უსასრულოა თუ არა სამყარო?

ადამიანის ინტუიტიური აზროვნებისთვის როგორც სასრული, ასევე უსასრულო სამყარო ძნელი მისაღებია, ვინაიდან ორივე შესაძლებლობა ჩვენს ყოველდღიურ გამოცდილებასთან მეტად თუ ნაკლებად წინააღმდეგობაშია. ერთის მხრივ, ჩვენსგარშემო არსებულ სივრცეში უსასრულო არაფერია და რაც არ უნდა უზარმაზარი იყოს ესა თუ ის სუბსტანცია, ან ამა თუ იმ ობიექტების რაოდენობა (მაგალითად, ხილულ სამყაროში არსებული ატომების რიცხვი) იგი ახლოსაც ვერ მივა მათემატიკური უსასრულობის … Read more

გრავიტაციული ასტრონომია

გრავიტაციული ასტრონომია არის ასტრონომიის ყველაზე ახალგაზრდა დარგი. იგი ორი მიმართულებით ვითარდება.გრავიტაციული ლინზები გრავიტაციული ლინზები ფარდობითობის ზოგადი თეორიის თანახმად მატერია იწვევს სივრცის გამრუდებას, რის შედეგად სინათლისთვის და, საზოგადოდ, ელექტრომაგნიტური გამოსხივებისთვის, უმოკლესი მანძილი სწორი ხაზი კი არ არის, არამედ მრუდია. ამიტომ ნებისმიერი მასიური ციური სხეული, რომელიც მნათობიდანდამკვირვებლამდე გავრცელებული გამოსხივების უშუალო მახლობლობაშია, ამრუდებს გამოსხივების ტრაექტორიას და, მინის ლინზის … Read more

რადონი და ეკოლოგია

რადიოაქტივობის კონტროლი ეკოლოგიური უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. თანამედროვე პირობებში კაცობრიობა რადიაციულ გარემოში ცხოვრობს. ამ რადიაციული ფონის შექმნაში დომინირებს ბუნებრივი წყაროები: კოსმოსური სხივები, ქანების გამოსხივება და რადონის დაშლის პროდუქტები. ხელოვნური წყაროების წვლილი ნორმალურ პირობებში შედარებით მცირეა, რა თქმა უნდა, თუ არ მოხდა ისეთი გლობალური კატასტროფა, როგორიც ჩერნობილში მოხდა 1986 წელს.ატომი ჩვეულებრივი მატერიის შემადგენელი უმცირესი ერთეულია, რომელიც … Read more

მეცნიერება შენს ხელთაა

სახალისო ექსპერიმენტები ვულკანი რა მოხდა? ნარევი აქაფდა და “ლავა” ამოიფრქვა შენი ვულკანიდან. რატომ? სოდა რეაქციაში შევიდა ძმართან და წარმოიქმნა აირი-ნახშირბადის დიოქსიდი. აირს დასჭირდა დიდი სივრცე, ბოთლი საკმარისი არ აღმოჩნდა და ზემოთ ამოვიდა. რა თქმა უნდა, თან წამოიღო ძმრისა და სოდის ნარევიც. ვულკანის ამოფრქვევის დროს მისი გახსნილი ყელიდან, რომელსაც კრატერს უწოდებენ, სხვადასხვა ელემენტები ამოდის. ეს შეიძლება … Read more

სატურნი🪐

სატურნი თავისი უჩვეულო სახით, დიდი ხანია ასტრონომების ყურადღებას იპყრობს. შებრტყელებულ სფეროზე „ჩამოცმულია“ კაშკაშა, ძალიან დიდი რგოლი. დედამიწისა და სატურნის ურთიერთგანლაგებაზეა დამოკიდებული თუ როგორ ჩანს ეს რგოლი. კუთხე რგოლის სიბრტყესა და დედამიწისკენ მიმართულებას შორის 00–დან 280-მდე იცვლება. პირველ შემთხვევაში ის თითქმის არ ჩანს, რადგან სწორ წრფედ იქცევა. როგორც ჩანს, სატურნის რგოლს პირველი გალილეო აკვირდებოდა. იმის გამო, … Read more

შეგრძნებების ქიმია(სურნელის ქიმია)

ორგანული ნივთიერებები, რომლებიც ასრულებენ შუამავლის როლს გარე სამყაროსა და ადამიანის ცნობიერებას შორის. ოსმოფორები – მოლეკულებია, რომელთაც აქვთ დამახასიათებელი სუნი და შემდეგი თვისებები: აქროლადობა, წყალში ცუდად იხსნებიან, კარგად იხსნებიან ორგანულ გამხსნელებში. სუნის როლი ბუნებაში გადამწყვეტ როლს მწერების მოზიდვაში, რომლებიც მცენარეების დამტვერვას ახდენენ, ყველაზე ხშირად ყვავილების სურნელი ასრულებს. საფუძვლიანია ვარაული, რომ სურნელი წარმოადგენს უფრო უძველეს ატრაქტანტს, ვიდრე … Read more

კვანტური ქაფი

“ჭურჭელს თიხისგან ამზადებენ, მაგრამ ჭურჭლის არსს მასში მოქცეული სიცარიელი ქმნის” ლაო-ძი რა იმალება “არაფრის” მიღმა? – ყველაზე ფანტასტიკური დასკვნები სიმართლე აღმოჩნდა “არაფრის” კონცეფცია უკვე ათასწლეულების მანძილზე აქტიურად განიხილება მეცნიერების და ფილოსოფოსების მიერ. მაგრამ რამდენად რეალურია მისი არსებობა? რა დგას “არარას” მიღმა? უახლესი სამეცნიერო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “არაფრის” არსებობა რეალურად ილუზიაა. “არაფერი, … Read more