ასტატის ახალი იზოტოპი

ჩვენი პლანეტის ქერქის უიშვიათესი ელემენტის ახალი იზოტოპი აღმოაჩინეს. ასტატ-190 (190At) — ატომბირთვი-85 პროტონითა და 105 ნეიტრონით. 190At ამ ელემენტის ყველაზე მსუბუქი იზოტოპია. ეს მიგნება მნიშვენლოვანია, რადგან ფიზიკოსებს შეეძლებათ უკეთესად დააკვირდნენ ალფა დაშლის პროცესს, ატომის ბირთვების სტრუქტურასა და შეზღუდვებს.

ასტატი უკიდურესად რადიოაქტიური და არასტაბილური ელემენტია. ბუნებაში გვხვდება მხოლოდ დაშლის პროდუქტად და უფრო მძიმე ელემენტების დაშლის პროდუქტიც შეიძლება იყოს, რომელიც თავის მხრივ სწრაფად იშლება მსუბუქ ელემენტებად. ასტატის ყველაზე სტაბილური იზოტოპია 210ასტატინი, მისი ნახევარდაშლის პერიოდი 8 საათზე ოდნავ მეტი ხანს გრძელდება. სხვა იზოტოპების შემთხვევაში ეს დრო სულ რამდენიმე წამია.

მისი არასტაბილორბის გამო იგი იშვიათია ბუნებაში. ის იქმნება და კვლავ იშლება.

ფიზიკოსებმა არ იციან ასტატი ჰალოგენთა ჯგუფს მიეკუთვნება თუ იგი მეტალოიდია. იგი საკმაოდ უცნაური ელემენტია, მაგრამ მისი შესწავლა დაგვეხმარება არა მხოლოდ თავად ამ ელემენტის ბუნების გარკვევაში, არამედ რადიოაქტიური დაშლის და ბირთვის სხვადასხვა იზოტოპებად გარდაქმნის უკეთ გაგებაში.

ასტატ-190 მეცნიერებმა შემთხვევით შენიშნეს. სტრონციუმ-84 სამიზნე სტყორცნეს ვერცხლის ატომებს და დაშლის პროდუქტები გამოიკვლიეს.

დღემდე ასტატის ყველაზე მსუბუქ იზოტოპად ასტატ-192 თვლიდნენ. მკვლევრებმა გააანალიზეს ახალი აღმოჩენა და იგი ატომური მასის მოდელთა პროგნოზებს შეადარეს.

ახალი იზოტოპის ნახევრად დაშლის პერიოდი 1 მილიწამს შეადგენს. ასევე, დაშლა შეუფერხებლად წარიმართა, რაც მძიმე ელემენტთა რადიოაქტიურ იზოტოპებში შეიძლება ხდებოდეს.

წყარო:

https://www.sciencealert.com/physicists-have-just-found-a-brand-new-atomic-nucleus

Leave a Comment