🌟მენახირის მახლობლად ციმციმებს პატარა თანავარსკვლავედი ჩრდილოეთის გვირგვინი. ასე უწოდა ჯერ კიდევ პტოლემეოსმა სამხრეთის ცის ანალოგიური ხომლისაგან გამოსარჩევად. არაბები ამ უმშვენიერეს თანავარსკვლავედს “ღარიბის ჯამს” და “ბრძენკაცის თეფშს ეძახდნენ”. შემდეგ კი თანავარსკვლავედი გარკვეულ მრგვალ ჩარჩოში მოხვდა, რადგან ალ-სუფიმ მის გარშემო ორი უბრალო წრეწირი შემოავლო, მათ შორის კი ვაზისებური ხლართულიორნამენტი ჩახატა.
🌟 ცაზე ჩანს თებერვლიდან შემოდგომამდე. შეუიარაღებელი თვალით დაიკვირვება მისი 20-მდე ვარსკვლავი. მათგან ყველაზე კაშკაშაა გემა, დაახლოებით მეორე სიდიდის ბნელებადი ორჯერადი ვარსკვლავია. გემა მის მარცხნივ, ანუ თითქმის სამხრეთით მოთავსებულ სამ ვარსკვლავსა და ორ მარჯვნივ მოთავსებულ ვარსკვლავთან ერთად, ქმნის მართლაც გვირგვინის ფორმის ფიგურას, რომელიც ძალიან ლამაზი დანასახია. ამ თანასავრსკვლავედში შესაძლებელია დავაკვირდეთ რამდენიმე ცვალებად ვარსკვლავს.
🌟 მისი მეზობელი თანავარსკვლავედებია ჰერკულესი, მენახირე, გველი.
🌟 ჩრდილოეთის გვირგვინში 1946 წელს ახალი ვარსკვლავი აფეთქდა. 9 თებერვალს, დილის ხუთ საათზე შენიშნეს უცნობი ვარსკვლავი, რომელიც მთლიანად უცვლიდა იერსახეს თანავარსკვლავედის მოხაზულოვას. ეს ვარსკვლავი ძალიან კაშკაშებდა. იგი დღეს ცნობილია, როგორც ჩრდილოეთის გვირგვინის Т ვარსკვლავი, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. ახლისმაგვარ ვარსკვლავებს. ეს მინიატურული ახალი ვარსკვლავია.
🌟 ჩრდილოეთის გვირგვინში კიდევ ერთი ახალი ვარსკვლავი შენიშნეს- R, რომელიც თავისებურებებით გამოირჩევა. მისი სიკაშკაშე მცირედ და უწესრიგოდ იცვლება. თუმცა, ზოგჯერ ვარსკვლავის ბრწყინვალება მკვეთრად სუსტდება რამდენიმე ვარსკვლავიერი სიდიდით.
🌟 დაკვირვებებისათვის ყველაზე უკეთესი პირობები არის მაისში.
წყარო:
https://www.constellation-guide.com/constellation-list/corona-borealis-constellation/