შეშფოთებული ატმოსფერო, რაც ძირითადად ზამთარში, საღამოს საათებში დაიკვირვება. ამ დროს საქმე გვაქვს არა ცალკეულ ზამთრის ანომალიასთან, არამედ საერთო პლანეტარულ ცირკულაციის ზამთრის ეფექტთან, რომელიც ასახავს დედამიწის ატმოსფეროს რეგულარულ თვისებას და იმაში მდგომარეობს, რომ ადგილი აქვს შეშფოთებული ატმოსფეროს გავრცელების სეზონურ სვლას ზამთარში ქვედა ატმოსფეროდან ზევით, საშუალო და მაღალ ატმოსფეროში.
ცვალებადი კოსმოსური სხეულების მოძრაობის თეორიის ძირითადი ამოცანები ნიუტონისეულ გრავიტაციულ ველში.
ნიუტონისეულ გრავიტაციულ ველში გამოკვლეულია ცვლადმასიანი კოსმოსური სხეულების პირდაპირი და შებრუნებული, რეგულარული და არარეგულარული მოძრაობა რეაქტიული ძალებისა და ატმოსფეროს წინაღობის გათვალისწინებით.
ყველა ეს მოძრაობა შესწავლილია ე.წ. ბილინეარიზაციის მეთოდით, რომელიც იძლევა საშუალებას არა მარტო დამტკიცდეს შესაბამისი მათემატიკური და ციური მექანიკის ამოცანების ამონახნის არსებობა, არამედ რიცხვობრივად ვიპოვოთ თვით ეს ამონახსნი გარკვეული ალგორითმული სქემით და თანამედროვე გამომთვლელი მანქანების გამოყენებით.
ავტორი: რაისა ბართამია
1978 წელი