✨ სორენ სორენსონი დანიელი ქიმიკოსი იყო, რომელმაც დანიის კალსერბერგის ლაბორატორიაში შეიმუშავა pH შკალა (0-14). ასევე მან პირველმა გამოიყენა წყალბადის პროტონის (H+)კონცენტრაციის გამოსახვისათვის ანტილოგარითმი.
✨ იგი 1868 წლის 9 იანვარს დაიბადა, ფერმერის ოჯახში. 18 წლის ასაკში დაიწყო სწავლა კოპენჰაგენის უნივერსიტეტში, ქიმიის მიმართულებით.
✨ დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში, დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მუშაობდა ასისტენტად, ეხმარებოდა დანიის გეოლოგიურ კვლევას და ასევე მუშაობდა სამეფო საზღვაო ფლოტის ნავსადგურის კონსულტანტად.
✨ გარდაიცვალა 1939 წლის 12 თებერვალს.
წყარო:
https://www.sciencehistory.org/historical-profile/soren-sorensen