პოლუსის მიდამო 💫

პოლუსის მიდამო ეწოდება იმ არეს, რომელიც ჩრდილოეთის პოლუსიდან 40°-ის ფარგლებში იმყოფება. ამ არეში მოთავსებული ვარსკვლავები და თანავარსკვლავედები მუდამ ჰორიზონტის ზემოთ არის და მათი დანახვა ყოველ ღამე შესაძლებელია, თუ ცა მოწმენდილია. მათი ორივე კულმინაცია ხდება ზენიტიდან ჩრდილოეთით. პოლუსის მიდამოში შედის: დიდი დათვის, პატარა დათვის, კასიოპეას, გველეშაპის, ცეფეისა და ჟირაფის თანავარსკვლავედები. ასევე, პერსეის, გედისა და ხვლიკის თანავარსკვლავედების ნაწილი. დიდი დათვი ამ არეში მთლიანად არ თავსდება.

🌠 დიდი დათვი

დიდი დათვის თანავარსკვლავედი დამახასიათებელი ფიგურა შედგება შვიდი ვარსკვლავისაგან. ოთხი მათგანი შეადგენს სწორკუთხედისაგან ოდნავ განხვავებულ ტრაპეციას, სამი კი ქმნის ტეხილ ხაზს. მთელი ფიგურა მოგვაგონებს კოვზს მოღუნული ტარით. ძველად ეს შვიდი ვარსკვლავი წარდმოდგენილი ჰქონდათ დათვის სახით, სადაც სამი ბოლო ვარსკვლავი თითქოს დათვის კუდს ქმნიდა. ეს ვარსკვლავები თითქმის ყველა მეორე სიდიდისაა. ისინი აღინიშნება ბერძნული ანბანის პირველი შვიდი ასოთი, თანმიმდევრობით-კოვზის ქვეროდან სახელურისკენ.

ζ -ს ეწოდება მიცარი ან მიზარი. კარგი მხედველობის დამკვირვებელი მა ხედავს ორმაგ ვარსკვლავად, ხოლო პატარა ტელესკოპით სამმაგდ ჩანს. α-დან β-მდე რკალური მანძილი არის 5 გრადუსი. ამ მანძილის ხუთჯერ გაგრძელება β-დან α-სკენ მიგვიყვანს კაშკაშა ვარსკვლავთან, რომელსაც პოლარული ვარსკლვლავი ეწოდება.

დიდი დათვი ყოველთვის ჩრდილოეთის მხარეს უნდა ვეძებოთ. მის საპოვნელად არსებობს შემდეგი წესი: შემოდგომაზე, საღამო ხანს, დიდი დათვი არის ჰორიზონტთან ახლოს(ჩრდილოეთით) და მისი კუდი მიმართულია დასავლეთისკენ. ზამთარის ღამეს, დიდი დათვის არის პოლუსიდან აღმოსავლეთისკენ ვერტიკალურ მდებარეობაში და კუდი მიმართულია ქვევით. გაზაფხულის საღამოს, დიდი დათვი პოლუსის ზევით ჰორიზონტალურ მდებარეობაშია და კუდი მიმართულია აღმოსავლეთისკენ. ზაფხულში კი დიდი დათვი არის პოლუსიდან დასავლეთისკენ ვერტიკალურ მდებარეობაში და კუდი მიმართულია ზევით.

დიდი დათვის თანავარსკვლავედი ყველაზე კარგად მოჩანს მარტისა და აპრილის თვეებში.

ამ შთამბეჭდავ ცის პალიტრაზე „ჩამჩა“ გადმოტრიალებულია, რადგან ეს სურათი სახრეთ ნახევარსფეროშია გადაღებული. სადაც ვხედავთ ჩილეს ანდების ვულკანებსა და დათოვლილ ტბას, სადაც ირეკლება შვიდი ვარსკვლავი. იგი დიდი დათვის თანავასკვლავედი ცნობილი „შვიდეულია“. ჰორიზონტს ქვემოთ პოლარული ვარსკვლავია და მას ვერ ვხედავთ.

დიდი დათვის, პატარა დათვის და მენახირის სახელწოდებების შესახებ არსებობს მითი:

ნახევრად ქალღმერთ კალისტას მთავარი ღმერთის იუპიტერისგან ეყოლა ვაჟი, არკასი. იუპიტერმა თავისი სატრფო გადააქცია ძუ დათვად. ერთხელ ნადირობის დროს არკასმა შეცდომით კინაღამ მოკლა დათვად გადაქცეული თავისი დედა, მაგრამ იუპიტერმა კალისტა ცაში აიყვანა და გაადარჩანა სიკვდილს, თუმცა მასთან ერთად აიტაცა არკასიც და თავისი დედის დარაჯად აქცია. მათ მიჰყვათ კალისტას ძაღლიც, რომელიც პატარა ძუ დათვად გადაიქცა. ძველად დიდი დათვის შვიდ ვარსკვლავს ხშირად იხსენიებდნენ შვიდი ხარის სახელით და არკასიც მწყემსი ანუ მენახირე გახდა.

პატარა დათვი წარმოდგენილი ყავდათ კუდის ბოლოთი მიჭედილი პოლუსზე, რომელსაც შეეძლო 24 საათში შემოტრიალება, უძრავი წერტილის გარშემო. უფრო დაშორებით კი, დიდი დათვიც იმავე პერიოდის განმავლობაში ასრულებდა ერთ ბრუნს.

🌠 პატარა დათვი

დიდი დათვის მონაკვეთის გაგრძელება მიგვიყვანს პოლარულ ვარსკვლავთან, რომელიც ხუთი მაჩვენებლის მანძილზეა დაშორებული დიდი დათვის α-ს და ადვილი საპოვნელია, რადგან მის მახლობლად ასეთი სიკაშკაშის (მეორე სიდიდის) ვარსკვლავი არ არის. პოლარული ვარსკვლვალი ახლოს არის პოლუსთან და ცის სფეროს ხილული ბრუნვის დროს უძრავად გვეჩვენება. იგი გვიჩვენებს ჩრდილოეთ მიმართულებას. ამიტომ მას დიდი მნიშნველობა ჰქონდა მეზღვაურებისათვის გზის გასაგნებად. აქედან იწყება პატარა დათვის თანავარსკვლავედი. დიდი დათვისკენ რკალზე გამწკრივებულია ხუთი ვარსკვლავი თანაბარი მანძილით. ბოლოში მათ პარალელურად უერთდება კიდევ ორი ვარსკვლავი და იქმნება დიდი დათვის მსგავსი ფიგურა, მხოლოდ კუდი აქვს გადახრილი მეორე მხარეს.

ამ თანავარსკვლავედის მთავარი ვარსკვლავი – პოლარული ვარსკვლავია, რომელსაც პოლარისი ეწოდება.

🌠 კასიოპეა

დიდი დათვის β-დან პოლუსზე, რომ გავატაროთ ხაზიდა გავაგრძელოთ იგივე მანძილით, მივაღწევთ კაშკაშა ვარსკვლავების ჯგუფთან, რომელსაც კასიოპეა ეწოდება. ხუთი კაშკაშა ვარსკვლავი მოგვაგონებს გაშლილ და დიდი დათვისკენ მობრუნებულ W ასოს.

კასიოპეა ირმის ნახტომშია მოთავსებული, რომელიც წარმოადგენს წვრილ და ხშირ ვარსკვლავიან მოთეთრო ზოლს ცის თაღზე.

🌠 გველეშაპი

დიდი დათვის და პატარა დათვის თანავარსკვლავედებს შორის იწყება გველეშაპის თანავარსკვლავედი.  მისი ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი ეტამინი.

გველეშაპის კვადრატისკენ არის ჰერკულესის, ლირის და გედის ვარსკვლავებით მდიდარი თანავარსკვლავედები.

წყარო:

https://science.nasa.gov/big-dipper-above-and-below-chilean-volcanoes?fbclid=IwAR054hN1RHkfiWzE4Jwz1poPsfzM6M0EDiZBaMiDXdNkzjtJ3aNNbfxCp-A

https://www.constellation-guide.com/constellation-list/ursa-major-constellation/

ხარაძე ევგენი – “რა ვიცით მზის შესახებ : პოპულარული ნარკვევი”

Leave a Comment