ჟანგბადის ცვალებადობა ატმოსფეროში

თანამედროვე პირობებში ამინდისა და კლიმატის მედიცინის პოზიციიდან შესაფასებლად, განსაკუთრებით მთიან რაიონებში, დიდი მნიშვნელობა აქვს ატმოსფეროში ჟანგბადის მასის შემცველობას.

კლიმატურ-ფიზიოლოგიური და კლიმატურ-თერაპიული გამოკვლევებით დადგენილია და საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომებში გაშუქებულია საკითხი იმის შესახებ, რომ ამინდის ცვალებადობის დროს ადამიანის ორგანიზმზე (თერმოადაპტაციური მექანიზმის გარდა) იწვევს ჰაერში ჟანგბადის მასის შემცველობა. ბიოლოგიურად ასეთი მნიშვნელოვანი პარამეტრის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს სამედიცინო თვალსაზრისით.

ჰაერში ჟანგბადის შემცველობის განსაზღვრის აქამდე ცნობილი პარამეტრები-მისი პროცენტული შემადგენლობა და ჟანგბადის პარციალური წნევა (ჟანგბადის მოლეკულების წნევა) – ჰაერში ჟანგბადის შემცველობაზე რეალურ წარმოდგენას არ იძლევიან, ვინაიდან ერთი მათგანი გამოხატავს ჰაერში აირების შემცველობის მუდმივას ფადობით ერთეულებში, მეორე კი წარმოადგენას გვაძლევს იმ წნევაზე, რომელსაც ახდენს საკუთრივ ჟანგბადი.

ჰაერში ჟანგბადის მასის შემცველობის გამოსათვლელად ჯერ კიდევ 1966 წელს გამოსათვლელად შემოთავაზებულ იქნა ბიომეტროლოგიური კრიტერიუმი, რომელიც სამი ძირითადი მეტეოროლოგიური ელემენტის-წნევის, ტემპერატურისა და ჰაერის სინოტივის-ფუნქციაა. ამ კრიტერიუმის მიხედვით, ჟანგბადის მასის შემცველობა ჰაერში პირდაპირპროპორციულია წნევისა და უკუპროპორციულია ტემპერატურისა და სინოტივისა, ე.ი. რაც უფრო მაღალია ატმოსფერული წნევა და დაბალია ტემპერატურა და აბსოლუტური სინოტივე, მით უფრო მეტია ჰაერში ჟანგბადის შემცველობა და პირიქით.

კლიმატოლოგმა ტ. ალიოშინმა შექმნა ნომოგრამა (1966 წ.), რომლის საშუალებითაც შედარებით მარტივად(ტემპერატურის, ტენიანობისა და წნევის მონაცემების გამოყენებით) გამოითვლება ჰაერში ჟანგბადის შემცველობა.

დღეისთვის დადასტურებულია რომ ჟანგბადი ატმოსფეროში არ არის მკაცრად განსაზღვრული რაოდენობით, და რომ იგი მართალია, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც იცვლება სხვადასხვა პირობებში. მისი პროცენტული შემადგენლობა ატმოსფერულ ჰაერში მუდმივია და 21%-ს შეადგენს, გეოგრაფიული განედების მიხედვით უმნიშვნელოდ იცვლება. ეკვატორზე მისი პროცენტული შემადგენლობაა 20,44, ხოლო ჩრდილოეთის განედის 70°-ზე -20,94.

როგორც ჩანს, ჩრდილოეთის განედებზე ჟანგბადის პროცენტული შედგენილობა ცოტათი მეტია დაბალ განედებთან შედარებით, მისი მასის შემცველობა კი შესამჩნევად მერყეობს განედების მიხედვით მეტეოროლოგიურ პირობებთან დაკავშირებით. ჟანგაბადის მასის შემცველობის ცვალებადობა სხვადასხვა მეტეოროლოგიურ პირობებთან დაკავშირებით. ჟანგაბდის მასის შემცველობის ცვალებადობა სხვადასხვა მეტეოროლოგიური პირობების დროს შეიძლება მერყეობდეს 238 გ/მ-იდან 344 გ/მ-მდე. რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი განსხვავებაა და დიდი მნიშვნელობაც აქვს იმას, 1 სმ3 ჰაერში 238 ჟანგბადი იქნება თუ 344 გ.

არცთუ დიდი ხანია, რაც ცენტრალურ პრესაში დაიწყეს მაგნიტური ქარიშხლების შესახებ პროგნოზირების გამოქვეყნება. დადგენილია, რომ მაგნიტური ქარიშხლები წარმოადგენენ დედამიწის მაგნიტური ველის აღრევას-არასტანდარტულ რყევას, ეს კი მჭიდროდაა დაკავშირებული მზეზე მიმდინარე ცვლილებებთან – მზის აქტიურობასთან, რაც მოქმედებს დედამიწაზე მიმდინარე ატმოსფერულ პროცესებზე-ამინდზე. და საბოლოოდ ადამიანის ორგანიზმზე. ამინდის ცვლილებადობის გავლენას ორგანიზმზე საფუძვლად უდევს ჰაერში ჟანგბადის შემცველობის დარღვევა.

კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ცენტრალური სამეცნიერო-თანამშრომელთა მიერ, მსოფლიოში პირველად დამტკიცდა, რომ ჰიგროთერმული და ბარიული რეჟიმის ცვლილება იწვევს ჰაერში ჟანგბადის რაოდენობის ცვლილებას.

XX საუკუნის დასაწყისში ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავდა ამინდის გამო ჟანგბადის უკმარისობას. ამერიკელი მეცნიერი, ა. დექსტრეისი (1904 წ.) წერდა, რომ მართალია, ატმოსფერულ ჰაერში ჟანგბადის შემცველობა მცირედ იცვლება, მაგრამ მისი მოქმედება ისე დიდია, რომ სიცოცხლის ცეცხლი შეიძლება ჟანგბადის უკმარისობით უფრო ჩაქრეს, ვიდრე საწვავის ნაკლებობით.

შვეიცარელმა პროფესორმა დუერსტმა და მისმა მოწაფეებმა საინტერესო გამოკვლევები ჩაატარეს და დაამტკიცეს, რომ ჰაერში ჟანგბადის მომატებისას ძროხების წველადობა იზრდება.

საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო ინსტიტუტმა გამოთვალა საქართველოს ზოგიერთი საკურორტო რაიონებისათვის ჰაერში ჟანგბადის შემცველობა და შეაფასეს კურორტების კლიმატი სიცოცხლისათვის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტის მიხედვით, როგორც ჟანგბადია. მათ საქართველოს მაგალითზე დაადგინეს მთიანი რეგიონებისთვის ჰაერში ჟანგბადის შემცველობის ვერტიკალური ზონალობა, რომელიც მოიცავს დაბალმთიან (400-1000 მ ზღ. დ.), საშუალომთიან(1000-2000 მ) და მაღალმთიან(2000 მ და ზევით) ზონებს. საშუალომთიანი ზონა, თავის მხრივ, დაჰყვეს დაბალ(1000-1500 მ) და მაღალ (1500-2000 მ) ზონებად. მათ დაადგინეს, რომ დღეღამური და დღე-ღამეთა შორის ჰაერში ჟანგბადის შემცველობის გათვალისწინებით შეიძლება ვიმსჯელოთ არა მარტო მიმდინარე, არამედ მოსალოდნელი ამინდის კომფორტულობასა და დისკომფორტულობაზე.

ადგილის კლიმატის ყოველმხრივი (სრული) დახაიათებისათვის შესწავლილ იქნა ჰაერში ჟანგბადის მასის შემცველობა საქართველოს სხვადასხვა ლანდშაფტურ-კლიმატურ რაიონში სხვადასხვა სინოპტიკურ სიტუაციაში.

კოლხეთის დაბლობის ზოგიერთი რაიონისა და ქ. თბილისისათვის ჰაერში ჟანგბადის მასის შემცველობის შესახებ მონაცემების მიხედვით დადგინდა ჰაერში ჟანგბადის შემცველობის პერიოდული (დღე-ღამური, სეზონური) და არაპერიოდული ცვლილებები. აღმოჩნდა, რომ დღე-ღამის განმავლობაში ჰაერში ჟანგბადის შემცველობა იცვლება კანონზომიერად, ღამის და ადრიანი დილის საათებში ჟანგბადის შემცველობა დღისა და საღამოს საათებთან შედარებით მეტია, მინიმუმი აღინიშნება 13-19 სთ-ებს შორის, მაქსიმუმი-01-07 სთ-ებში.

ჰაერში ჟანგბადის შემცველობის დღე-ღამური რყევის ამპილიტუდა მინიმალურია ზამთარში (4,9 გ/მ), მაქსიმალური ზაფხულში (7,9 გ/მ). ყველაზე მკვეთრი რყევა შეიმჩნევა დილის (07) და შუადღის (13) საათებს შორის. ცალკეულ შემთხვევებში სხვაობა დროის ამ შუალდეში შეიძლება იყოს 10-18 გ/მ3 და მეტი.

ჰაერში ჟანგაბდის მასის შემცველობის მკვეთრი რყევა შეიმჩნება ცალკეულ დღეებშიაც, განსაკუთრებით წლის ცივ პერიოდში. თბილ პერიოდში ასეთი მკვეთრი რყევა არ აღინიშნება. ამრიგად, წყლიც ცივ პერიოდში ჰაერში ჟანგბადის მასის შემცველობის დღეღამური ამპლიტუდა მაქსიმალურია, ხოლო დღეებს შორის მინიმალური.

გარდამავალ პერიოდებში რყევა საგრძნობია როგორც დღე-ღამის განმავლობაში, ისე დღეებს შორის.

ჰაერში ჟანგბადის შემცველობის განაწილება მკვეთრადაა გამოხატული სეზონების მიხედვით. იგი დიდია შემოდგომ-ზამთრის თვეებში, მაქსიმალურია იანვარში, მცირეა გაზაფხულ-ზაფხულის თვეებში, მინიმალურია ივლისში. ცნობილია, რომ ზამთრობით ზომიერად ყინვიან და მზიან დღეებში ჰაერში ჟანგბადის შემცველობა საშუალოდ 1,5-ჯერ მეტია, ცალკეულ შემთხვევებში უფრო მეტიც, ვიდრე ზაფხულის ცხელსა და ტენიან ამინდში.

საკვლევ ტერიტორიაზე შეიმჩნევა ჟანგბადის მასის შემცველობის კანონზომიერი ცვალებადობა სეზონებს შორის, კერძოდ-ჟანგბადის მასის შემცველობის თანდათანობითი შემცირება ზამთრის თვეებიდან ზაფხულისაკენ, რაც უნდა აიხსნას თერმული მაჩვენებლის თანდათანობითი ზრდით.

საკვლევ ტერიტორიაზე წლიური რყევის ამპლიტუდა საშუალოდ 40-48 გ/მ-ია კერძოდ კი ქუთაისში-48, თბილისში-44, ბათუმსა და გაგრაში-40. აბსოლუტური მაქსიმუმი უდრის თბილისში 294 გ/მ, ბათუმში-300, გაგრაში-303, ქუთაისში-305, გალში-305, აბსოლუტური მინიმუმი კი თბილისში-250, ბათუმში-260, გაგრაში-263, ქუთაისში-257, გალში-270 გ/მ.

ატმოსფეროში ჟანგბადის მასის შემცველობა საკვლევ ტერიტორიაზე სხვადასხვაა, განსხვავებული სინოპტიკური სიტუაციების დროს. მაგალითად, ზამთარში ზომიერად ყინვიანი ამინდის დროს, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე მაღალი წნევის ბარიული ველია, ჟანგბადის მასის შემცველობა მაქსიმალურია და შეადგენს თბილისში 285-294 გ/მ-ს, ქუთაისში- 296-305, გაგრაში-286-303, ბათუმში-295-300, გალში-297-305-ს. შედარებით თბილ დღეებში თბილი ჰაერის მასების ადვექციის დროს ჰაერში ჟანგბადის მასის შემცველობა მცირდება, ზამთრის პერიოდში იგი მინიმალურია , რაც თავის მხრივ აღემატება ზაფხულის მაქსიმუმებს ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდის შემთხვევაში.

ავტორი: ანა დემეტრაშვილი

1987 წელი

Leave a Comment