დედამიწის რომელ მხარეშიც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, უღრუბლო ღამეს უზარმაზარი თაღი მოჩანს, რომელზეც ვარსკვლავებია განლაგებული. ადამიანი მას დასაბამიდან შემოკლებით ცას, ცარგვალს უწოდებს.
ჩვენი თვალი მის შუაგულს უყურებს. ეს თაღი მოჩვენებითია, ილუზიაა. ადამიანის თვალი უძლურია მისწვდეს განუზომელ სიშორეს, ან მიახლოებითაც განსაზღვროს ციურ სხეულთა სიშორე და სიდიდე.
საუკუნეების განმავლობაში არსებობდა მცდარი წარმოდგენა, რომ ცის თაღი მართლა არსებობდა და ჩვენი ხილული სამყარო მის კიდესთან მთავრდებოდა. 1837-1839 წლებში მეცნიერული ვარაუდები გამართლდა და დამტკიცდა, რომ ვარსკვლავები ჩვენგან უზარმაზარი და სხვადასხვა მანძილით არიან დაშორებულნი. ციური სფერო, ცა, სინამდვილეში არსებითად მხედველობითი მცდარობაა. მაგრამ ასტრონომებმა ცის თაღის მცნება შეინარჩუნეს , რადგან ეს მოსახერხებელია ციურ სხეულთა ადგილმდებარეობის, მათი კოორდინატების განსაზღვრის დროს.
უბრალო თვალით ხილულ სფეროზე ფაქტობრივად ჩანს ვარსკვლავთა და ციურ სხეულთა პროექციები, ე.ი. წერტილები, რომლებშიც გადის მხედველობის სხივები, ამიტომ ციურ სფეროზე ორი ვარსკვლავის პროექცია ერთიმეორესთან ახლოსაა. ადამიანს ეჩვენება, თითქოს ვარსკვლავები ერთმანეთთან ახლოს არიან განლაგებულნი, სინამდვილეში კი მანძილი მათ შორის უსაზღვროდ დიდია.
ვარსკვლავები, ისვევე როგორვ სხვა ციური სხეულები, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან დიდი მანძილით არიან დაშორებული, ციურ სფეროზე შეიძლება ისე ჩანდეს, თითქოს ერთიმეორეს გვერდით მდებარეობდნენ. ეს მოჩვენებითი სიახლოვეა. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენენ ფიზიკურად ორმაგი ვარსკვლავები, ჯერადი ვარსკვლავები, ვარსკვლავთა გროვები(გაფანტული თუ სფერული), ვარსკვლავთა ასოციაციები და სხვა. ამ გროვებში შემავალი ცალკეული კენტი ვარსკვლავები ერთიმეორესთან მხოლოდ მოჩვენებით კი არ არიან შედარებით ახლოს, არამედ მანძილი მათ შორის მართლაც დიდი არ არის, ასტრონომიული მასშტაბებით.
როდესაც ცას ვუყურებთ პირველ შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს ცის თაღზე უთვალავი ვარსკვლავი ქაოტურადაა გაბნეული. სინამდვილეში კი უბრალო თვალით ხილულ ვარსკვლავთა რიცხვი არ აღემატება ექვსი ათასს. ნებისმიერი ადგილად შეიძლება მოწმენდილ ცაზე მათი ნახევრის ხილვა.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაკვირკვება გვიჩვენებს, რომ გარკვეული ფიგურების მსგავსი ვარსკვლავთა ერთობლიობა დროთა განმავლობაში ადგილს არ იცვლის და საერთოდ უცვლელი გვეჩვენება.
რამდენი ათასწლეულის წინ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ცის არეები, რომელზედაც ვარსკვლავები დამახასიათებელ ფიგირებს ქმნიან, ცალკეულ თანავარსკვლავედებად გაანაწილეს. პირველად დაინახეს ისინი, რომლებიც უფრო ნათელ ვარსკვლავთა კრებულებს შეადგენდნენ და უბრალო თვალისათვის უფრო მისაწვდომი იყო. რა თქმა უნდა, გაითვალისწინეს მათი ამოსვლა და ჩასვლა, ერთობლივი მოძრაობა წლის სხვადასხვა დროს და შესაფერისი სახელებიც დაარქვეს.
დღეს ჩვენ შეგვიძლია 88 თანავარსკვლავედს დავაკვრდეთ. დაახლოებით 48 უკავშირებენ ბერძნულ მითებს. 40 თანავარსკვლავედიდან 7 ჩრდილოეთის ცას ეკუთვნის, 2- ცის ეკვატორულ ზონას, ხოლო 31- სამხრეთის ცას.
წყარო: