ბუნება მბრძანებელია

“ძნელია, როცა კაც კაცი, თუ კაცს სოფელი მარტო დღეისთვის უნდა და სახვალისოდ აღარ უფრთხილდება”

ვაჟა-ფშაველა

მეცნიერულ-ტექნიკურმა რევოლუციამ კაცობრიობის სოციალური პროგრესის არნახული შესაძბელობა გადაუშალა, მაგრამ ამავე დროს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. გარემოზე ანთროპეგენურმა გავლენამ ბოლო დროს ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ სიცოცხლე საბედისწერო კატასტროფის წინაშე დადგა.

დაავადებათა ოთხომც პროცენტზე მეტი(პათოლოგიური მშობიარობა, ავთვისებიანი სიმსივნეები, ფსიქიკური დარღვევები და ა.შ.) ეკოლოგიური გაუარესების შედეგია.

ტერმინი “ეკოლოგია” ორი ბერძნული სიტყვიდანაა წარმოებული: “ოიკოს” სახლი და “ლოგოს” მოძღვრება. მაშასადამე ეკოლოგია სახლმცოდნეობას ნიშნავს, მოძღვრებას დედამიწის-ჩვენი საერთო სახლის შესახებ. ჩვენ კი ამჟმად ისეთ სახლში ვცოხვრობთ სადაც აღარაა სუფთა ჰაერი, წყალი და საკვები. რადიაციამ თუ მომწამლავ ნივთიერებათა მიგრაციამ, ოკეანეთა დაბინძურებამ თუ ატმოსფეროს ოზომური ფენის შეცვლამ არ იცის პოლიტიკური საზღვრები. ეკოლოგიური პრობლემები, რომელთაც ადრე ლოკალური ხასიათი ჰქონდა, დღეს მსოფლიოს მომცველ გლობალურ პრობლემად იქცა. მართალია ეკოლოგია ცოცხალი ორგანიზმებისა და გარემოს ურთიერთობას შეისწავლის, ის მაინც გასცდა წმინდა ბიოლოგიის საზღვრებს. შეიქმნა ისეთი დარგები, როგორიცაა “ქიმიური ეკოლოგია”, “მათემატიკური ეკოლოგია”, “გეოგრაფიული ეკოლოგია”. ეკოლოგიის ცნების საზღვრები კიდევ ფართოვდება. გაჩნდა “ისტორიის ეკოლოგიის”, “კულტურის ეკოლოგიის” ცნებები.

კაცობრიობის მთელი ისტორია ბუნებრივ რესურსთა-მიწების, წყლების, ტყეების, სასარგებლო წიაღისეულთა სტიქიური, მტაცებლური გამოყენებაა, რაც უკვალოდ არ ქრება. ბოლო 30-40 წლის მანძილზე გადაშენდა ცხოველთა და მცენარეთა მრავალი სახეობა.

კაცობრიობა ხარჯავს მილიარდობით ტონა მინერალურ ნედლეულს, სათბობს, წყალს, ბიომასას, ატმოსფერულ ჟაგბადს, მზა პროდუქციაში კი დაარჯულ ბუნებრივ რესურსთა მხოლოდ ერთი პროცენტი გადადის.

დღემდე სოფლის მეურნეობა სტიქიური გზით ვითარდება. მელიორაციისა და ქიმიზაციის გამოყენებას ნიადაგურ-კლიმატური, ჰიდროლოგიური, რელიეფური და სხვა ბუნებრივი პირობების გაუთვალისწინებლად თან ახლავ ტერიტორიის წყლის რეჟიმის დარღვევა, დამლაშება, შემჟავება ან ნიადაგის სხვა ნეგატიური მოვლენებით გადატვირთვა. სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაციამ გამოიწვია ჰუმუსის დარღვევა.

ამჟამად ატმოსფეროში ათას ექვსასი სხვადასხვა გაზია გაფრქვეული, რაც მავნე გავლენას ახდენს კლიმატზე, ადამიანთა ჯანმრთელობაზე, მთელს ჩვენ ეკოსისტემაზე. საცხოვრებლად სახლში გროვდება ასობით შხამი, რომელიც გამოიყოფა ავეჯის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, კოსმეტიკურ საშუალებათა და საოჯახო მოხმარების ნივთებისაგან. თბურ ელექტროსადგურთა და მეტალურგიულ ქარხანათა საკვამლე მილები ას ორმცადათ მილიონ ტონაზე მეტ გოგირდის ოქსიდს და ორმოცდაათ მილიონ ტონამდე სხვა მჟავურ გაზებს აფრქვევენ ატმოსფეროში. “მჟავური სტრესი” ბუნების წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი აგრესიაა. მჟავიანი წვიმების შედეგად გაჩანაგება იწყეს ტყეებმა, მატერიალური კულტურის ძეგლებმა, მკვეთრად გაიზარდა პათოლოგიური გადახრები ახალშობილთა შორის.

შხამები სხვადასხვანაირად რეაგირებენ ბიოლოგიურ ობიექტებზე, რაც განპირობებულია ცოცხალ ორგანიზმთა ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური თავისებურებებით. მაგალითად, საქართველოში, ფართოდ გავრცელებული მცენარე კონიო შეიცავს შხამიან ნივთიერებას კონიინს. გადმოცემით, კონიოს შხამით მოუწამლავთ სოკრატე. ეს შხამი ცხოველებსაც ისევე წამლავს, როგორც ადამიანს. თუმცა არავითარ ზიანს არ აყენებს მწყერს.

ამგვარად, საკვების მავნებლობა ადამიანისთვის მასში “უცხო” ნივთიერებათა არსებობით არის გამოწვეული. ასეთებია: მიკოტოქსინები, ალერგენები, ჰემოგლუტინინები. ფერმენტთა ინჰიბიტორები და ნივთიერებები, რომლებიც იწვენენ დემინერალიზაციას, მათი მოქმედება სიმპტომთა ფართო წრით გამოიხატება- დაწყებული კანის გაღიზიანებითა და ალერგიული რეაქციებით, დამთავრებული ფსიქიურ დაავადებათა და ავთვისებიან სიმსივნეთა განვითარებით.

ჰაერში, წყალსა თუ საკვებში არსებულ ქიმიურ ნივთიერებებს შორის ყველაზე მავნე პესტიციდებია. პესტიციდი ლათინურად მავნებელთა მკვლელს ნიშნავს. პესტიციდებს შემდეგ ჯგუფებად ყოფენ: ინსექტიციდებად, რომლებსაც იყენებენ მწერების გასანადგურებლად, ფუნგიციდებად-სოკოებთან საბრძოლველად, ჰერბიციდებად-სარეველების მოსასპობად და ა.შ. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ადამიანისათვის უვნებელი პესტიციდი არ არსებობს. მათი ყოველწლიური წარმოება ხუთ მილიონ ტონას აღწევს. პესტიციდების 90% მიზანს ვერ აღწევს, გარემოში იფანტება და ჩამდინარე წყალსატევებში ხვდება.

მცენარეთა და ცხეველთა პარაზიტების ექვსასი სახეობა შეეგუა არსებულ პესტიციდებს, ამიტომ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად სულ უფრო და უფრო ძლიერ შხამებს იყენებენ. ასევე ნიტრატებს-აზოტიან სასუქთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, ადგილი აქვს ცხოველთა დაავადებისა და დაღუპვის ფაქტებს. გერმანიაში ისპანახით მასობრივი სასიკვდილო მოწამვლის მიზეზი აზოტიანი სასუქები აღმოჩნდა. ამ მცენარეს უნარი აქვს ნიტრატი (სასუქი) ადვილად გარდაქმნას ნიტრატად-ადამიანისათვის საშიშ შხამად. არც თუ ისე იშვიათად სასუქების დოზა და გამოყენების აგრონომიული ტექნოლოგია ცალკეულ კულტურათა წრებრუნვაში. ამ დროს სასუქები-ცოცხალი ბუნების მეგობრები და თანამშემწენი მის მტრებად იქცევიან. მაგალითად, აზოტიანი სასუქების გადაჭარბებული ხმარება ამცირებს სახამებლის შემცველობას კარტოფილში, აუარესებს მის კვებით თვისებებს. ასეთი ბოლქვები ადვილად ზიანდება სხვადასხვა დაავადებით, ცუდად ინახება. ჭარბი აზოტი საკვებს ცხოველებისთვის სრულიად უვარგისს ხდის.

მიწათმოქმედების გადაჭარბებულმა ქიმიზაციამ მიწა ნარკომანი გახადა. მას ქიმიკატების გარეშე არსებობა არ შეუძლია. ეს კი მართლაც საშინელებაა.

ბუნება ვეღარ იცავს წონასწორობას ნივთიერებისა და ენერგიის მარადიულ წრებრუნვაში. ამჟამად შხამებით გაჭუჭყიანების ტემპები აღემატება მათი ბუნებრივი დაშლის სიჩქარეს. გარემოს ანთროპეგენური გაბინძურების დონე, პესტიციდებით, მძიმე ლითონებით და სხვა ნივთიერებებით მუდმივად იზრდება. გარემოს ქიმიური გაჭუჭყიანების საშიშროება ღრმავდება იმითაც, რომ ეს შხამები ნივთიერებათა ცვლაში არ მონაწილეობენ და ორგანიზმს მათი აკ ტრაცია ათეულჯერ და ასეულჯერ აღემატება ნიადაგში, წყალსა და ჰაერში მათ შემცველობას. ეს მავნე ნაერთები დედის რძეშიც კი აღმოჩნდება ხოლმე.

ტოქსიკურ ნივთიერებათა აკუმულაცია ორგანიზმში ამცირებს ინფექციისადმი მის წინააღმდეგობას, ამწვავებს გულ-სისხლძარღვთა, კობოვან დაავადებებს, ასთმას, ღვიძლის ციროზს. საგანგაშოა ისიც, რომ მრავალი პესტიციდი იწვევს მემკვიდრეობით კიბოვან დაავადებებსაც.

საუბედუროდ, სოფლის მეურნეობის დარგის ზოგიერთი პასუხისმგებელი პირი, რომლის ხელთაა ეკოლოგიური მდგომარეობის ბედი, შხამქიმიკატების თავგამოდებულ დამცველად გვევლინება. ჯანმრთელობის დაცვის და სოფლის მეურნეობის შესაბამისი სამსახურები შხამქიმიკატებისგან ბისფეროს დაცვის სრულ გარანტიას უნდა იძლეოდნენ.

ვიყოთ გულმართალნი და ჩვენი ბუნების უკომპრომისო დამცველები. ნაქთვამია, როცა წყალს სვამ, წყარო გახსოვდესო. მინიმუმამდე დავიყვანოთ სასუქებისა და პესტიციდების ხმარება.

ჩვენს საზოგადოებას ჯერ კიდევ საკამარისად არა აქვს შეგნებული მიწათმოქმდების გადაჭარბებული ქიმიზაციის საშიშროება. მაღალპროდუქტიულ სავარგულზე ზრუნვა, პირველ რიგში, ბიოსფეროს გაუმჯობესებაზე ზრუნვაა. შხამქიმიკატების, ისევე როგორც სასუქების უვიცად გამოყენებამ შესამჩნევად შეამცირა მიწის ნაყოფიერება, გაუარესდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტთა თვისებები.

აუცილებელია უცხო ნივთიერებათა ნარჩენი რაოდენობის კონტროლის ზუსტი მეთოდების დამუშავება და დანერგვა. მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს სანიტარულ ტოქსიკოლოგიას, იმ მომწამლავ ნივთიერებათა მავნე მოქმედების შესწავლას, რომელთა რაოდენობა აღემატება დადგენილ კონცენტრაციებს.

ეკოლოგიური პრობლემები, რომელთაც ადრე ლოკალური ხასიათი ჰქონდათმ დღეს მსოფლიოს გლობალურ პრობლემად იქცა.

კანადის არქტიკულ ზონაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა თეთრი დათვების ღვიძლში სხვადასხვა ტოქსიკურ ნაერთთა არსებობა გამოავლინა, რაც ათასობით მილი მანძილიდან გადმოსული დაჭუჭყიანების შედეგია.

როგორც არასდროს, ისე გვიჭრდება დღეს ძირითად ეკოლოგიურ კანონთა ღრმა ცოდნა, ეკოლოგიური აზროვნების გამომუშავებაა. ეს კი მხოლოდ საყოველთაო ეკოლოგიური განათლებითაა შესაძლებელი.

ეკოლოგიურ აღზრდაში იგულისხმება ნებისმიერი ასაკის ადამიანში ეკოლოგიური აზროვნების გამომუშავება. ახალი ეკოლოგიური აზროვნების გამომუშავებით კი შესაძლებელი გახდა ჩვენ წინაშე მდგარი მრავალი პრობლემის ახლებურად დანახვა. უნდა ვიხელმძღვანელოთ ეკოლოგიური იმპერატივის პრინციპით: სჯობს ვითანამშრომლოთ ბუნებასთან, ვიდრე ვებრძლოთ მას. ბუნების დაპყრობა მხოლოდ მისდამი დამორჩილებით შეიძლება. უნდა ამაღლდეს “პლანეტარული პატრიოტიზმის” შეგნება, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მას ერთად უნდა მოვუაროთ.

ადამიანი უნდა იყოს ბუნების დამცველი და არა ექსპლუატატორი, პირველ რიგში საჭიროა ბუნება დავიცვათ მოძველებული, წუთიერი გამორჩენის ფსიქოლოგიის ადამიანთა ეკოლოგიური დივერსიისაგან. ვაჟა-ფშაველა საქვეყნოდ გაიძახოდა: “მონა ვარ, მონა ბუნების, ღონე არა მაქვს დავისა”.

მხოლოდ ბუნების დაცვით დაიცავს ადამიანი თავს.

ბუნების დაცვა დღეს ძალიან ძვირია, ხვალ სამჯერ გაძვირდება, ზეგ კი, ალბათ, დასაცავი აღარაფერი იქნება. ჩვენი მშვენიერი დედამიწა მძიმედაა ავად. მისი სენი-ჩვენი უმეცრების ნიშანი და ამავე დროს შედეგიცაა.

ბუნების დაცვა-თითოეულის ვალია. ნუ დავუშვებთ ბიოლოგიურ აპოკალიფსს. ვიყოთ დედა-ბუნების უკომპრომისო დამცველები!

ავტორი: რამაზ გახოკიძე

Leave a Comment