🌷გაზაფხულის თანავარსკვლავედები🌸

გაზაფხულის თანავარსკვლავედები, გაზაფხულის საღამოს ცის თაღის აღმოსავლეთ მხარეს იმყოფება. ამ ჯგუფს ეკუთვის: ლომის, მენახირის, ჩრდილოეთის გვირგვინის, ქალწულის, სასწორისა და ღრიანკალის თანავარსკვლავედები. ⭐️ ლომი ლომის მიგნება შეიძლება დიდი დათვის საშუალებით. დიდი დათვის “მაჩვენებლის” გაგრძელება, ხვდება პოლუსს. იმავე მაჩვენებლის შებრუნებული მიმართულებით გაგრძელდება დაახლოებით ხუთი “მაჩვენებლის” მანძილზე, გადის ლომის თანავარსკვლავედში და ე.წ. ლომის ტრაპეციას შუაზე კვეთს. ლომის ტრაპეცია … Read more

🌬მზის ქარი

მზე ჩვენი გალქტიკის ერთ-ერთი ვარსკვლავი და ჩვენი პლანეტარული სისტემის ცენტრალური სხეულია. მის გარშემო მოძრავი პლანეტების (მათ შორის დედამიწის) და კომეტების ორბიტათა ფოკუსები მზის ცენტრის ახლოს, თითქმის ცენტრში იყრის თავს. მზე მთლიანად დაიონებული პლაზმაა და მას სფეროს ფორმა აქვს. მზის სფეროს დიამეტრი 109-ჯერ აღემატება დედამიწის დიამეტრს, ხოლო მისი ზედაპირი 1 200-ჯერ მეტია დედამიწის ზედაპირზე. მზის სიმკვრივე … Read more

თანავარსკვლავედები ✨

დედამიწის რომელ მხარეშიც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, უღრუბლო ღამეს უზარმაზარი თაღი მოჩანს, რომელზეც ვარსკვლავებია განლაგებული. ადამიანი მას დასაბამიდან შემოკლებით ცას, ცარგვალს უწოდებს. ჩვენი თვალი მის შუაგულს უყურებს. ეს თაღი მოჩვენებითია, ილუზიაა. ადამიანის თვალი უძლურია მისწვდეს განუზომელ სიშორეს, ან მიახლოებითაც განსაზღვროს ციურ სხეულთა სიშორე და სიდიდე. საუკუნეების განმავლობაში არსებობდა მცდარი წარმოდგენა, რომ ცის თაღი მართლა არსებობდა და … Read more

მინერალური წყლებიდან მარილის წარმოება ძველ საქართველოში

სტატიაში განხილულია არქეოლოგიური და წერილობითი წყაროების მონაცემები საქართველოში არსებულ ძველ მარილსახდელ სარეწთა შესახებ. განხილულია ტექნოლოიური სქემა, რომლის საფუძველზე წარმოებდა ზღვის წყლიდან და მარილიანი წყლებიდან სუფრის მარილის მიღება. მარილი უძველესი დროიდან თამაშობდა განსაკუთრებულ როლს ადამიანების განვითარების საქმეში. ყოფით გარემოებაში მის ყოვლის მომცველ გავლენას დიდად განაპირობებდა ის გარემოება,რომ იგი შეიცავდა ნატრიუმისა და ქლორს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმის არსებით … Read more

კასიოპეა 💫

კასიოპეა პოლუსის მახლობელი თანავარსკვლავედია და ჩანს ყოველ დროს, ღამით, ჰორიზონტის ზემოთ, მაგრამ ყველაზე მაღლა დგას და უკეთ ჩანს სექტემბრიდან იანვრის ბოლომდე. გარშემორტყმულია ჟირაფის, პერსევსის, ანდრომედას, ცეფევსისა და პატარა დათვის თანავარსკვლავედებით. კასიოპეას ვარსკვლავთა უმრავლესობა ირმის ნახტომის “რძიან გზაზეა”. ამის მიუხედავად ნათელ უმთვარო ღამეში უბრალო თვალით დაითვლება ამ ხომლის 90 ვარსკვლავი. მათგან 7 ვარსკვლავიერი სიდიდისაა, ხოლო ყველაზე … Read more

🌟

ეს კოსმიური კლდეები ვარსკვლავებმა შექმნეს. ვარსკვლავების ღია გროვა NGC 3324 თავისი დამანგრეველი ქარებით, მილიონობით წლები არსებობდა და კილის ნისლეულის ჩრდილოეთ ნაწილში ვარსკვლავთშორისი მტვრის მასებისგან ეს გასაოცარი მთები დაბადა. უაღრესად დეტალური სურათის ზედა ნაწილში, ამ ვარსკვლავებიდან რამდენიმე მკაფიოდ ჩანს, რომელიც ჯეიმს უების კოსმოსური ტელესკოპმა გადაიღო. ყველაზე მძლავრი ასტრონომიული ტელესკოპი, რაც კი ოდესმე ადამიანს გაუშვია.ვების ტელესკოპმა დაინახა … Read more

კუდიანი ვარსკვლავი ✨

კომეტა მტვრისა და ყინულის პატარა ნატეხია, რომელიც მზის გარშემო მოძრაობს. მზის სისტემაში მილიარდობით კომეტაა, მაგრამ მათი უმეტესობა დედამიწასთან ახლოს არასოდეს ხვდება. ყველაზე სახელგანთქმულია ჰალეის კომეტა, რომელიც ჩვენი პლანეტიდან ყოველ 76 წელიწადში ერთხელ ჩანს. ძველად, ადამიანი „კუდიანი ვარსკვლავის“ ხილვისას უბედურებას ელოდა და მუხლმოდრეკით ინანიებდა ცოდვებს, რომ ღვთის სასჯელი აეცილებინა. ლიხნში, ისტორიულ ზუფუში, არსებულ ტაძარში ფრესკული წარწერაა … Read more

131 წლის წინ ☄️

ოთხშაბათს, ამ თთვის 5, ღამის პირველ საათსა, 54 წუთსა და 32 წამზე ტფილისზე მეტეორმა გადაირა. მეტეორმა ჩრდილოეთისაკენ გადაირა და სოლოლაკის მთას მოეფარა. დამსხვრეულის ვარსკვლავის ნატეხი, კარგა მოზრდილი იყო და სანამ მთას მოეფარებოდა, ქალაქი ორი-სამი წამის განმავლობაში გაკაშაშებული იყო. ამ სინათლედან მთვარის შუქი სიბნელედ ეჩვენებოდა კაცს. წყარო: გაზეთი „ივერია“, 7 თებერვალი 1892 წელი

ნახშირის გამოყენება ძველ საქართველოში

სტატიაში აღწერილია ქართულ მონასტრებში გავრცელებული საინტერესო სამკურნალო წესი, რომელიც ნახშირის გამოყენებას ითვალისწინებდა. ეს ნივთიერება დიდი ხვედრითი ზედაპირის საშუალებით კუჭნაწლავში მოხვედრილი მომწამლავი ნივთიერებების ადსორბციას უზრუნველყოფს და ამით ორგანიზმზე მათი მავნე ზემოქმედების ნეიტრალიზებას ახდენს. ძველ ქართულ სამედიცინო თხზულებებში ძალზე დიდი ადგილი ეთმობა იმ სამკურნალწამლო საშუალებები დამზადებას,რომლებსაც წარმატებით იყენებდნენ სამკურნალო პრაქტიკაში. რეცეპტების მრავალრიცხოვნების მიუხედავად, ამ თხზულებებში პრაქტიკაში არსებულიწამლების … Read more

ასტრონომია შუა აზიაში (VII-XV სს.)

საინტერესო მოვლენამ იჩინა თავი V და მომდევნო საუკუნეებში, კაცობრიობის კულტურულ ცხოვრებაში ევროპაში, შუა აზიაში და ახლო აღმოსავლეთში. ჩვენი პლანეტის ამ ომ უკანასკნელ რეგიონში, სადაც ჯერ კიდევ ადრინდელ შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა ახალი სახელმწიფოები თავისი კულტურული ცენტრებით, მეცნიერებამ იწყო განვითრება და დაწინაურება იმდენად, რომ შესამჩნევად გაასწრო ევროპულ სახელმწიფოებს. ჯერ კიდევ ახალ წელთაღრიცხვამდე შუა აზიაში ჩამოყალიბდა ადგილობრივი თვითმყოფი … Read more