დიდი და პატარა დათვის თანავარსკვლავედი 💫

დიდი დათვი ჩრდილოეთის პოლუსის მახლობელი თანავარსკვლავედია და მუდამ ჰორიზონტზეა. მასზე დაკვირვება ყველაზე უფრო მოსახერხებელია გაზაფხულისა და ზაფხულის ღამეებში, გარემოცულია მენახირის, მეძებარი ძაღლების, პატარა ლომის, ფოცხვერისა და პატარა დათვის თანავარსკვლავედებით.

ნათელ და უმთვარო ღამეში უბრალო თვალით შესაძლებელია დიდი დათვის თანავარსკვლავედის 125 ვარსკვლავის დანახვა, მაგრამ 20 მათგანი მეოთხე ვარსკვლავური სიდიდისაა. ყველაზე უფრო კაშკაშა ვარსკვლავი კი შვიდია. სწორედ ისინი ქმნიან ამ თანავარსკვლავედისათვის დამახასიათებელ, ყველასთვის ცნობილ ფიგურას, ღრმა ტაფას გრძელი მრუდე სახელურით. საჭიროა წარმოსახვის უნარის დიდი დაძაბვა, რათა დავინახოთ ამ ფიგურაში დიდი დათვი, ისეთი, როგორსაც გამოხატავენ ვარსკვლავთა ძველებურ რუკებსა და ატლასებში.

საბერძნეთიდან დიდი თანავარკვლავედი ჩრდილოეთის ქვეყნების ჰორიზონტზე ჩანს. ძველ ბერძენთა წარმოდგენით, უკიდურეს ჩრდილოეთში დათვები ცხოვრობდნენ და ამიტომაც ჩრდილოეთის მხარეს მოათავსეს დიდი დათვისა და პატარა დათვის თანავარკვლავედები.

დიდი დათვის კუდზე ბოლოდან მეორე ვარსკვლავს მცირე ეწოდება(2,5 სიდიდისა), ხოლო თორმეწუთიანი კუთხით მიმდებარე მეორე სუსტი ვარსკვლავია ალკორი. ეს სახელები არაბებმა შეარქვეს და შესაბამისად ნიშნავს ცხენსა და მხედარს. არაბები ამ ორი ვარსკვლავით ამოწმებდნენ მხედველობას. ვინც ვარკვლავ აკორს ხედავდა, მისი მხედველობა უნაკლოდ ითვლებოდა.

ალკორი ჩანს მიცარის სიახლოვეს. სივრცეში მათ შორის მანძილი ჩვიდმეტიათასჯერ აღემატება მაძილს მზესა და დედამიწას შორის. ეს მანძილი მაინც თექვსემეტჯერ მცირეა იმ მანძილზე, რაც არის მზესა და კენტავრის უახლოეს ალფა ვარსკვლავს შორის. ამიტომ, ასტრონომთა ნაწილი ალკორსა და მიცარს ფიზიკურად ერთ, ორმაგ ვარკვლავად თვლის.

პატარა დათვი

პატარა დათვი პოლუსის მახლობელი თანავარსკვლავედია და ყოველთვის პოლუსის თავზე დგას. გარშემო გრძელი კუდით თითქმის მთლიანად ეთანაბრება გველეშაპი (დრაკონის თანავარსკვლავედი). მისგან ყველაზე უფრო ჩრდილოეთით განლაგებულია ჟირაფის თანავარსკვლავედი.

ნათელ, უმთვარო ღამეს, უბრალო თვალით ჩანს პატარა დათვის 20 ვარსკვლავი, თუმცა საერთოდ ისინი ბევრად უფრო სუსტად ანათებენ. მათ შორის მხოლოდ ერთი-პოლარული ვარსკვლავია მეორე ვარსკლავიერი სიდიდისა. უფრო კაშკაშა ვარსკვლავები ქმნიან ფიგურას, რომელიც ჰგავს დიდ დათვს, სინამდვილეში კი დათვი უფრო მომცროა და შებრუნებული.

პატარა დათვის კუდის ბოლო ვარსკვლავი-პოლარული ვარსკვლავია. ჩვენს დროში ის ყველაზე უფრო ახლოსაა ჩრდილოეთის ციურ პოლუსთან და მისი მოძრაობა უბრალო თვალით სადღეღამისო პარალელზე შეუმჩნეველია. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ის “უძრავია” და არ მონაწილეობს ციურ სფეროზე. სადღეღამისო ბრუნვაში, ხოლო სხვა დანარჩენი ვარსკვლავები კი მის გარშემო, თავიანთ სადღეღამისო პარალელებზე მოძრაობენ. ეს უძრაობა მოჩვენებითია. პრეცესიის ძალით, ჩრდილოეთის ციური პოლუსი ჩრდილოეთის ეკლიპტიკური პოლუსის გარშემო 25 800 წლის განმავლობაში შემოწერს გარკვეული დახრილობის კუთხურ რადიუსს, რომელიც ციური ეკვატორის ეკლიპტიკური სიბრტყის მიმართ 23 27 კუთხეს ქმნის. ამ 25 800 წლის განმავლობაში სხვადასხვა ვარსკვლავი პოლარული გახდება. მაგალითად 8000 წლის შემდეგ პოლაურული ვარსკვლავი იქნება გედის თანავარსკვლავედის დენები, ხოლო 12 500 წლის შემდეგ კი-ვეგა, ქნარის თანავარსკვლავედიდან.

ჩრდილოეთის ციური პოლუსი თანდათან უახლოვდება პოლარულ ვარსკვლავს 2100 წლამდე, შემდეგ კი კვლავ დაიწყება განშორება და პოლარულ ვარსკვლავად თანდათანობით, ერთიმეორეს მიყოლებით, სხვა ვარსკვლავები მოგვევლინებიან. გაივლის 25 800 წელი და ჩრდილოეთის ჩრდილოეთის ვარსკვლავი ისევ დაიბრუნებს თავს “უფლებას”.

ძველმა ბერძნებმა ჩრდილოეთის ვარსკვლავს კინოსურა (ზევსის ძიძა) უწოდეს.

ორი უფრო მოკიაფე ვარსკვლავი, 2 და 3 ვარსკვლავიერი სიდიდისაა, რომლებიც პატარა დათვის ფუგრას, “ტაფის ძირზეა” განლაგებული, იმის გამო რომ პოლარულ ვარსკვლავზე უფრო ახლოს ჩანან, იწოდებიან პოლარული ვარსკვლავის “მცველად” (დარაჯად). ციური სფეროს მოჩვენებითი ბრუნვის დროს ისინი პოლარულ ვარსკვლავს გუშაგებივით თან მიჰყვებიან, ამიტომაც მიიღეს ასეთი სახელწოდება.

პოლარული ვარსკვლავი, მოციმციმე, მფეთქავი ვარსკვლავია. მისი სიკაშკაშის პერიოდი ორ თანამიმდევრულ მაქსიმუმს შორს არის 6 საათი. ჩრდილოეთის ვარსკვლავის სხვა თავისებურება ისაა, რომ ის ორმაგია. ამ თანამგზავრზე დაკვირვება მხოლოდ უძლიერესი ტელესკოპითაა შესაძლებელი. მანძილი ჩრდილოეთის ვარსკვლავამდე 472 სინათლის წელია.

პატარა დათვის თანავარსკვლავედში ბეტა ვარსკვლავის მახლობლად შეინიშნება მეტეორთა ნაკადი-ურსიდები. დაკვირვება შეიძლება 19-26 დეკემბერს, უფრო 23 დეკემბერს, როცა მეტეორთა რიცხვი საათში 10-20-ს აღეწევს.ზოგიერთ წელს ეს სანახაობა საოცარი სიხშირით აღინიშნება, იქცევა ნამდვილ “ვარსკვლავთა წვიმად”. მაგალითად, 1966 წელს ურსიდების რიცხვი ერთ საათში 140 000 გახდა. ასეთ ვარსკვლავთა “კოკისპირული წვიმა” ძალზე იშვიათი მოვლენაა.

ქართულ ტერმინოლოგიაში დამკვიდრდა შემოკლებული სახელწოდება “დიდი დათვი”, “პატარა დათვი”, უფრო ზუსტად კი ესაა “დიდი ძუ დათვი” და “პატარა ძუ დათვი”.

წყარო:

მითები და თანავარსკვლავედები-თამარ გეგეშიძე

https://en.wikipedia.org/wiki/Ursa_Minor

https://www.space.com/ursa-major-constellation-great-bear#section-additional-resources

Leave a Comment