კასიოპეა 💫

კასიოპეა პოლუსის მახლობელი თანავარსკვლავედია და ჩანს ყოველ დროს, ღამით, ჰორიზონტის ზემოთ, მაგრამ ყველაზე მაღლა დგას და უკეთ ჩანს სექტემბრიდან იანვრის ბოლომდე. გარშემორტყმულია ჟირაფის, პერსევსის, ანდრომედას, ცეფევსისა და პატარა დათვის თანავარსკვლავედებით.

კასიოპეას ვარსკვლავთა უმრავლესობა ირმის ნახტომის “რძიან გზაზეა”. ამის მიუხედავად ნათელ უმთვარო ღამეში უბრალო თვალით დაითვლება ამ ხომლის 90 ვარსკვლავი. მათგან 7 ვარსკვლავიერი სიდიდისაა, ხოლო ყველაზე უფრო კაშკაშა 5 ვარსკვლავი ქმნის კასიოპეას თანავარსკვლავედის დამახასიათებელ გეომეტრიულ მოხაზულობას. ირმის ნახტომის ზემო ფონზე კასიოპეას თანავარსკვლავედის ეს ნაწილი საოცარი სანახავია. საერთოდ, კასიოპეა უმშვენიერეს თანავარსკვლავედთა რიცხვს ეკუთვნის. ძველებურ ატლასებში და რუკებზე ამ ადგილას ეთიოპიის მშვენიერ დედოფალს ხატავდნენ.

1527 წელს კასიოპეას თანავარსკვლავედში აენთო ზესიკაშკაშის ვარსკვლავი, რომელსაც დიდხანს აკვირდებოდა ასტრონომი, ტიხო დე ბრაჰე. მისი აღწერილობით ეს ვარსკვლავი თავისი ბრწყინვალებით სხვა კაშკაშა მნათობებს უტოლდებოდა.

როცა სქელ ღრუბლებში არც ერთი სხვა ვარსკვლავი არ ჩანს, მისი დანახვა შესაძლებელია.

ასევე საინტერესოა კასიოპეას გამა ვარსკვლავი, რომელიც ხანგამოშვებით მკვეთრად იცვლის სიკაშკაშეს. 1937 წელს ის თანავარსკვლავედის ყველაზე უფრო კაშკაშა ვარსკვლავი იყო. მერე კი უთანაბროდ გაფერკმრთალდა. კასიოპეას გამას სიკაშკაშე მერყეობს 1,6-დან მესამე ვარსკვლავიერ სიდიდემდე. კიდევ უფრო საინტერესოა (რო) ვარსკვლავი, რომელიც უბრალო თვალითაც კარგად ჩანს. ჩვეულევბრივ ის 4 ვარსკვლავიერი სიდიდისა და დიდხანს მუდმივი, ხანგრძლივი სიკაშკაშე აქვს, თუმცა მოულოდნელად მისი სიკაშკაშე იცვლება. კი არ მატულობს, არამედ მკრთალდება, ილევა.. 6,2 სიდიდის ხდება, რის შემდეგაც უბრალო თვალით აღარ დაიკვირვება.

თანავარსკვლავედის სახელწოდება მომდინარეობს ძველი ბერძნული მითოლოგიიდან — ანდრომედეს დედის, კასიოპეას სახელიდან.

წყარო:

https://www.constellation-guide.com/constellation-list/cassiopeia-constellation/

Leave a Comment