ნიკოლაი კოპერნიკი🪷

II საუკუნეში ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი პტოლემეუსი ამტკიცებდა, რომ იმხნად ცნობილი პლანეტები: მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი დედამიწის გარშემო ბრუნავდნენ. ეს იყო გეოცენტრული სისტემა. ცამეტი საუკუნის შემდეგ კოპერნიკმა პტოლემეუსის თეორია გააბათილა.

კოპერნის წარმოდგენით მზე სამყაროს ღერძია, ხოლო მის გარშემო პლანეტები მოძრაობდნენ. დღეს უკვე დამტკიცებულია, რომ მზე არის ცენტრი მზის სისტემისა, რომელიც გიგანტურ ვარსკვლავურ სისტემაში-ირმის ნახტომში მდებარეობს. ეს გალაქტიკა კი უზარმაზარი სამყაროს მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია.

ნიკოლაი კოპერნიკმა ასტრონომიაში რევოლუცია მოახდინა:

დაამტკიცა, რომ სამყაროს ცენტრი არის მზე და არა დედამიწა, როგორც ადრე მიაჩნდათ, სწორედ ეს კონცეფცია იქცა მომდევნო გრანდიოზულ აღმოჩენათა საფუძვლად. კოპერნიკის თეორია უდიდესი წიგადადგმული ნაბიჯი იყო მზის სისტემის შესამეცნებლად. კოპერნკის თეორია სრულიად გამაოგნებელი იყო, რადგან იმ დროს ტელესკოპი არ არსებობდა და მხოლოდ ასტროლაბით, კვადრანტით, არმილარული სფეროთი(ასტრონომიული ხელსაწყო, გამოიყენება ციური სხეულების კოორდინატების დასადგენად) სარგებლობდა.

უფრო ხშირად კოპერნიკი ასტრონომიული დაკვირვებებისათვის კოპერნიკი იყენებდა ასტროლაბს, ასტროლაბი მცირე ზომის, მაგრამ ეფექტიანი ხელსაწყოა, ეს ხელსაწო ციურ სხველთა მოძრაობის, განლაგებისა და სიმაღლის გასაზომად ესაჭიროებდა.

კოპერნიკი საკათედრო ტაძრის მოძღავრიც იყო. თარგმნა ნაშრომები ბერძნულიდან ლათინურიდან, ასევე იულიუსის კალენდარის რეფორმის ერთ-ერთი მონაწილე, სწავლობდა მედიცინა, ფულის გაყალბების თავიდან ასაცილებლად შეადგინა დებულება. ვარმიის, მდინარე ვისლის ნაპირების და ზოგადად, პოლონეთის რუკებით თუ ვიმსჯელებთ, შესანიშნავი კარტოგრაფიც იყო.

მტკიცებულებით, რომ მზე სამყაროს ცენტირია, კოპერნიკმა პლანეტათა ურთიერთგანლაგების მწკრივი შეცვალა. პლანეტები განალაგა მათი ბრუნვის პერიოდების შესაბამისად.

კოპერნიკის ნაშრომების წყალობით საბოლოოდ დაესვა წერტილი ასწლეულების მანძილზე გაბატონებულ მცდარ თეორიას-გეოცენტრულ სისტემას. მისმა გიგანტურმა აღმოჩენამ უდიდესი გავლენა მოახდინა შემდგომი თაობის მათემატიკოსებსა თუ ასტრონომებზე: იოჰანეს კეპლერზე, გალილეო გალილეზე, პიერ სიმონ ლაპლასსა და ისააკ ნიუტონზე.

კოპერნიკმა განმარტა რომ მზის გარშემო პლანეტის სრული ბრუნვისათვის საჭირო დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდია ორბიტის რადიუსი.

როდესაც ყველას ეგონა, რომ დედამიწა სტატიკურია, კოპერნიკმა დაამტკიცა, რომ ის ბრუუნავს: დღე-ღამეში ერთხელ საკუთარ ღერძს შემოუვლის , ხოლო წლის განმავლობაში მზის გარშემო სრულ ბრუნს ასრულებს. ამ სურათზე გამოსახულია 1661 წლით დათარიღებული გრავიურის მიხედვით შესრულებული კოპერნიკის სისტემის დეტალი.

კოპერნიკის ჩანახატი. მზის სისტემის ჰელიოცენტრული თეორიის სქემატური დიაგრამა.

კოპერნიკი პოლონეთში 1473 წლის 19 თებერვალს დაიბადა. ის 18 წლის ასაკში სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა, სადაც მას კათოლიკური ეკლესიის წესები უნდა შეესწავლა და ეკლესიის მსახური გამხდარიყო. თუმცა, მან უმეტესი დრო მათემატიკისა და ასტრონომიის სწავლას დაუთმო. გარდაიცვალა1543 წლის 24 მაისს, 70 წლის ასაკში ინსულტით.

წყარო:

https://www.nationalgeographic.com/history/history-magazine/article/astronomy-theories-nicolaus-copernicus

Leave a Comment