ორგანული ნივთიერებები, რომლებიც ასრულებენ შუამავლის როლს გარე სამყაროსა და ადამიანის ცნობიერებას შორის.
ოსმოფორები – მოლეკულებია, რომელთაც აქვთ დამახასიათებელი სუნი და შემდეგი თვისებები: აქროლადობა, წყალში ცუდად იხსნებიან, კარგად იხსნებიან ორგანულ გამხსნელებში.
სუნის როლი ბუნებაში გადამწყვეტ როლს მწერების მოზიდვაში, რომლებიც მცენარეების დამტვერვას ახდენენ, ყველაზე ხშირად ყვავილების სურნელი ასრულებს. საფუძვლიანია ვარაული, რომ სურნელი წარმოადგენს უფრო უძველეს ატრაქტანტს, ვიდრე ყვავილების შეფერილობა (ფერი). ცნობილია, რომ მწერები მგრძნობიარენი არიან სურნელოვანი ნივთიერებების უნმიშვნელო რაოდენობების მიმართ, ამიტომ ყვავილოვანი სურნელები ეფექტურია შედარებით მცირე კონცენტრაციებითაც.
სუნი(სურნელი), ეს არის ყნოსვითი ხაფანგი მწერებისათვის, რომელიც ევოლუციის პროცესში მიენიჭათ (მიეცათ) მცენარეებს, მთავარი მიზნის მისაღწევად – მათი დამტვერვისათვის.
სურნელი (სუნი) იყოფა ორ ძირითად კლასად: სასიამოვნო და არასასიამოვნო. კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს ადამიანის ყნოსვითი
შეგრძნებები. სასიამოვნო სურნელები ყველაზე ხშირად ასოცირდებიან ყვავილების, ხილისა და ბალახების სურნელებთან. ნივთიერებები , რომლებიც განაპირობებენ სასიამოვნო სუნს, ძირითადად შედიან ბუნებრივი ნაერთების ფრაქციაში „ეთეროვანი ზეთები“, რომლებსაც გამოყოფენ მცენარეები. ეთერზეთებს მცენარეებიდან გამოყოფენ ან წყლის ორთქლით გამოხდით , ან ორგანული გამხსნელებით ექსტრაქციის გზით.
ეთეროვანი ზეთები აქროლადი ორგანული ნივთიერებების, ძირითადად ტერპენებისა და ტერპენოიდების, მრავალკომპონენტიანი ნარევებია, რომლებიც წარმოიქმნება მცენარეებში და განაპირობებს მათ სურნელს (სუნს). ნაერთები, რომლებიც მიეკუთვნებიან ტერპენებისა და ტერპენოიდების კლასს, მრავალი ეთერზეთის საუძველს წარმოადგენს. მათი უმრავლესობის მოლეკულების შემადგენლობაში შედის 10 ნახშირბადის ატომი და იზოპრენული (C5H8)n ჯგუფის ერთი ან რამდენიმე ფრაგმენტი.
ისინი აქროლადი ნაერთებია და სხვადასხვა სურნელების დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდებიან. ამ კლასის ნაერთებს მიეკუთვნებიან
მირცენი С10 Н16 О – სვიის(хмеля-ის) ეთერზეთის ალიფატური ტერპენი, ჰერანიოლი С10 Н18 О – ჰერანის ზეთის ალიფატური ტერპენოიდი.
ტერპენებს შეიძლება ჰქონდეთ ციკლური სტრუქტურა, მათ შორის არიან მონოციკლური და ბიციკლური ნაერთები. უმარტივესი ნაერთები – ეს მონოციკლური ტერპენებია. ტერპენოიდების მოლეკულებში იზოპრენის ფრაგმენტებთან ერთად ყოველთვის არის ფუქციონალური ჯგუფები – ОН(სპირტული), -COH (ალდეჰიდური),С=О(კეტონური) და სხვა.
ეთერზეთების ფიზიოლოგიური მოქმედება. ეთერზეთები პოპულარული იყო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც საკმევლის დამზადების ხელოვნება და მათი მოხმარება აღზრდის ნაწილს შეადგენდა. ამის გაგრძელებას დღეისათვის წარმოადგენს მეცნიერება „არომოთერაპია“ სამედიცინო მიზნებისათვის სურნელოვანი ნივთიერებების გამოყენების შესახებ. სწორად შერეულ სურნელებს (არომატებს) შეუძლიათ ორგანიზმის მრავალი ფუნქიის აღდგენა და რეგულირება. ვარდის, როზმარინის, ლავანდის, ლიმონის სურნელები აძლიერებენ ყურადღებას და ამაღლებენ მონოტონური სამუშაოს შესრულების სიზუსტეს. მირტის და პიტნის სუნი ახდენენ მატონიზირებელ მოქმედებას ნერვიულ სისტემაზე, ხოლო ჟასმინისა და ლავანდის არომატი – დამამშვიდებელ ეფექტს.
ზოგიერთი ეთერზეთის დამახასიათებელი თვისებები.
ფორთოხლის ეთერზეთი ხასიათდება ანტიდეპრესანტული, ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული დამამშვიდებელი, მატონიზირებელი
თვისებებით, ასტიმულირებს ლიმფური სისტემის მუშაობას, არეგულირებს ნახშირწყლების და ცხიმების მიმოცვლას, ხელს უწყობს წონის დაკლებას და ტოქსინების გამოდევნას, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას.
ლიმონის ეთერზეთი ფლობს ანტისეპტიკურ და ანტიბაქტერიულ თვისებებს, გამოიყენება სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების
დროს. ლიმონის ზეთი ხასიათდება სიცხისდამწევი, სისხლდენის შემაჩერებელი, მატონიზირებელი, გამათეთრებელი ეფექტით, ხელს
უწყობს ყურადღების კონცენტრაციას. პიტნის ეთერზეთი ავლენს ანტისეპტიკურ, ანტისპაზმატიკურ თვისებებს. პიტნის ზეთი გამოიყენება როგორც თავის ტკივილის საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი, ადგილობრივი გაუტკივარების საშუალება.
ჩაის ხის ეთერზეთი ხასიათდება დამამშვიდებელი მოქმედებით, გამოიყენება ნერვული აშლლილობების დროს, ხელს უწყობს სტრესისა და დაღლილობის მოხსნას. ლავანდის ეთერზეთი ხსნის დაღლილობას და აუმჯობესებს ყურადღებას, ასევე გამოიყენება როგორც ანტისეპტიკი ჭრილობების დეზინფექიისათ ვის და შეხორცების დასაჩქარებლად. ლავანდის ზეთი ფლობს ტკივილდამაყუჩებელ, დამამშვიდებელ, დეზედორანტის თვისებებს.
ფიჭვის ეთერზეთი ხასიათდება ანტისეპტიკური, ბაქტერიციდული, დეზოდორანტული, ინსექტიციდული, ამოსახველებელი, ანტივირუსული, ანტიმიკრობული მოქმედებებით.
მცენარეთა არასასიამოვნო სუნი შედარებით მცირედაა შესწავლილი, მაგრამ ისინი მცენარეებისათვის ასრულებენ იგივე ფუნქციას, როგორც სასიამოვნო – მიიზიდავენ მწერებს დამტვერვისათვის. განსხვავება იმაშია, რომ ასეთი მწერები, როგორც წესი, იკვებებიან падалью ან ნაწილობრივად დაშლილი ცილებით, ამიტომ მცენარეც გამოსცემს ანალოგიურ არასასიამოვნო სუნს.
სასიამოვნო სუნის ქიმიური ბუნება.
დღემდე არ არის დადგენილი ზუსტი ურთიერთკავშირი ნივთიერების მოლეკულურ სტრუქტურასა და მის სუნს შორის, გამოვლენილია მხოლოდ ზოგიერთი კანონზომიერებანი.
სასიამოვნო სუნის სურნელოვანი ნივთიერებები , როგორც წესი, არიან შემდეგი კლასების ორგანული ნაერთები: ალდეჰიდები, კეტონები, რთული ეთერები(ესთერები), ტერპენები და ტერპენოიდები, ჰეტეროციკლები. ტერპენი მირცენი (დაფნის სურნელი) შეიცავს იზოპრენის ჯგუფს , ჰერანიოლი შეიცავს ჰიდროქსილის ჯგუფს (ვარდის სურნელი).
ალდეჰიდის ჯგუფი შედის შემდეგ არომატულ ნაერთში ბენზალდეჰიდიახასიათებს მწარე ნუშის მკვეთრი სუნი, შედის მცირე კონცენტრაციით ნუშის, გარგარის, ატმის, ალუბლის კურკებში,ციტრალში – ხასიათდება ლიმონის მკვეთრი სუნით, შედის ციტრუსების ნაყოფში, დარიჩინის ალდეჰიდში , ხასიათდება დარიჩინის სასიამოვნო სუნით, შედის დარიჩინის ზეთში, ვანილინში შედის მუხის ქერქში, აქვს ვანილინის სასიამოვნო სუნი. ყველა ეს ალდეჰიდი გამოიყენება კვებითი და პარფიუმერული არომატიზატორების სახით.
ავტორი: ნელი სიდამონიძე