🌌 ირმის ნახტომი წარმოადგენს მოთეთრო ზოლს, რომელიც უვლის მთელ ცას, მას ასევე უწოდებენ რძის გზას, ანუ რძის წრეს. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ეს ზოლი ცაზე წარმოიშვა ქალღმერთ იუნონას დაღვრილი რძით, როცა მას სწოვდა პატარა ჰერკულესი და წამით მოშორდა დედის მკერდს. ეგვიპტელები თვლიდნენ მას ღმერთების ბინაში მიმავალ ეთერულ გზად. ირმის ნახტომს, იეროსალიმის გზას, ან კიდევ დევის ნამუხლარს ეძახიან.
🌌 თანავარსკვლავედებიდან ირმის ნახტომს გაივლის ღრიანკალის, გველისმჭერის, მშვილდოსანის, არწივის, მელას, გედის, ცეფეის, კასიოპეას, მერსეის, მეეტლეს და მარტორქის თანავარსკვლავედებში. მაგრამ იგი ყველგან ერთნაირი სიფართის და სიკაშკაშის არ არის. ყველაზე კაშკაშაა გედთან და ყველაზე მკრთალია მეეტლესთან. ყველაზე ვიწროა, მაგრამ საკმაოდ კაშკაშაა კასიოპეასა და პერსეის საზღვარზე, სადაც ვხდებით პერსეის ვარსკვლავთა გროვებს.
🌌 ირმის ნახტომი წარმოადგენს წვრილ ვარსკვლავთა შეჯგუფებას, რომლის დანახვაც ტელეკოპითაც შესაძლებელია. ზოგ ადგილას მასში ვხდებით უფრო ნაკლებად განათებულ-თითქოს ბნელ ადგილებს, რომლებსაც ნახშირის ტომრებს უწოდებენ.
🌌 1.4 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ასტრონომებმა ირმის ნახტომისგან 60-მდე ჯუჯა გალაქტიკა აღმოჩენეს, თუმცა შესაძლებელია, კოსმოსის სიბნელეში კიდევ ბევრი მათგანი იმალებოდეს.
🌌 ირმის ნახტომის ცენტრში ზემასიური შავი ხვრელი მდებარეობს, მის გარშემო ბრუნავს საშუალო მასის შავი ხვრელი. მათი ერთობლივი გრავიტაციის საშუალებით ვარსკვლავები ბრუნავენ უჩვეულო ტრაექტორიაზე.
🌌 პირველი ადამიანი, რომელმაც ტელესკოპი მიმართა ირმის ნახტომისკენ და მისი შესწავლა დაიწყო, იყო გალილეო გალილე. მან სინათლის ჯგუფში ცალკეული ვარსკვლავები დაინახა.
🌌 1610 წელს, გალილეომ გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი Sidereus Nuncius (ვარსკვლავური მაცნე), სადაც აღწერილი იყო გასაოცარი დაკვირვებები, ეს იყო პირველი რეალური ტექსტი, ჩვენი გალაქტიკის შესახებ, რომელიც უთვალავი ვარსკვლავისგან შედგება.
🌌 1920 წელს ედვინ ჰაბლმა გამოაქვეყნა შრომები, რომელიც ეძღვნებოდა გალაქტიკების შესწავლას. მან ასევე უამრავი სხვა გალაქტიკაც აღმოაჩინა.
ხარაძე ევგენი- “კოსმოსური კვლევა და ჩვენ”
ხარაძე ევგენი-ასტრონომიის საფუძვლები, ტომი II