ჰიმნი

მე ვარ მახვილი, ალი ვარ ცეცხლის!

გზას გინათებდით უკუნ ღამეში

და როდესაც ბრძოლა დაიწყო

ვით მეწინავე წინ გავიჭერი,

ძმადნაფიცების გვამებს ვხედავ ჩემ წინ, ჩემ გვერდით,

ჩემ ირგვლივ.

ჩვენ გავიმარჯვეთ! ჩვენ გავიმარჯვეთ,

მეგობრებს კი სძინავთ, სძინავთ მარადი ძილით.

ტრიუმფტორთა ომახიან ხმებს ქორალი ერთვის –

პარაკლისია მიცვალებულთა,

მაგრამ სალხენად ან გლოვისთვის ჩვენ არ გვცალია.

კვლავ მოგვიწოდებს საყვირის ხმა, ბრძოლა ახლდება.

მე ვარ მახვილი, ცეცხლის ალი ვარ!

ჰაინრიხ ჰაინე

გერმანულიდან თარგმნა მიხო ბეროშვილმა

Leave a Comment