🍂 შემოდგომის თანავარსკვლავედები ეწოდებათ ისეთ თანავარსკვლავედებს, რომლებიც შემოდგომის საღამოს ხანს ცის თაღის აღმოსავლეთ მხარეზე იმყოფება. აქ შედის მერანის, ანდრომედას, პერსეის, ვერძის, ვეშაპის და სხვა თანავარსკლავედები. ამ ჯგუფის მთავარი პუნქტია კასიოპეას თანავარსკვლავედი. შემოდგომაზე, საღამო ხანს, კასიოპეა არის პოლუსის ზემოთ და მოძრაობს დასავლეთისკენ.
⭐️ მერანი
პოლუსებიდან β კასიოპეაზე (კიდურა კაშკაშა ვარსკვლავზე) რომ გავაგრძელოთ სვლა მიგვიყვანს მეორე სიდიდის ვარსკვლავთან. ეს ვარსკვლავი ერთ-ერთი წვეროა ასეთივე სიდიდის ვარსკვლავებისგან შემდგარი კვადრატის, რომელსაც მერანის კვადრატი ეწოდება. იგი უფრო დიდია, ვიდრე დიდი დათვის ოთკუთხედი. ამ ოთკუთხედის სამი ვარსკვლავი ეკუთვნის მერანს, ხოლო ერთი-ანდრომედას თანავარსკვლავედს. ოთკუთხედის მეორე მხრიდან 23 სასაათო ხაზის დასავლეთით, მერანის α და β ვარსკვლავებიდან გამოდის ორი ვარსკვლავთა რკალი. α-დან გამოსული რკალი თავდება ε-ზე. β და მასთან მდებარე ორი ვარსკვლავი ქმნის ტოლგევრდა სამკუთხედს.
💫 ანდრომედა
მერანის კვადრატის დიაგონალის გაგრძელებაზე, იმ ვარსკლვლავისკენ, რომელსაც ხვდება კასიოპეადან წამოსული ხაზი იმყოფება ანდრომედას მთავარი ვარსკვლავები.
β-დან ჩრდილოეთით არის 2 მეოთხე სიდიდის ვარსკვლავი. უკანასნელიდან ჩრდილო-დასავლეთით იმავე მანძილზე, რამდენითაც ისინი ერთმანეთს არიან დაშორებული, იმყოფება ანდრომედას ნისლეული, რომელიც უბრალო თვალითაც მოთეთრო ლაქად ჩანს.
🌟 პერსეი
კასიოპეას სიკაშკაშე ხვდება ვარსკვლავების რკალს, რომელიც ირმის ნახტომში მდებარეობს. ეს ვარსკვლავები პერსეის თანავარსკლავედს შეადგენს. ამ რკალის გაგრძელებაზე ვხვდებით “კრებულს”, “ხომლს” ანუ პლეადებს. ეს არის შედარებით მკრთალ ვარსკვლავთა შეჯგუფება, რომელიც კუროს თანავარსკვლავედს ეკუთვნის. პერსეის α მეორე სიდიდის ვარსკვლავზე უფრო კაშკაშაა. რკალისგან განცალკევებით ადრომედას თანავარსკვლავედისაკენ არის პერსეის β, მისი სახელია ალოგილი. იგი ცვალებადი ვარსკვლავია და მეორე სიდიდეზე უფრო მკრთალია.
პერესის და კასიოპეას შუაში არის ორი ვარსკვლავთა გროვა ე.წ. პერსეის “ხი” და “აშ”. შეიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია მისი დანახვა, ადგილზე გამავალ ირმის ნახტომში, ნათელი ზოლის უთეთრესი წერტილის სახით.
მერანის კვადრატი, ადრომედას მთავარი ვარსკვლავები და პერსეის α მოგვაგონებს პატარა დათვს, მაგრამ მასზე გაცილებით უფრო დიდია.
ზემოთ განხილული თანავარსკვალვედების წარმოშობაზე არსებობს მითი: მეფე ცეფეის მეუღლემ კასიოპეამ ერთხელ თურმე დაუფიქრებლად დაიტრაბახა, რომ აფრიკული ფერის მიუხედავად იგი უფრო ლამაზია, ვიდრე ნიმფები. შეურაცხყოფილმა ზღვის ნიმფებმა სთხოვეს ნეპტუნს (ზღვის ღმერთს), მკაცრად დაესაჯა ის. ნეპტუნმა ცეფეის სამეფოს მიუჩინა ურჩხული-გველეშაპი, რომელიც გადმოდიოდა ზღვიდან და ანადგურებდა ქვეყანას. მკითხავებმა ურჩიეს მეფეს, რომ ქვეყნის გადასარჩენად აუცილებელია შესწირო საკუთარი ქალიშვილი ანდრომედაო. ადრომედა მიაკრეს კლდეზე, სადაც მის შესანთქავად მოდის გველეშაპი, მაგრამ ანდრომედას გადასარჩენადსწრაფი რაშით პეგასით მიჰქრის სახელოვანი რაინდი პერსეი, რომელსაც ერთ ხელში ხმალი უჭირავს და მეორეში მედუზას თავი. ცოცხალი არსება, რომელიც მედუზას თავს შეხედავდა იმ წამსვე გაქვავდებოდა. პერსეიმ გააქვავა გველეშაპი და გაანთავისუფლა ანდრომედა. ამ მითს ასახავს ცაზე თანავარსკვლავედები: ცეფეი, კასიოპეა, ანდრომედა, პერსეი, პეგასი და გველეშაპი.
⭐️ ვერძი
ანდრომედას სამხრეთ-აღმოსავლეთით სამი ვარსკვლავი ქმნის ტოლფერდა სამკუთხედს. ეს არის სამკუთხედის თანავარსკვლავედი. იმავე მიმართულებით , ცოტა უფრო შორს არის ვერძის თანავარსკვლავედი. მისი მთავარი ვარსკვლავები ასევე ქმნიან სამკუთხედს, მაგრამ უფრო მცირეს და უწესოს.
ვერძი ზოდიაქოს თანავარსკვლავედია. მასზე გადის მზის ხილული გზა-ეკლიპტიკა. მზე აქ იმყოფება აპრილში.
💫 მერწყული
მერანის კვადრატის იმავე დიაგონალის ახლო, რომელზედაც ანდრომედას ვარსკვლავებია, მეორე მხარეს მერანის α -დან გამოსული რკალის ქვემოთ, სამხრეთისკენ იმყოფება მერწყლის მთავარი ვარსკვლავები.
მერწყული ზოდიაქოს თანავარსკვლავედია. მზე მას გაივლის თებერვალში. როცა ნილოსის წყალი გადმოდის ნაპირებიდან (ყოველწლიურად ივლისის ბოლოს), იგი მთელი ღამის განმავლობაში ცაზე მოჩანს და ამიტომ დაერქვა მერწყული. იგი წარდმოგენილი ჰქონდათ კაცის სახით, რომელიც კოკიდან წყალს ასხავდა.
🌟 თევზები
მერანის, ანდრომედას, სამკუთხედისა და ვერძის თანავარსკვლავედებს შორის სამხრეთით მოთავსებულია თევზების თანავარსკლავედი. ამ თანავარსკვლავედში იმყოფება ეკლიპტიკისა და ეკვატორის გადაკვეთის ერთ-ერთი წერტილი. ეს წერტილი მოთავსებულია პოლუსზე. ამ წერტილს ეწოდება, გაზაფხულის დღეღამსწორების წერტილი. მზე აქ იმყოფება 21 მარტს, როცა დღე ღამის ტოლია. შემდეგ მზე ზემოთ იწევს ვერძის თანავარსკლავედისაკენ და დღეც დიდდება.
🐳 ვეშაპი
თევზებისა და ვერძის თანავარსკვალვედების სამხრეთით მოთავსებულია ვეშაპის ვრცელი თანავარსკვლავედი. მისი ორი ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი 2,0 და 2,5 ვიზუალური ვარსკლავური სიდიდისაა. ვეშაპის თანავარსკვლავედშია ცნობილი ცვალებადი ვარსკვლავი მირა. მისი დანახავა საქართველოდანაც შესაძლებელია. ხილვადობის საუკეთესო დროა-ოქტომბერი.
წყარო:
https://www.constellation-guide.com/seasonal-constellations/autumn-constellations/
https://en.wikipedia.org/wiki/Andromeda_(constellation)
მითები და თანავარსკვლავედები-თამარ გეგეშიძე