💫 ორიონი ერთ-ერთი უმშვენიერესი თანავარსკვლავედია ცის თაღზე. ეს ვარსკვლავთკრებული ჰორიზონტიდან ყველაზე მაღლაა და ძალიან კარგად ჩანს დეკემბრიდან მარტამდე. მომხიბვლელია მთელი იმ დიდი სივრცის ხილვა, რაც ამ თანავარსკვლავედებს უჭირავს. გარშემორტყმულია მარჩბივის, მარტორქის, ერიდანუსისა და კუროს თანავარსკვლავედებით.
💫 უღრუბლო ცაზე, უმთვარო ღამეს, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ორიონის დაახლობით 120 ვარსკვლავი. ბეთელჰეიზე, (არაბულიდან აღებული სიტყვა, “ბუმბერაზის მხრები”. ორიონის უნათელესი ვარსკვლავია, დედამიწიდან 600 სინათლის წლით დაშორებული) და თეთრი რიგელი. (ორივე ნულოვანი ვარსკვლავიერი სიდიდისა). მეორე სიდიდის ორ სხვა ვარსკვლავთან ერთად ისინი ქმნიან ორიონის თანავარსკვლავედის დამახასიათებელ გეომეტრიულ ფიგურას-დიდ უსწორმასწორო ოთხკუთხედს. ამ ლამაზი თანავარსკვლავედის შუა წელზე სამი მეორე სიდიდის ვარსკვლავია. სამივე ერთად ქმნის “ორიონის სარტყელს”.
💫 ამ ვარსკვლავების გარდა ორიონის კრებულში კიდევ ათი სხვა, სიკაშკაშით მეოთხე ვარსკვლავიერი სიდიდის ვარსკვლავია. საჭიროა დიდი წარმოსახვა, რომ ამ ვარსკვლავთა კონფიგურაციაში ბუმბერაზე მონადირე ორიონი დავინახოთ. ორიონს ასე ხატავენ: მარჯვენა ხელში დასარტყმელად აღმართული უზარმაზარი კომბალი უჭრავს, მარცხენაზე კი ლომის ტყავი გადაუკიდებია. ორიონს მარჯვენა მხარზე ბეთელჰეიზე ბრწყინავს, მარცხენა ფეხის გულზე-რიგელი. თეტა ვარსკვლავი მრუდე ხმალზეა, იქსი-კომბალზე. ათიოდე უწესრიგოდ მიმოფანტული წვრილ-წვრილი ვარსკვლავი “ხატავს” ლომის ტყავს, რომელიც ორიონს მკლავზე აქვს გადაკიდებული.
💫 ორიონის თანავარსკვლავედში ყველაზე ლამაზია, თავისი წითელი ფერით გამორჩეული ბეთელჰეიზე. როგორც ამბობენ ზეგიგანტის დიამეტრი 450-ჯერ დიდია მზის დიამეტრზე. მის ცენტრში მზე, რომ დავაყენოთ, მასში მაინც დაეტევა მთელი მზის სისტემა, მარსის ჩათვლით. მანძილი ამ ზეგიგანტამდე 650 სინათლის წელია.
💫 ბეთელჰეიზე, უბრალო თვალითაც ხილულია,ნახევრად სწორად ცვალებადი ვარსკვლავია. მისი სიკაშკაშის ცვალებადობაში ორი პერიოდი გამოირჩევა: ერთია 180-დღიანი, მეორე-2070-დღიანი. ბეთელჰეიზე სახეცვლაში მეორე ცვალებადობაცაა შემჩნეული. შეკუმშვა და გაფართოება. ე.ი. დიამეტრის შემცირება და გადიდება. შესაბამისად ბეთელჰეიზე არის ნახევრად სწორი, ცვალებადი ცეფეიდა, რომლის სიკაშკაშეც გამოწვეულია არასწორი პულსაციით. როცა ვარსკვლავი დაპატარავდება და მისი დიამეტრიც შემცირდება, ზედაპირული ტემპერატურა და სიკაშკაშე უმაღლესია და პირიქით: როცა ვარსკვლავი გადიდებულია და დიამეტრიც გაზდრილია, მისი ზედაპირის ტემპერატურა უდაბლესია, სიკაშკაშე კი უმცირესი.
💫 ორიონის თანავარსკვლავედში, თეტა და იოტა ვარსკვლავების ახლოს, იქ, სადაღაც ორიონის მახვილია, ნათელ უმთვარო ღამეში უბრალო თვალით ჩანს ღია ფერის ლაქა. ეს არის ორიონის თანავარსკვლავედის დიფუზური ნათელი ნისლეული. უბრალო თვალით ამ ნისლეულის უმნიშვნელო ნაწილი ჩანს, მაგრამ ის არის ერთადერთი ნისლეული, რომლის ხილვაც უბრალო თვალით შეიძლება. სხვა გალაქტიკებისგან განსხვავებით, ჩვენი მზის სისტემის გალაქტიკის მსგავსად, ორიონის დიფუზური ნისლეული წარმოშობილია გაუხშოებულ მდგომარეობაში გადასული გაზებისგან (ძირითადად წყალბადისაგან). წარმოუდგენლად მცირე სიმკვრივისაა ეს მასა: ასი კუბური კილომეტრი გაზი ერთ მილიგრამს შეადგენს.
💫 ორიონის დიფუზური ნისლეულის საშუალო დიამეტრი 16 სინათლის წელია. ჩვენამდე მანძილი-1150. ის ჩვენს გალაქტიკაში იმყოფება. ორიონის თანავარსკვლავედში ვარსკვლავ ბეთელჰეიზეს მახლობლად შეინიშნება ორიონიდების მეტეორული ნაკადის რადიანტი.
💫 ორიონის მეზობელი თანავარსკვლავედებია: ტყუპები, კურო, ერიდანუსი, კურდღელი, მარტორქა.
წყარო:
მიხეილ იმნაძე-“მითები და თანავარსკვლავედები”
გეგეშიძე თამარი-“თანავარსკვლავედები”