ოთხშაბათს, ამ თთვის 5, ღამის პირველ საათსა, 54 წუთსა და 32 წამზე ტფილისზე მეტეორმა გადაირა. მეტეორმა ჩრდილოეთისაკენ გადაირა და სოლოლაკის მთას მოეფარა. დამსხვრეულის ვარსკვლავის ნატეხი, კარგა მოზრდილი იყო და სანამ მთას მოეფარებოდა, ქალაქი ორი-სამი წამის განმავლობაში გაკაშაშებული იყო. ამ სინათლედან მთვარის შუქი სიბნელედ ეჩვენებოდა კაცს.
წყარო: გაზეთი „ივერია“, 7 თებერვალი 1892 წელი