მეცნიერება შენს ხელთაა

სახალისო ექსპერიმენტები

ვულკანი

  1. დადგი ბოთლი დიდ ლანგარზე და ირგვლივ შემოაკარი პლასტილინი ისე, რომ ვულკანის კონუსს დაემსგავსოს. არ დაგავიწყდეს-დაუტოვე ყელი.
  2. ჩვეულებრივ ჭიქაში ჩაყარე 3 კოვზა სოდა.
  3. დანაყოფებიანი ჭიქით დაუმატე 10 მლ გრენადინი და 100 მლ თბილი წყალი. შეურიე ერთმანეთს ეს ინგრედიენტები.
  4. ჩადე ძაბრი ბოთლის ყელში და ჩაასხი ეს ნარევი. მერე ძაბრი კარგად გარეცხე.
  5. გამოიყენე დანაყოფებიანი ჭიქა და აიღე 60 მლ ძმარი. შემდეგ ძაბრის დახმარებით ის ნელ-ნელა ჩაასხი ბოთლში.

რა მოხდა?

ნარევი აქაფდა და “ლავა” ამოიფრქვა შენი ვულკანიდან.

რატომ?

სოდა რეაქციაში შევიდა ძმართან და წარმოიქმნა აირი-ნახშირბადის დიოქსიდი. აირს დასჭირდა დიდი სივრცე, ბოთლი საკმარისი არ აღმოჩნდა და ზემოთ ამოვიდა. რა თქმა უნდა, თან წამოიღო ძმრისა და სოდის ნარევიც.

ვულკანის ამოფრქვევის დროს მისი გახსნილი ყელიდან, რომელსაც კრატერს უწოდებენ, სხვადასხვა ელემენტები ამოდის. ეს შეიძლება იყოს ძალიან ცხელი, დამდნარი ქანი, რომელსაც ლავა ჰქვია. შესაძლოა მას თან ახლდეს ნაცარი, წყლის ორთქლი და აირი, ისევე როგორც შენი ცდის დროს წარმოიქმნა ნახშირბადის დიოქსიდი. ამ აირის დიდი რაოდენობით გამოყოფა ძლიერ მომწამვლელია.

ამჟამად კონტინენტებზე დაახლოებით 600 მოქმედი ვულკანია, ოკეანეების ფსკერზე კი-700. მსოფლიოში ყველაზე მაღალი ვულკანები სამხრეთ ამერიკაში მდებარეობს. მათი სიმაღლე 6700 მეტრზე მეტია.

მასალა:

ცხელი თუ ცივი

  1. წინ დაიდგი სამი ჭიქა. დანაყოფებიანი ჭიქის გამოყენებით პირველ ჭიქაში ჩაასხი 100 მლ ძალიან ცივი წყალი(შეგიძლია ყინულიც დაუმატო).
  2. შემდეგ მეორე ჭიქა შეავსე 100 მლ ცხელი წყლით. წყლის ტემპერატურა მაქსიმუმ 40° უნდა იყოს. რომ არ დაიწვა, გამოიყენე თერმომეტრი.
  3. დანაყოფებიანი ჭიქის დახმარებით, პირველი და მეორე ჭიქებიდან მესამე ჭიქაში გადმოასხი 50-50 მლ წყალი.
  4. გამოიყენე თერმომეტრი და დარწმუნდი, რომ მესამე ჭიქაში წყალი თბილია (დაახლოებით 20° უნდა იყოს).
  5. მარჯვენა ხელის 2 თითი ცივ წყალში ჩაყავი, მარცხენა ხელის 2 თითი კი-ცხელში. დაელოდე 20 წამი.
  6. ახლა კი თითები ნელთბილ წყალში ჩაყავი.

რა მოხდა?

ორივე ხელის თითები ერთი ტემპერატურის მქონე წყალში გედო, მაგრამ გრძნობდი სხვადასხვა რამეს. მარჯვენა ხელის თითებით გრძნობდი, რომ წყალი ცხელი იყო, მარცხენა ხელის თითებით კი-ცივი.

რატომ?

შეხების გრძნობა შედარების პრინციპით მუშაობს. როდესაც თითები ცხელ წყალში ჩააწყვე, ისინი არსებულ ტემპერატურას მიეჩვინენ, ნელთბილი წყალი ცივად მოეჩვენათ და შენს ტვინს გადასცეს სიგნალი: “ეს ცივია” მაგრამ მოხდა პირიქითაც-თითებს, რომლებიც ცივ წყალს მიეჩვინენ, ნელთბილი წყალი ცხელი მოეჩვენათ და შენს ტვინს მიაწოდეს სიგნალი: “ეს ცხელია”

შენ ირგვლივ

თუ ხელით დიდხანს ეხები თოვლს ან ყინულს, ისეთი გრძნობა გიჩნდება, თითქოს ხელი გეწვება. რეალურად ეს იმიტომ ხდება, რომ კანქვეშ განლაგებული ტემპერატურის სენსორები შენს ტვინს აწვდიან ინფორმაციას, რასაც დამწვრობის შემთხვევაში მიაწვდიდნენ: “ხელი აიღე, თორემ გეტკინება”. რისკი მართლაც რეალურია -თუ თოვლთან ან ყინულთან შეხება დიდხანს გაგრძელდება, ისინი მართლაც დააზიანებენ კანის უჯრედებს. ამგვარად, დაზიანებულ უბნებს მოყინულ ადგილებს უწოდებენ.

მასალა:

3 ჭიქა

ცოტა წყალი

ყინულის ნატეხი

დანაყოფებიანი ჭიქა

თერმომეტრი

ზღვის დინებები

  1. საყინულიდან გამოიღე 10 ყინულის ნატეხი, ჩაყარე პირველ წიქაში და დაადნე. გამდნარი ყინულის ნატეხებს დაასხი მელანი ლურჯი კალმის ჩხირიდან.
  2. გამოიყენე დანაყოფებიანი ჭიქა და 10 მლ ცხელი წყალი ჩაასხი მე-2 ჭიქაში. თერმომეტრით გაზომე ტემპერატურა და დარწმუნდი, რომ წყალი 50°-ზე ცხელია. შემდეგ დაამატე მელანი წითელი კალმის ჩხირიდან.
  3. დანაყოფებიანი ჭიქით ჩაასხი 100 მლ თბილი წყალი მესამე ჭიქაში. თერმომეტრით გაზომე ტემპერატურა და დარწმუნდი, რომ წყალი დაახლოებით 25°-ია.
  4. პიპეტით ამოიღე 1 მლ ცივი წყალი. ახლა პიპეტი ჩაყავი ნელთბილ წყალში ჭიქის ფსკერამდე და ფრთხილად გამოუშვი სითხე. რას ამჩნევ?
  5. მეორე პიპეტით, პირველის მსგავსად, ამოიღე ცხელი წყალი და ჭიქის ზემოდან ფრთხილად დაცალე ნელთბილი წყლით დავსე ჭიქაში ისე, რომ პიპეტის წვერი ჭიქის კიდეს ეყრდნობოდეს.

რა მოხდა?

ლურჯი შეფერილობის (ცივი) წყალი ჭიქის ფსკერზე დაეშვა, წითელი შეფერილობისა (ცხელი) კი, ზედაპირზე გაჩერდა. ფერები ერთმანეთში არ არეულა. თუ ცდას ფრთხილად და ზუსტად ჩაატარებ, ჭიქის შუაში წყალი სუფთა დარჩება.

რატომ?

ცივი წყალი მძიმეა. ამბობენ, რომ ის მკვრივია, ამიტომ ჭიქის ფსკერზე დაეშვა. ცხელი წყალი კი, პირიქით, ნაკლებად მკვრივია, ამიტომაც ზემოთ დარჩა.

შენ ირგვლივ

ოკეანეშიც მსგავსი რამ ხდება. როდესაც ქარი ქრის, წყალი ზედაპირზე ცივდება და ფსკერისკენ ეშვება. ეს იწვევს წყლის დიდ მოძრაობებს-ოკეანის დინებებს. არსებობს სხვა ბუნებრივი მოვლენებიც, რომლებიც იწვევს ოკეანის წყლის მოძრაობებს: მიწისძვრას, ზღვის მიქცევა-მოქცევას და სხვა. (ოკეანის დინებები დიდ გავლენას ახდენს კლიმატზე. მაგალითად, მათ გადააქვთ სითბო ცივ ზონებში. გოლფსტრიმი არის დინება, რომელიც მექსიკიდან მოემართება და ათბობს ევროპის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს. ამიტომაც ზამთარი უფრო თბილია პარიზში, ვიდრე-ნიუ-იორკში.

მასალა:

3 ჭიქა

ყინულის ნატეხები

ლურჯი საწერი კალმის ჩხირი

ცოტა წყალი

თერმომეტრი

წითელი საწერი კალმის ჩხირი

2 პიპეტი

დანაყოფებიანი ჭიქა

მარილი და ყინული

  1. ყინულის ყალიბში ჩაასხი წყალი და 2 საათის განმავლობაში საყინულეში გააჩერე. თუ გაქვს მზა ყინულის ყინულის ნატეხები, გადადი პირდაპირ მეორე ეტაპზე.
  2. რომესაც ყინულის ნატეხები მზად იქნება, 100 მლ ძალიან ცივი წყალი ჩაასხი დანაყოფებიან ჭიქაში.
  3. საყინულიდან გამოიღე ყინულის ნატეხი და ჩააგდე წყლიან ჭიქაში.
  4. დადე თოკი ყინულის ნატეხზე და ზემოდან მოაყარე ცოტაოდენი სუფრის მარილი.
  5. დაელოდე 20 წამი. ამ დროის განმავლობაში ოდნავადაც არ შეარხიო თოკი. შემდეგ კი, როგორც თევზაობის დროს, გამოსწიე თოკი.

რა მოხდა?

შენ დაიჭირე ყინული-ის თოკს მიეკრო.

რატომ?

თოკის ირგვლის ყინული წარმოიქმნა. მარილმა შეარბილა ტემპერატურა, რამაც წყალი ყინულად აქცია. ნორმალურ პირობებში წყალი იყინება 0°C ტემპერატურაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში, მარილმა გაათხევადა ყინული. შემდეგ წყალმა დაფარა ყინულის ზედაპირი და რადგანაც მარილი გადაირეცხა, ის კვლავ გაიყინა და თოკს მიეკრო.

შენ ირგვლივ

ზამთარში, ალბათ გინახავს გზაზე დაყრილი მარილი. როდესაც ტემპერატურა 0°C-ზე დაბლა ჩამოდის, გზებზე თოვლი თუ სველი მიწა სიპი ყინულით იფარება, სიპი ყინული ანუ გაყინული წყლის ხელი ფენა, საკმაოდ საშიშია, რადგანაც ძლიერ ცურავს. ამიტომაც სიპი, ყინულის გასადნობად მარილს ყრიან გზებზე.

(ზღვის წყალი საშუალოდ -2°C ზე იყინება, რადგან დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს-ერთ ლიტრ წყალში დაახლოებით 35 გრამი მარილია.

მასალა:

ყინული ყალიბი ან ყინულის ნატეხი

დანაყოფებიანი ჭიქა

ცოტა წყალი

წვრილი თოკი

სუფრის მარილი

ლავა ლამპა

  1. ძაბრი ჩადე დიდ სინჯარაში და ჩაყარე 1 კოვზი საჭმელი სოდა
  2. დანაყოფებიანი პიპეტით აიღე 5 მლ ზეთი. შემდეგ ნელა დაცალე პიპეტი სინჯარაში ისე, რომ გვერდიღ კიდეს მიუყვებოდეს. სოდა, რა თქმა უნდა, ძირში უნდა იყოს.
  3. მეორე დანაყოფებიანი პიპეტით აიღე 3 მლ ძმარი და დაცალე პატარა სინჯარაში. შემდეგ დაუმატე ერთი წვეთი საღებავი.
  4. მესამე დანაყოფებიანი პიპეტით, 10 წვეთი ფერადი ძმარი ჩაასხი პირველ სინჯარაში-თავიდან ზეთი და სოდა რომ მოათავსე. წვეთები ნელ-ნელა ჩაუშვი სინჯარის მთელ სიგრძეზე.

რა მოხდა?

ძმრის ბუშტები ჯერ ფსკერზე დაეშვა, შემდეგ მაღლა ამოვიდა. მერე ისევ ძირისკენ დაეშვა და ასე გაგრძელდა. როდესაც პირველი ბუშტები შეჩერდება. შეგიძლია კიდევ რამდენიმე წვეთი ძმარი დაუმატო.

რატომ?

ძმარი ზეთზე მძიმეა, ამიტომაც თავიდან ძმრის წვეთები სინჯარის ფსკერისკენ დაეშვა. როდესაც ძმარი ბოლომდე ჩავიდა, რეაქციაში შევიდა სოდასთან და წარმოიქმნა ნახშირბადის დიოქსიდი. შენ შესაძლებლობა გქონდა დაკვირვებოდი, როგორ წარმოიქმნა ამ აირის პატარა ბუშტები და როგორ შემოეხვია ძმრის წვეთებს. აირმა აიტაცა ძმარი და ამოიყვანა ის სინჯარის ზემოთ. შემდეგ აირი ჰაერში გაიფანტა და ძმარი ისევ ფსკერისკენ დაეშვა. და ასე გაგრძელდა..

პირველი ლავა ლამპა 1963 წელს დამზადდა და მა “ასტრო ლაითი” ეწოდებოდა.

მასალა:

ძაბრი

2 სინჯარა-1 დიდი და 1 პატარა

კოვზი

საჭმელი სოდა

ცოტა ზეთი

3 დანაყოფებიანი პიპეტი

საკვების თხევადი საღებავი

თეთრი ძმარი

ევლა

  1. განმარტოვდი ბნელ ოთახში. გაბერე ბუშტი და თავი გამოუნასკვე.
  2. პლასტელინისგან გამოძერწე სადგამი და მასში ჩაარჭვე მეტალის სკრეპები.
  3. 30 წამის განმავლობაში ბუშტი ჯემპრს გაუხახუნე.
  4. ოთახში შუქი ჩააქრე. ბუშტი ხელში გეჭიროს და ნელ-ნელა მიუახლოვე სკრეპებს, ოღონდ არ შეახო.

რა მოხდა?

შენ შექმენი ელვა. შეგიძლია იმდენჯერ გაიმეორო ცდა, რამდენჯერაც გინდა.

რატომ?

როდესაც ბუშტი ჯემპრს გაუხახუნე, ამ დროს მას მოსწყვიტე პატარა ნაწილაკები-ელექტრონები. ბუშტს თავიდან უნდა მოეშორებინა რაც შეიძლება მეტი ელექტრონი. მას შეეძლო ისინი ჰაერში გაეფანტა, მაგრამ ბუშტი მატალის სკრეპებს მიუახლოვდა და მანაც ერთი დარწყმიღ მოიშორა ყველა ელექტრონი. ასე გაჩნდა პატარა ელვა. ამ მოვლენას სტატიკური ელექტრობა ეწოდება.

შენ ირგვლივ

სტატიკურ ელექტრობას ყოვედღიურობაშიც ვხდებით. როდესაც ჯემპრს იხდი და თმები ყალყზე დგება, ეს ელექტრობის გამო ხდება. ან კიდევ, თუ მანქანის კარის გაღებისას ელექტრულ განმუხტვას გრძნობ, ესეც სტატიკური ელექტრობის დამსახურებაა.

ნამდვილი ელვაც სტატიკური ელექტრობაა. ცაში ჰაერი გადაადგილდება ღრუბლებიც ერთმანეთს ეჯახება. ამ დროს ისინი იღებენ ან გასცემენ ელექტრობას. თუ ღრუბლების შეჯახების დროს ელექტრონები გამოიყოფა, ელვა ჩნდება. ელექტრონები ზოგჯერ დედამიწის მიმართულებითაც გამოიყოფა: ეს უკვე მეხია.

მასალა:

გასაბერი ბუშტი

მეტალის სკრეპები

პლასტილინი

შალის ჯემპრი

მრავალფერი ყვავილი

  1. თითოეულ ჭიქაში დანაყოფებიანი ჭიქით ჩაასხი დაახლოებით 80 მლ. წყალი.
  2. ჩაასხი 10 წვეთი წითელი საღებავი, ხოლო 10 წვეთი ლურჯი საღებავი-მეორეში. შეგიძლია გამოიყენო პიპეტები.
  3. მაკრატლით გადაჭერი ყვავილის ღერო, ისე, რომ ყვავილის ფურცლებიდან ბოლომდე 10 სმ. დარჩეს.
  4. ყვავილის ღეროს ნახევარი სიგრძეზე გაჭერი.
  5. ყვავილის ღეროს ერთი ნაწილი წითელსაღებავებიან ჭიქაში ჩადე, მეორე კი-ლურჯსაღებავებიანში. ერთი დღე დატოვე. შემდეგ კი მიაკითხე და დაათვალიერე.

რა მოხდა?

ყვავილის ცოტ-ცოტა შეფერადებულია. ნახევარი წითელია, ნახევარი-ლურჯი.

რატომ?

მცენარემ შეიწოვა ჭიქებში ჩასხმული წყალი, რის გამოც წყლის ფერი მიიღო. ბუნებაში მცენარე ფესვების მეშვეობით იწოვს წყალს მიწიდან. შემდეგ წყალი გაივლის ღეროს სადინარების საშუალებით, რომლებსაც გამტარ ძარღვებს უწოდებენ. წყალი მთლიანად მოძრაობს მცენარეში-ყვავილის ფურცლების ჩათვლით.

შენ ირგვლივ

დღესდღეისობით ქსოვილებს უმეტესად ქიმიური საღებავებით ღებავენ. თუმდა, ადრე, დიდი ხნის განმავლობაში, მცენარეულ პიგმენტს იყენებდნენ. ცისფერს პასტელს, მაგალითად პასტელისაგან ამზადებენ. ის, არც მეტი არც ნაკლები, ყვითელყვავილებიანი მცენარეა, რომლის ფურცლებსაც საღებავის დასამზადებლად იყენებდნენ.

ყვავილის ფერი დამოკიდებულია სხვადასხვა სახის ფერად მარცვლებზე-პიგმენტებზე. ისინი ბუნებრივადაა წარმოდგენილი ფერად ყვავილებში და იზიდავს მწერებს, მაგალითად ფუტკარს. თეთრ ყვავილებში ბუნებრივი პიგმენტები ცოტაა. ცდის დროს, ისინი საღებავის პიგმენტებით ჩანაცვლდა.

მასალა:

2 ჭიქა

დანაყოფებიანი ჭიქა

ცოტა წყალი

სხვადასხვა ფერის საღებავი

2 პიპეტი

მაკრატელი

ფერადფურცლებიანი (თეთრი ან ყვითელი) ყვავილი სქელი ღეროთი.

კომპასი

  1. ნემსის ყუნწი დაადე მაგნიტს და გააჩერე რამდენიმე წუთი. პლასტმასის ბოთლი მაკრატლით გადაჭერი ძირიდან 10-სმ-ზე.
  2. კორპის საცობს დანით ჩამოაჭეის 1 სმ სისქის წრიული ნაჭერი. ხრახნის დახმარებით მის შუაგულში გააკეთე ნახვრეტი, შემდეგ კი მასში გაატარე 6-7 სმ სიგრძის ხის გადაჭრილი შამფური.
  3. დამაგნიტებული ნემსი ჩაარჭვე კორპის საცობში წრიული ფორმის გასწვრივ.
  4. ყუნწის მხარეს კორპის ნაჭერზე ჯერ აღნიშნე “ჩ”, შემდეგ ჰორიზონტის დანარჩენი მხარეებიც.
  5. შამფურის ძირზე დაამაგრე დაახლოებით 1 სმ დიამეტრის პლასტელინის ბურთულა. პლასტმასის გადაჭრილი ბოთლი გაავსე წყლით, მაგრამ თავში დაახლოებით 1 სმ დატოვე ცარიელი. ჩადე შენი კომპასი წყალში ისე, რომ კორპის ნაწილი ზემოთ მოექცეს.

რა მოხდა?

მხოლოდ კომპასი ამოძრავდა. ნემსის ყუნწი ახლა გვიჩვენებს ჩრდილოეთს. თუ გინდა ცდა ყოველთვის წარმატებულად ჩაატარო, ნემსი რეგულარულად უნდა დაამაგნიტო.

რატომ?

დედამიწაც მაგნიტს ჰგავს. მას ორი პოლუსი აქვს: ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები. ისინი მაგნიტური პოლუსებია, რადგანაც მაგნიტებივით მოქმედებენ. როგორც შენი კომპასი, ჩრდილოეთი პოლუსიც იზიდავს მაგნიტებს.

შენ ირგვლივ

როდესაც კომპასი არ გაქვს, გზის გაგნება მზის მეშვეობითაც შეგიძლია. დილით ის აღმოსავლეთ მხარესაა, შუადღის შემდეგ კი დასავლეთისკენ გადადის. რაც შეეხება ღამეს, ამ შემთხვევაში, პოლარული ვარსკვლავი გვიჩვენებს გზას ჩრდილოეთისკენ.

მასალა:

ნემსი

მაგნიტი

პლასტმასის ბოთლი

სახაზავი

მაკრატელი

კორპის საცობი

კბილანებიანი დანა

ხრახნი

ხის პატარა შამფური

მარკერი

პლასტილინი

ცოტა წყალი

ჟანგბადი

  1. აიღე 5-6 ფოთოლი და დაჭერი ყუნწები.
  2. ყუნწმოჭრილი ფოთლები ჩააწყვე დანაყოფებიან ჭიქაში.
  3. ჩადე ჭიქა ჯამში.
  4. ბოთლით ჩაასხი წყალი ჯამსა და ჭიქაში ისე, რომ ჯამის წყალი 3 სმ-ის სიმაღლეზე ფარავდეს ჭიქას.
  5. იმისთვის, რომ ჰაერის ბუშტები ზემოთ ამოვიდეს, ფრთხილად მოურიე ფოთლებს დანაყოფებიან ჭიქაში. ყურადღებით იყავი, ფოთლები ჭიქიდან არ გადმოგიცვივდეს.
  6. ჭიქა ისევ ჯამში ჩადგი. ის მთლიანად უნდა დაფაროს წყალმა, სხვა შემთხვევაში ჰაერი შევა.
  7. ჯამი დადგი მაგიდის ლამპის შუქქვეშ ან მზეზე. რამდენიმე საათის შემდეგ მიდი და შეამოწმე რა შედეგებით დასრულდა ცდა.

რა მოხდა?

დანაყოფებიანი ჭიქის ფსკერზე ჰაერი გაჩნდა. ეს ჟანგბადია, რომლიც ფოთოლმა წარმოქმნა.

რატომ?

მცენარეები იზრდება სინათლის ენერგისს, წყლისა და ნახშიროჟანგის წყალობით. ამ ბიოლოგიურ პროცესს ფოტოსინთეზს უწოდებენ. ფოტოსინთეზის დროს მცენარე გამოყოფს აირს-ჟანგბადს.

შენ ირგვლივ

სუნთვის დროს ორგანიზმი იღებს ჟანგბადს და გამოყოფს ნახშიროჟანგს. სუნთქვა ცოტა არ იყოს, ფოტოსინთეზის საწინააღმდეგო პროცესია.

მცენარეებიც სუნთქავენ. ტყეებში ხეები თითქმის მთლიანად შთანთქავენ ფოტოსინთეზის შედეგად წარმოქმნილ ჟანგბადს. ოკეანეებში საპირისპირო რამ ხდება-წყალმცენარეები, განსაკუთრებით პაწაწინა პლანქტონები, იმაზე მეტ ჟანგბადს გამოყოფენ, ვიდრე მოიხმარენ. აი, ასე ხდება ჟანგბადის გაახლება დედამიწაზე, რაც აუცილებელია სიცოცხლისათვის.

მასალა:

ფოთლები

მაკრატელი

დანაყოფებიანი ჭიქა

ჭიქაზე მაღალი ბრტყელძირიანი გამჭვირვალე ჯამი

ცოტა წყალი

ბოთლი

სახაზავი

კოვზი

მაგიდის ლამპა ან მზე

დაამზადე მარილის სტალაქატიტი

  1. ორიდან ერთ სინჯარაში ჩადე ძაბრი.
  2. აიღე 4 კოვზი მარილი და ჩაყარე ძაბრში. შემდეგ დაუმატე 3 წვეთი საღებავი. ბოლოს ჩაასხი წყალი ისე, რომ სინჯარის 2/3 შეავსოს.
  3. დაუცე თავი სინჯარას და ანჟღრიე მანამ, სანამ მარილი არ გადნება. შემდეგ მსგავსი ნარევი ჩაასხი მეორე სინჯარაში.
  4. ჩადე სინჯარები ერთმანეთისგან 15 სმ-ით დაშორებულ პატარა ჭიქაში.
  5. ზონარს ორივე ბოლო გამოუნასკვე და ჩაუშვი ისინი სინჯარაში ფსკერამდე.
  6. დადე ცეცხლგამძლე მინის ფინჯანი ჭიქებს შორის იმ ადგილას, სადაც ზონარი ყველაზე დაბლაა დაწეული. დანაყოფებიანი ჭიქით სინჯარები პირამდე აავსე წყლით.
  7. დადგი ცდის დროს მომზადებული მასალები მყუდრო ადგილას და 2 დღე დაელოდე.

რა მოხდა?

წარმოიქნმა მარილის მინი სტალაქტიტი. ზონრის თითქმის მთელ სიგრძეზე კი მარილი ფენა-ფენადაა დალექილი.

რატომ?

წყალი ავიდა ზონარზე და თან გაიყოლა ბამბის(შალის) ბოჭკოები. ამ პროცესს კაპილარობა ეწოდება. დროთა განმავლობაში წყალი აორთქლდა, მარილი კი დაილექა ზონარზე. ზონრის ყველაზე დაბლა დაწეულ ადგილას, სადაც წყლის წვეთები გროვდებოდა, ყველაზე მეტი მარილი დარჩა-ასე წარმოიქნმა სტალაქტიტი.

შენ ორგვლივ

მღვიმეებში ბუნებრივი სტალაქტიტებია. წვიმის წყალი მიედინება კლდეებზე და თან მიაქვს კლდის უმცირესი ნაწილაკები. უმეტესად კირქვები. როდესაც წყალი აღწევს მღვიმეში, ის ჭერიდან წვეთავს და კირქვაც ილექება, როგორც ცდის დროს დაილექა მარილი. ამგვარად წარმოიქმნა სტალაქტიტი ჭერზე. როდესაც წყლის წვეთი იატაკზე ეცემა, მას თან მიაქვს კლდის უმცირესი ნაწილაკები. ისინი ილექებიან იატაკზე და იქმნება სტალაგმიტი. მაგრამ სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების დიდი კოლონიები რომ წარმოიქმნას, ასეული და ათასეული წლებია საჭირო.

მასალა:

ძაბრი

2 დიდი სინჯარა

დანაყოფებიანი ჭიქა

სუფრის მარილი

კოვზი

ცოტა წყალი

საკვების საღებავი

ბამბის ზონდარი ან 60 სმ სიგრძის შალის ძაფი

ცეცხლგამძლე მინის ფინჯანი

დაამზადე ობის სოკო

  1. სამივე სინჯარაში ჩაყარე პურის პატარ-პატარა ნატეხები.
  2. დანაყოფებიან ჭიქაში ჩაასხი 20 მლ წყალი და ჩაყარე 2 კოვზი შაქრის პუდრა.
  3. მიღებული ნარევის რამდენიმე წვეთი დაასხი პურის ორ ნატეხს. შეგიძლია პიპეტიც გამოიყენო.
  4. პურის სამივე ნატეხი დატოვე ჰაერზე ერთი დღით. დღის ბოლოს კი პურისნატეხებიან სინჯარებს თავი დაუცე ან თავზე გადააკარი გამჭვირვალე ლენტი.
  5. ტკბილი წყალი დამბალი პურის ერთი ნატეხი შედე მაცივარში.
  6. დანარჩენი ორი სინჯარა დატოვე ოთახის ტემპერატურაზე. დაელოდე რამდენიმე დღე.

რა მოხდა?

რამდენიმე დღის შემდეგ ასეთი რა მოხდება: მშრალი პური ისევ ისეთია, როგორიც დატოვე. არც მაცივარში შენახული დამბალი პური შეცლილა. ოთახის ტემპერატურაზე მოთავსებული დამბალი პური კი ობის სოკოებით დაიფარა.

რატომ?

ობი შედგება მიკროსკოპული სოკოებისგან, რომლებიც ნესტიან პირობებში ვითარდება. ისინი მგრძნობიარენი არიან ტემპერატურის მიმართ: ცივ გარემოში, მაგალითად, მაცივარში, ობის სოკოები საკმაოდ ნელა ვითარდება. აი რატომ ინახავენ მაცივარში.

ობის სოკო არც მცენარეა და არც ცხოველი. მისი საკვებია საჭმელი ან ნარჩენები.

19228 წელს მეცნიერმა ალექსანდრე ფლემინგმა აღმოაჩინა, რომ ობის სოკო-პენიცილიუმი-კლავდა ბაქტერიებს და მისგან დაამზადა ანტიბიოტიკი. მას შემდეგ პენიცილინი მეტად საჭირო მედიკამენტი გახდა. პენიცილიუმს იყენებენ სხვადასხვა სახეობის ყველის დასამზადებლადაც, მაგალითად: კამამბერი, როკეფორი..

მასალა:

პურის 3 ნაჭერი

3 სინჯარა

დანაყოფებიანი ჭიქა

თბილი წყალი

კოვზი

პიპეტი

შაქრის პუდრა

გამჭვირვალე ლენტი

ძარღვები

  1. დანაყოფებიანი ჭიქით ლარნაკში ჩაასხი 200 მლ წყალი.
  2. მაკრატლით გადაჭერი წითელი მელნის ჩხირი და ჩაასხი მელანი ლარნაკში. მელანი და წყალი კარგად რომ შეურიო ერთმანეთს, ნელა შეარხიე ლარნაკი.
  3. ნიახურის ღეროს ბოლოში ჩამოაჭერი პატარა ნაჭერი და შეინახე.
  4. ნიახურის ღერო ჩადე ლარნაკში და დატოვე ნახევარი დღით.
  5. ნიახურის ღერო ლარნაკიდან ამოიღე და ონკანის წყალი გადაავლე.
  6. ნიახურის ღეროს ჩამოაჭერი პირველი ნაჭერი და გადააგდე, შემდეგ კი ჩამოაჭერი მეორე ნაჭერი.
  7. ლუპით დააკვირდი ნიახურის იმ ორ ნაჭერს, რომლებიც შენი ცდის დასაწყისსა და დასასრულს ჩამოაჭერი ნიახურის ღეროს.

რა მოხდა?

პირველი ნაჭერი მწვანეა და ოდნავ თეთრი ფერი გადაკრავს. მეორე ნაჭერს პატარა წითელი წინწკლები ამჩნევია. ეს ძარღვებია.

რატომ?

წითლად შეფეროლმა წყალმა გაიარა ღეროს ძარღვებში – პატარა მილებში. ამ გამტარი ძარღვების მეშვეობით მცენარეებში, ფესვებიდან ფოთლების ჩათვლით, მოძრაობს მცენარის “სისხლი”, რომელსაც ნედლ წვენს უწოდებენ.

სწორედ ძარღვების წყალობით დგას ფეხზე მცენარის ღერო და ხის ტანი. ძარღვები შედგება ნივთიერებისგან, რომელსაც ცელულოზას უწოდებენ. მისგან მზადდება ქაღალდის ფურცლები და ხელსახოცები. ხეების შემთხვევაში ეს ნივთიერება უფრო დგრადია და მად ლიგნინი ჰქვია. მისი დამსახურებაა, რომ ხის ღეროები მცენარეზე უფრო ძლიერია.

მასალა:

დანაყოფებიანი ჭიქა

ცოტა წყალი

ლარნაკი

სახაზავი

წითელი მელნის ჩხირი

კბილანებიანი დანა

ნიახური

ლუპა

სიცოცხლე მიწის ქვეშ

  1. მაკრატლით 2 თანაბარ ნაწილად გადაჭერი პლასტმასის ბოთლი.
  2. გადმოაბრუნე ბოთლის პირიანი ნაწილი: ის უკვე ძაბრს ჰგავს. სახაზავით გაზომე ძაბრის სიმაღლე.
  3. შავი ფერის ქაღალდს ჩამოაჭერი 30 სმ სიგანის და ძაბრის სიმაღლის ნაჭერი.
  4. ბოთლის მეორე ნაწილს თავზე დააფარე წვრილად ნაქსოვი ბადე.
  5. შავქაღალდშემოკრული ბოთლში ჩადე, რომელსაც თავზე ბადე აქვს გადაკრული.
  6. ჩაყარე ცოტა მია ან ნეშომპალა ძაბრში და მაგიდის ლმპის შუქქვეშ მოათავსე.
  7. დაელოდე რამდენიმე საათი. ბოლოს ლუპით დაათვალიერე ბოთლის ფსკერი.

რა მოხდა?

ბოთლის ფსკერზე უამრავი პატარა მწერი გაჩნდა: ობობები, მიწის მატლები და მრავალფეხები. დააკვირდი ცხრაფეხებსა და რამდენიმე მილიმეტრის სიგრძის ტკიპებს.

რატომ?

მიწის მწერები ვერ იტანენ ვერც სიცხეს და ვერც სინათლეს. ცდის დროს ისინი ლამპის შუქის საპირისპირო მხარეს წავიდნენ და ბოთლის ფსკერზე ამოჰყვეს თავი.

მწერებიც ისევე აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმების რეცირკულაციისათვის, როგორც, მაგალითად, მკვდარი ფოთლები.

მინდორში ერთ კვადრატულ მეტრ მიწას თავს აფარებს საშუალოდ 260 მილიონი მწერი.

მასალა:

პლასტმასის ბოთლი

მაკრატელი

სახაზავი

წებოვანი ლენტი

წვრილად ნაქსოვი მავთულის ბადე ან მარლა

მიწა ან ნეშომპალა

მაგიდის ლამპა

შავი ფერის ქაღალდი

სათბურის ეფექტი

  1. ჭიქაში ჩაასხი 20 °C-ზე გამთბარი 100 მლ წყალი.
  2. ჭიქაში ჩადე თერმომეტრი.
  3. დაახურე ცელოფნის პარკი და სიმყარისათვის რეზინი შემოუჭირე.
  4. ჭიქა გააჩერე მზის გულზე დაახლოებით 2 საათი. შემდეგ ბლოკნოტში ჩაინიშნე წყლის ტემპერატურა და დონე.
  5. ისევ ისე გააგრძელე შენი ექსპერიმენტი, მხოლოდ პარკი აღარ დაახურო ჭიქას. ცდის დასასრულს წყლის ტემპერატურა და დონე შეადარე წინა ჩანიშნულ ტემპერატურასა და დონეს.

რა მოხდა?

პირველ შემთვევაში ცელოფნის პარკმა ხელი შეუშალა წყლის აორთქლებას. მეორე შემთხვევაში კი, წყალი მზეზე აორთქლდა. პირველი ცდის დროს წყლის დონე არ დაწეულა, წყალი კი გაცხელდა. ამიტომაც მისი ტემპერატურა უფრო მაღალი იყო, ვიდრე თავმოხრილი ჭიქის შემთხვევაში. ეს მოვლენა არის სათბურის ეფექტი.

შენ ირგვლივ

აირებს რომ ჰქონდეთ ზედმეტად გამოხატული სათბურის ეფექტი, მაშინ ჩვენს პლანეტაზე მეტისმეტად მაღალი ტემპერატურა იქნებოდა და სიცოცხლეც გაუსაძლისი გახდებოდა. ქარხნები, მანქანები და თვითმფრინავები გამოყოფენ აირებს, რომლებსაც ახასიათებთ სათბურის ეფექტი.

მასალა:

დანაყოფებიანი ჭიქა

ცოტა წყალი

თერმომეტრი

ცელოფნის პატარა პარკი

რეზინი

მზე

Leave a Comment