მუტაგენები და ტექნოლოგიური შხამებით საკვების გაბინძურება და გაუვნებლობის გზები

მუტაცია არის უეცარი მემკვიდრული ცვლილება. არჩევენ ინდუცირებულ(ადამიანის მიერ ხელოვნურად გამოწვეულ) და სპონტანურ(ბუნებრივად წარმოშობილ) მუტაციებს. მუტანტი არის ის ფორმა, რომლიც მუტაციის შედეგად წარმოიშვება, ხოლო მუტაციის
გამომწვევ ფაქტორს მუტაგენი ეწოდება. არჩევენ გენურ და ქრომოსომულ მუტაციებს. გენური მუტაციის დროს დნმ-ის დონეზე აქვს ცვლილებას ადგილი. ქრომოსომული მუტაციების დროს ადგილი აქვს მათ სტრუქტურულ და რაოდენობრივ ცვლილებებს.
ხშირ შემთხვევაში მუტაგენებით და ტექნოლოგიური შხამებით ადგილი აქვს საკვების დაბინძურებას, რა იწვევს ადამიანიში სხვადასხვა დაავადებების წარმოქმნას, რაც ხშირ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი ხდება.
ცნობილია, რომ სოფლის მეურნეობაში გამოყენებული პესტიციდების 70% მუტაგენური თვისებით ხასიათდება, რომლის დროსაც ადგილი აქვს გენეტიკური აპარატის დარღვევას, რასთანაც არის დაკავშირებული დაავადებების – გულსისხლძარღვთა, ნერვული, საჭმლის მომნელებელი სისტემები, ავტვისებიანი სიმსივნეების და სხვა პათოლოგიების წარმოქმნა.
ასეთი თვისებებით ხასიათდებიან სასუქებიც. განსაკუთრებით დიდი დოზით და ყოველწლიური გამოყენების დროს.
ზემოთ აღნიშნული ნივთიერებებითა და სხვა მავნე დამაბინძურებელი (რადიაცია, ნავთობპროდუქტები, მძიმე მეტალების ნაერთები, ნახშირბადისა და გოგირდის ოქსიდები) ფაქტორებით ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს საკვების დაბინძურებას, რაც მწვავედ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე.
გამომდინარე აქედან, საჭიროა ისეთი ღონისძიებების ჩატარება, რაც მინიმუმამდე შეამცირებს აღნიშნული ფაქტორების მავნე ზემოქმედებას. ესენია
1)პესტიციდების და აზოტოვანი სასუქების მინიმალური გამოყენება;
2)დოზების შემცირება;
3)აზოტოვანი სასუქების შეცვლა ბუნებრივი სასუქით ნაკელით და ანტიმუტაგენური თვისებების მქონე ნივთიერებების მქონე ნივთიერებებით (ბიორაგი) რომელიც მკაფიოდ ზრდის მოსავლიანობას. აღნიშნული ბიოაქტოვატორი შექმნილია გახოკიძის მიერ.
გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორების განხილვის დროს სააჭიროა კორტეს მიერ შემუშავებული ტესტ-სისტემა გამოვიყენოთ, სადაც ჩამოთვლილია დამაბინძურებელი ფაქტორები.პირველ ადგილზე დგას:

  1. პესტიციდები
  2. მძიმე მეტალები
  3. .ნახშირორჟანგი
  4. .ნახშირორჟანგი
  5. .დაქცეული ნავთობი
  6. სასუქები
  7. სამრეწველო დაწესებულებებისს მიერ გამოყენებული წყლები
  8. ორგანული ნარჩენები
  9. აზოტის ჟანგი
  10. რადიოაქტიური ნარჩენები
  11. ქალაქის ნაგავი და სხვა.

ზემოთ აღნიშნული ნივთიერებები აბინძურებენ გარდა ჩვენს ირგვლივ არსებულ გარემოს, ასევე ისინი იწვევენ როგორც ადამიანის ასევე ცხოველების სხვადასხვა დაავადებებს.
პირველ რიგში ზიანდება ადამიანის და ცხოველების გენეტიკური აპარატები, რაც დასაბამს აძლევს სხვადასხვა დაავადებების წარმოქმნას. მათგან ყველაზე დიდი რაოდენობით გულსისხლძარღვთა, ნერვულ და ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას.
ზემოთ აღნიშნული ფაქტორები ადამიანის ორგანიზმში პირველ რიგში ხდება საკვების გზით, ასევე დაბინძურებული ჰაერიდან.
პესტიციდების გამოყენებით შესაძლებელია უხვი მოსავლის იღება, ვინაიდან ისინი მცენარეების პარაზიტების წინააღმდეგ საბრძოლველად კარგ შედეგებს იძლევიან.
პესტიციდების უკონტროლო გამოყენებას თან სდევს მრავალი ნეგატიური შედეგი. პესტიციდებით მრავალჯერადად იწამლება ვენახები, ხილი და ბოსტნეული, საიდანაც ის ხვდება ადამიანის ორგანიზმში საკვებიდან და იწვევს სხვადასხვა დაავადებებს. განსაკუთრებით
კარგადაა შესწავლილი ქლორშემცველი ნახშირბადის დდტ -ს გენეტიკური აქტივობა. მეცნიერების მიერ შესწავლილი იქნა პესტიციდების: კეიმის, ქლოროფოსის, ბორდოს სითხის, ფოსფამიდის, კელტანის, მიკალის ქლოფ50 – ის, კუპროზალის, კაპტანის, კანცეროგენების : ბენზაპირენის, არნოლდის ფუძის მუტაგენური და ტოქსიკური მოქმედება. აღმოჩნდა რომ მიკალის და კელტანის გარდა ყველას აღმოაჩნდა მაღალი მუტაგენური და ტოქსიკური მომქმედება.
ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებების გაუვნებლობის მიზნით, იყენებენ ეფექტური ანტიმუტაგენური ნივთიერებებს, კერძოდ სინთეზირებულ ბიორაგს.

აღნიშნული ანტიმუტაგენების სამჯერ და ზოგ შემთხვევაში ოთხჯერ ამცირებდნენ პესტიციდების მუტაგენურ და ტოქსიკურ მოქმედებას. განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა ბიორაგის ანტიმუტაგენური მოქმედება.

წყარო: “ქიმია და ცივილიზაცია”-რამაზ გახოკიძე

https://my.clevelandclinic.org/health/body/23095-genetic-mutations-in-humans

Leave a Comment