ბიზანტიური ალქიმია თავისი მისტიკით შეიჭრა დასავლეთ ევროპაში, სადაც იგი ანტიმეცნიერულ მიმდინარეობას წარმოადგენდა. დასავლეთ ევროპაში ალქიმია ვითარდებოდა ორი ზოგჯერ ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი მიმართულებით – სპეკულაციური და ექსპერიმენტული ალქიმიის სახით, მათთან ერთად არსებობდა პრაქტიკული, რომელიც მეცნიერების საფუძველი გახდა.
დასავლეთე ვროპულ ალქიმიას ეკუთვნის რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა და გამოგონება, როგორიცაა გოგირდის, აზოტის, და მარილის მჟავები, სამეფო წყალი პოტაში, ვერცხლისწყლის და გოგირდის ნაერთები და სხვ.
ალქიმიკოსები დიდ შრომას ეწეოდნენ არამარტო თავიანთ ლაბორატორიებშ, არამედ მეფეთა სასახლეებშიც. ბევრი მეფე თავად მისდევდა ალქიმიას.
ჩვენამდე მოაღწია ათასობით ალქიმიურმა ტრაქტატმა, მათი ავტორები აღწერენ ფილოსოფიური ქვის სასწაულმოქმედ თვისებებს. ამ რეცეპტებში შეიძლება ამოვიკითხოთ ჩვეულებრივი ქიმიური პროცესების მეთოდიკა.
ალქიმიკოსები უდიდესი ფანტაზიორები იყვნენ, მაგრამ არავის მოსვლია აზრად რომ მაგალითად, ბუნებრივი გაზიდან, ნავთობიდან ან ქვანახშირიდან შეიძლებოდა შალისა დ თუ ბროლივით გამჭირვალე და ფოლადივით მტკიცე მასალების მიღება. ბევრ ალქიმიკოსს
გულწრფელად სწამდა ფილოსოფიური ქვის არსებობა და დაუღალავად ეძებდა მას. მაგალითად, ერთ-ერთმა ალქიმიკოსმა ზოსიმემ ალქიმია დაუკავშირა მაგიასა და ასტროლოგიას და მათი დახმარებით ცდილობდა ფილოსოფიური ქვის პოვნას.
ალქიმიკოსთა უმრავლესობა განათლებული ადამიანი იყო. ისინი იზიარებდნენ არისტოტელეს შეხედულებებს ლითონთა ურთიერგარდაქმნის შესახებ, რაც ალქიმიის თეორიული საფუძველია.
15 საუკუნის მანძილზე ეძებდნენ ალქიმიკოსები ფილოსოფიურ ქვას. ამ ხნის მანძილზე კი მათ უდუდესი პრაქტიკული ცოდნა დააგროვეს, რამაც შემდგომში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქიმიის როგორც მეცნიერების ჩამოყალიბებაში. ალქიმიით დაინტერესებას იჩენდა მრავალი ცნობილი მეცნიერი ციუტონი, ლაიბნიცი, და სხვ. მაგალითად მე-19 საუკუნის მეცნიერი
მენდელევი აღნიშნავს რომ მეცნიერება ალქიმიის წინაშე დავალებულია.
ალქიმიის პერიოდში აღმოაჩიენს მარილების მიღების საერთო ხერხი. მაგალითად ჯაფარს მიაწერენ გრავჯილას მიღებას პოტაშის ხსნარზე აზოტმჟავას მოქმედები, მასვე მიაწერენ ნიშადურის ხსნარზე აზოტმჟავას მოქმედებით სამეფო წყლის მიღებას.
ალქიმიის პერიოდში მიიღეს კრისტალური ვერცხლის ნიტრიტი, ცნობილი იყო ვერცხლის ქლორიდის წარმოქმნის რეაქცია, ვერცხლის ნიტრატის ხსნარზე მარილმჟავას მოქმედებით.
არაბი ალქიმიკოსები იცნობდნენ მარილთა ხსნარებიდან ლითონების გამოყოფის ხერხებს
2AG+2NO2+Ca=2NO2+2AG
Ca2++SO4+FE=FE+SO4+CA
დასავლეთევროპელმა ალქიმიკოსებმა გოგიირდისა და ვერცხლისწყლის უშუალო შეერთებით, ხელოვნურა მიიღს სინგური.
ზღვის მარილისა და გოგირდმჟავას ნარევის გაცხელებით დასავლეთევროპელმა ალქიმიკოსები მარილმჟავას იღებდნენ.
ალქიმიის პერიოდში დაიწყო სუფთა სპირტის მიღბა ღვინისა და არყის გამოხდით. ბერთლოს თანახმად სპირტის მისაღებად ღვინის გამომხდა მე-8 საუკუნეში იყო ცნობილი. ა
ალქიმიკოსების აღმოჩენათა უმრავლესობა შემთხვევითია და რაიმე კვლევის შედეგი არ არის. ალქიმიის პერიოდში ქიმიური ცოდნის განვითარებაში განსაკუთრებულ მიმართულებას წარმოადგენდა პრაქტიკული ქიმია. საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ცოდნსას და
გამოცდილებას სხვადასხვა მიზნებითვის იყენებდა. დენთისა და წამლების დამზადება, ტყვიის დამუშავება და სხვა. მე-XIII საუკუნიდან იწყება ლითონის მადნების მოპოვებისა და გადამუშავების ხერხების სრულყოფა. მე-XIV საუკუნეში დაიხვეწა ფერადი ლითონების მიღების მეთოდი. გაუმჯობესდა ოქროსა და ვერცხლის მოპოვების და სხვა ლითონთა მინარევებისაგან მათი გასუფთავების მეთოდი.
მე-XI საუკუნიდან დაწყებული ევროპაში განვითარდა ფერადი მინის წარმოება რომლის ცენტრს ვენეცია წარმოადგენდა. მე-XIVსაუკუნიდან კი წარმოება დასავლეტ ევროპაში გავრცელდა.
მიუხედავად ალქიმიური იდეების ბატონობისა, შუა საუკუნეებში ტექნიკის განვითარება არ შეფერხებულა. საკმარისია გავიხსენოთ რომ ამ პერიოდში დაიწყეს წიგნის ბეჭდვ, გრავირება, გამოიგონეს საათი, ტელესკოპი და სხვა.
ალქიმიამ ნიადაგი მოუმზადა პრაქტიკული ქიმიის განვითარებას, რომელიც განსაკუთრებით წინ წამოიწია აღორძინების ხანაში.
თანამედროვე ბირთვული ფიზიკსა და ქიმიის მიღწევებმა კერძოდ ატომგულის დაშლით ახალი ელემენტების სინთეზმა, შესაძლებელი გახადა ოქროს ხელოვნურად მიღბა, რისთვისაც ალქიიმკოსები ამაოდ იღვწოდნენ. მაგალიტად ოქრო მიიღს ვერცხლისწყლისგან ყოველგვარი ფილოსოფიური ქვის გარეშე. მარტალია ატომურ რეაქტორებში ბირთვული რეაქციით მიღებული ოქრო , მადნებში მოპოვბულ ოქროზე დაახლოებით 9 ჯერ უფრო ძვირია, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. გალვანური ბატარეებით მიღებული პირველი ელექტროენერგიაც ძვირი ღირდა ხოლო ალუმინი, იყო დრო როცა ოქროზე ძვირად ფასობდა.
ყოველივე ამან ზოგიერთ მეცნიერს საბაბი მისაც დაემტკიცებინდა, რომ თანამედროვე მეცნიერებამ თითქოს ხორცი შეასხა ალქიმიკოსთა მისტიკურ იდეებსა და მათ მრავალსაუკუნოვან ოცნებებს.
თუმცა მისი იდეების უშუალო ბიძგი შეიძლება სხვადასხვა ყოფილიყო. ერთნი ალქიმიის რწმენასთან მიიყვანა ძვირფას ლითონთა მიღების სურვილმა, მეორენი ფილოსოფიური ან რელიგიური იდეების გავლენამ და ა.შ. ალქიმიის განვითარების მთვარი მიზეზეი კი ფეოდალური საზოგადოების გაბატონებული კლასების მოთხოვნილება იყო. მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას ალქიმიური იდეებისს და გამოკვლევების საიდუმლოებრივი ხასიათი და ალეგორიულობა.
ალქიმია ხომ სიმდიდროს წყაროა – ასეთი იყო იმდროინდელი საყოველთაო რწმენა, სიმდიდრე კი ძალაუფლებაა, როცა ოქროს მიღების ხელოვნება ერთეულების საიდუმლო იქნება, მხოლოდ მაშინ შეუძლია მას სარგებლობისა და ძალაუფლების მოტანა. ალქიმიას მხოლოდ რჩეულთათვის უნდა მოეტანა სარგებელი. ეგვიპტური ალქიმიის რწმენით „ იმ ხელოვნების გამოყენების უფლება მხოლოდ მეფეებს აქვვთ, ვინც ამ ხელოვნების საიდუმლო იცის და მას თავისთვის გამოიყენებს იგი ამისთვის დაისჯება. ამ ხელოვნებას დაუფლებული ადამიანები მუშაობენ მხოლოდ ეგვიპტის ფარაონთა გასამდიდრებლად, იმ მუშების მსგავსად ფულს რომ ჭრიან და ამ ფულით სარგებლობის უფლება კი არა აქვთ“. თუმცა ევროპაშიც და აღმოსავლეთშიც ალქიმიური ცოდნის დაგროვება და მისი შენახვა, ხალხის საშუალებით გახდა შესაძლებელი
ამგვარად ალქიმია არის ძვლი საბერძნეთის ფილოსოფიისა და ეგვიპტელთა პრაქტიკული ცოდნისი სინთეზი. იგი შუა საუკუნეების თავისებური თვითმყოფადი კულტურაა, რომელიც ქრონოლოგიურად წინ უსწრებდა ახალი დროის ქიმიას.
ავტორი: რამაზ გახოკიძე