2022 წელს ჯეიმს ვების ტელესკოპმა პლანეტა ურანის განსაცვიფრებელი ფოტო გადაიღო. სურათზე ვხედავთ პლანეტა გიგანტის დრამატულ რგოლებს და ასევე ატმოსფეროს სინათლეს.
Webb-ის მონაცემები აჩვენებს ობსერვატორიის უპრეცედენტო მგრძნობელობას ყველაზე სუსტი მტვრიანი რგოლების მიმართ, რომლებიც აქამდე გადაუღიათ მხოლოდ ორ სხვა ობიექტს: კოსმოსური ხომალდ Voyager 2, 1986 წელს, როდესაც მან ურანს გადაუფრინა.
ურანი უნიკალური პლანეტაა, იგი რიგით მეშვიდეა მზიდან, ის ბრუნავს გვერდზე დაწოლილი, დაახლოებით 90 გრადუსიანი კუთხით. ეს იწვევს ექსტრემალურ სეზონებს, რადგან პლანეტის პოლუსებზე მრავალი წლის განმავლობაში მზე მუდმივად ანათებს, რასაც მოჰყვება სრული წყვდიადი მრავალი წელი. (ურანი მზის გარშემო ბრუნვას 84 წელი). ამჟამად ჩრდილოეთ პოლუსზე გვიანი გაზაფხულია. ურანიზე ზაფხული 2028 წელს დადგება. ახლა სამხრეთ პოლუსი პლანეტის „ბნელ მხარეზეა“, ხედვის მიღმა და კოსმოსურ წყვდიადშია ჩაძირული.
Webb-ის ახლო ინფრაწითელი ტალღის სიგრძეებით პლანეტას დეტალებში ვხედავთ.
პლანეტის მარჯვენა მხარეს, მზისკენ მიმართულ პოლუსზე, კაშკაშა ზონაა, რომელსაც ეძახიან პოლარულ ქუდს. ეს პოლარული ქუდი უნიკალურია ურანისთვის – როგორც ჩანს, ზაფხულში ჩნდება მზის პირდაპირ ენერგიას იღებს და შემოდგომაზე ქრება; ამ იდუმალი მექანიზმის ამოხსნაზე მეცნიერები მუშაობენ. Webb-ის ეს მონაცემები მეცნიერებს დაეხმარება გაიგონ ამჟამინდელი იდუმალი მექანიზმი. ვებმა ასევე გამოავლინა პოლარული ქუდის გასაოცარი ასპექტი, გადანათება მის ცენტრში.
ურანი ყინულის გიგანტია. თავისი გრავიტაციული ველის გამო მას 27 თანამგზავრი ჰყავს. ეს პლანეტა ყველაზე ცივია მზის სისტემაში. გაცილებით ნაკლებ სითბოს გამოჰყოფს, ვიდრე მზისგან იღებს.
ურანის ბრუნვის ღერძის დახრის კუთხეა 97°55′. მზის სისტემის ყველა პლანეტა ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო და ამ ღერძს აქვს მცირე დახრა. მაგალითად დედამიწის ბრუნვის ღერძი მზის სიბრტყისადმი 23.5 გრადუსითაა დახრილი, მარსის ღერძი დაახლოებით ასევეა დახრილი. მაგრამ ურანის დახრის კუთხე თითქმის 99 გრადუსია. ამგვარად, პოლუსი, რომელიც შეესაბამება პლანეტის „ჩვეულებრივ“ ბრუნვას, მიმართულია ეკლიპტიკის სამხრეთ ნახევარსფეროში. ამიტომ მისი ბრუნვის მიმართულება შეიძლება შებრუნებულად ჩავთვალოთ, ან თუნდაც „გვერდზე წამოწოლილ ბრუნვად“. ანუ, თუ სხვა პლანეტები ბზრიალასავით ბრუნავს მზის გარშემო, ურანი ჰგავს ბურთს რომელიც წრეზე დაგორავს.
ზაფხული 42 წელიწადს გრძელდება. დღე 17 საათი გრძელდება. დახრის გამო, ერთი პოლუსი, როგორც წესი, მუდმივად მიბრუნებულია მზისკენ. ეს ნიშნავს, რომ დღე ჩრდილოეთ პოლუსზე ნახევარი წელიწადი გრძელდება, ანუ 42 წლის განმავლობაში ჩრდილო პოლუსზე მზე არ ჩადის, შემდგომი 42 წელიწადი ღამე დგება. ორბიტაზე ბრუნვისას 84 წლის პერიოდით 30° განედზე რამე 14 წელიწადი გრძელდება, 60° განედზე – 28 წელიწადი, ხოლო პოლუსებზე, როგორც აღვნიშნეთ, 42 წელიწადი.
სიმკვრივის მიხედვით მეორე ყველაზე ნაკლებად მკვრივი პლანეტაა. მზის სისტემის ყველაზე ნაკლებად მკვრივი პლანეტა სატურნია. ის წყალზეც მსუბუქია. ურანს, რომლის სიმკვრივე 1270 კგ/მ3–ია, მეორე ადგილი ერგო.
დღეს მიღებული მოდელის მიხედვით ურანს საკმაოდ დიდი ბირთვი აქვს (რადიუსის 0.3), რომელიც შედგება სილიკატების, მეტალებისა და ყინულებისაგან. ყინულები – ეს არის მეთანი, ამიაკი და წყალი მყარ ფაზაში. ბირთვს გარს აკრავს წყალბადისა ჰელიუმის სქელი გარსი პირობითი საზღვრით – პლანეტის 0.7 რადიუსი. ურანის ატმოსფერო შეიცავს 2.3% მეთანს, 12% ჰელიუმს, დანარჩენი წყალბადია. უკანასკნელ წლებში გაირკვა, რომ იუპიტერთან და სატურნთან სედარებით, ურანის წიაღი გამდიდრებულია უფრო მძიმე მეტალებით ვიდრე წყალბადი და ჰელიუმი.
როგორც ცნობილია ურანს 13 რგოლი აქვს, ვების ტელესკოპმა 11 დააფიქსირა. რამდენიმე რგოლი ძალიან ანათებს, ცხრა ძირითად რგოლად მიიჩნევა.
ურანს პლანეტური რგოლების რთული სისტემა აქვს, რომელიც აღმოჩენის მიხედვით მზის სისტემაში მეორე ასეთი სისტემა იყო სატურნის რგოლების შემდეგ.
ვების ტელესკოპმა ურანის მრავალი ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც ფოტოზე ჩანს. ექვსი მთვარე კაშკაშად მოჩანს.
წყარო: