მზის ქარის იალქანი ☀

მზის ქარი არის ქარი, რომელიც მზისგან მოედინება. წარმოადგენს მზის მიერ გამოტყორცნილი დამუხტული ნაწილაკების პროტონების, ელექტრონებისა და პლაზმის ნაკადს.
მზის ქარი წარმოუდგენლად სწრაფად მოძრაობს, იმდენად სწრაფად, რომ შეუძლია გაიაროს მთელი მზის სისტემა, ანუ დაახლოებით ერთი სინათლის წლის მანძილი და წარმოქმნას ჰელიოსფერო. მისი ნაწილაკები სახიფათოა ასტრონავტებისა და კოსმოსური ხომალდებისთვის.

მზის ქარის ნაწილაკებს დედამიწის მაგნიტური ველი შთანთქავს და ამ დროს, პოლუსებთან, წარმოიქმნება ულამაზესი პოლარული ციალი. დედამიწას რომ მაგნიტური ველი არ ჰქონდეს, მზის ქარის რადიაციის გამო, პლანეტაზე სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა.
ზოგჯერ მზის ქარში ხდება აშლილობა, რასაც მზის შტორმს უწოდებენ. ზოგჯერ ის გეომაგნიტურ შტორმსაც იწვევს. 1989 წელს, ასეთმა შტორმმა კანადის პროვინცია კვებეკში მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროსისტემა და მთელი პროვინცია ჩააბნელა.
უდიდესი გეომაგნიტური შტორმი, რაც კაცობრიობას აქვს დაფიქსირებული, 1859 წელს მოხდა. დღეს რომ ამ სიძლიერის შტორმი მოხდეს, ზარალი დაახლოებით ორი ტრილიონი დოლარი იქნება. მზის ქარი წარმოქმნის კომეტის კუდსაც. როდესაც კომეტა მზესთან ახლოს
მიდის, თბება და მისი ყინულის გარკვეული ნაწილი ორთქლდება. იქიდან ამოსული ორთქლი და მტვერი მზის ქარს მიაქვს და კომეტიდან გრძელი კუდის ფორმაზე ჭიმავს. შესაბამისად, ეს კუდი ყოველთვის მზის საპირისპირო მხარეს არის მიმართული.

მზის იალქნები, ისევე როგორც ანტიმატერიის და იონური ძრავები, ერთი შეხედვით ჩანს, რომ მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკაში არსებობს. თუმცა, სამეცნიერო ფანტასტიკის მრავალი ტექნოლოგია ხდება სამეცნიერო ფაქტი.
მზის იალქნების მაგალითზე, ტექნოლოგიის სრულყოფა საშუალებას მისცემს კოსმოსურ ხომალდს ჩვენს მზის სისტემაში იმოგზაუროს ძალიან მცირე საწვავის გამოყენებით. იმისათვის, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა რეალობად აქციონ, NASA-ს ინჟინრები ამოწმებენ მზის იალქნებს, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს შეძლებენ კოსმოსური მისიების ამოძრავებას. კოსმოსური ხომალდი, რომელიც იყენებს მზის იალქნებს, ჩვენს მზის სისტემაში იმოგზაურებს ისევე, როგორც იალქნიანი ნავი წყალში, გარდა იმისა, რომ კოსმოსური ხომალდი მზის იალქნებით მზის სინათლეზე იქნება დამოკიდებული ქარის ნაცვლად. კოსმოსური ხომალდი, რომელსაც მზის იალქანი ძრავს, გამოიყენებს იალქანს მზიდან გამოსხივებული ფოტონების გადასაღებად. დროთა განმავლობაში, მზის ფოტონების დაგროვება
უზრუნველყოფს საკმარის ბიძგს მცირე კოსმოსური ხომალდისთვის კოსმოსში მოგზაურობისთვის.

წყარო:

სამყაროს ევოლუცია

https://www.space.com/22215-solar-wind.html

Leave a Comment