დიოქსინი-ეკოლოგიური შიდსი

1976 წლის 10 ივლისს იტალიის პატარა ქალაქ სევეზოს თავს დაატყდა არნახული ეკოლოგიური კატასტროფა:ფირმა იკმესის ქარხანაში მოხდა აფეთქება და ჰაერში გაიფრქვა მომწამვლელიღრუბელი, რომელმაც დაფარა რამდენიმე ახლომდებარე ქალაქი და სოფელი.მოიწამლა ათასობით მოქალაქე დაიღუპა 80 ათასამდე შინაური ცხოველი. ამ ინციდენტის სალიკვიდაციოდ იძულებული გახდნენ დიდ ტერიტორიაზე მოეცილებინათ ნიადაგის ზედა ფენა.
ეს შხამი იყო დიოქსინი, რომლის სრულიად ქიმიური სახელწოდებაა 2,3,7,8- ტეტრაქლორდიბენზ-პარადიოქსინი, მისი 75 სხვადასხვა სახეობაა ცნობილი.
დიოქსინით გარემოს გაბინძურება დაიწყო მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც ამერიკაში შექმნეს პირველი ჰერბიციდები 2,4 დიქლორი და 2,4,5-ტრიქლორ-ფენოქსიძმრის მჟავები, რითაც შეაიარაღეს არმია იაპონიაში საბრძოლველად.

პირველი სამხედრო ნათლობა დიოქსინმა სამხრეთ ვიეტნამში მიიღო. აშშ-მ იქ 1961 წლის ზაფხულში დაიწყო დიოქსინის შემცველი ჰერბიციდების გამოყენება საბრძოლო იარაღად. ამ იარაღს შესანიღბად შეარქვეს უწყინარი სახელი დეფოლიანტი. სინამდვილეში კი არმია
აღჭურვილი იყო მცენარეთა ტოტალური განადგურების ჰერბიციდული რეცეპტურით. მან მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ფლორასა და ფაუნას. ჰერბიციდებიტ დამუშავებულ ზონებში მხოლოდ სარეველები და ბამბუკი ხარობს.
უზარმაზარი ტერიტორიები სასოფლო მეურნეობისთვის პრაქტიკულად უვარგისია.
ტროპიკული ტყეების დიდი ნაწილი ომმა სავანებად აქცია, რომელთა ტერიტორია დღესაც იზრდება, მათ სპონტანურ აღდგენას კი მრავალი წელი სჭირდება.
დიოქსინი ყველაზე ტოქსიკური შხამია, რაც კი ოდესმე შეუქმნია ადამიანს, ამიტომაც შეარქვეს დიოქსინით მოწამვლას ეკოლოგიური შიდსი. დიოქსინი სტრიქნინზე – 500 ჯერ ხოლო კალიუმის ციანიდზე 67 ათასჯერ უფრო მომწამვლელია. იგი უმცირესი დოზითაც კი იწვევს ღვიძლის უმძიმეს დაზიანებას, მკვეთრ იმუნოდეპრესის, სიმსივნური დაავადებების წარმოშობას, ენდოკრინული და ნერვული სისტემების მოშლას, მშობიარობის ანომალიებსა და ახალშობილთა სიმახინჯეებს. დიოქსინი ტოტალური შხამია. მისი უმცირესი დოზაც კიაზიანებს ცოცახალი მატერიის ყველა ფორმას- ბაქტერიებიდან თბილსისხლიანეებამდე.გრამის მემილიონედი ნაწილი კლავს
კურდღელს. დიოქსინის ტოქსიკურობა დაკავშირებულია მეტალფერმენტთა ფუნქციის მოშლასთან, რომელთანაც იგი მდგრად კომპლექსს წარმოქმნის.
დიოქსინი ცბიერი შხამია, წლობით გროვდება ორგანიზმში და არ იშლება. თბილსისხლიანთა ორგანიზმში დიოქსინი პირველად ცხიმოვან ქსოვილში ხვდება, შემდეგ გადანაწილდება ღვიძლში, თიმუსსა და სხვა ორგანოებში.
ცხოველების მწვავე მოწამვლის შედეგად შეინიშნება დიოქსინის მოქმედების ზოგადტოქსიკური მოწამვლის ნიშნები: მადის დაკარგვა, ფიზიკური და სქესობრივი სისუსტე, ქრონიკული დაღლილობა, დეპრესია და წონის კატასტროფული კლება, ხოლო ლეტალურ შედეგს იძლევა რამდენიმე დღის ან რამდენიმე ათეული დღიის შედეგ, შხამის დოზის და ორგანიზმში მისი შესვლის სიჩქარის მიხედვით.
არალეტალურ დოზებში დიოქსინი იწვევს ურთულეს სპეციფიურ დაავადებებს: ქონის ჯირკვლების დაზიანებას, რასაც თან ახლავს განუკურნებადი დერმატიტები და შეუხორცებელი წყლულები, კანის ფოტომგრძნობიარობის ამაღლება , ამ დროს კანი იფარება მრავალრიცხოვანი მიკრობუშტუკებიტ. დიოქსინის ძალზე უმნიშვნელო რაოდენობა იწვევს ახალი ორგანიზმის ფორმირების და განვითარების პროცესების დარღვევას ანუ ავლენს ემბრიოტოქსიკურ და ტერატოგენურ ზემოქმედებას, გენეტიკურ ცვლილებებს უჯრედში და ზრდის სიმსივნეების წარმოქმნის სიხშირეს. ჩვენთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ არის უცნობი ამ შხამის შესახებ,
მაგალითად რატომ არ მოქმედებს ზაზუნების ჯანმრთელობაზე დიოქსინის ის დოზა, რომელიც ღორს კლავს, ან რატომ უვითარდება დედალ ვირთხებს კლასიკური დიოქსინისგან ღვიძლის კიბო, მაშინ როცა მამალ ვირთხებს არაფერი მოსდით.
ორსეს საერთაშორისო კონფერენციის 1970 წლის ვიეტნამელმა მეცნიერებმა მოახსენეს, რომ ფართოდ გავრცელდა ღვიძლის კიბოს დაავადებები, მკვეთრად გაიზარდა მშობიარობის ანომალიები და სიმახინჯეები, რაც გამოწვეულია ჰერბიციდების კანცეროგენული და
ტერატოგენუური ზემოქმედებით ადამიანზე.

1983 წელს ქ. ხოშიმინში ვიეტნამში აშშ-ს ქიმიური ომის შორეული შედეგებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ დასნებოვნებულ ადამიანთა ანომალიები შეიძლება შთამომავლობით გადაეცეს თაობებს, რაც გამოწვეულია ქრომოსომული აბერაციებით. ამ მონაცემების მიხედვით, ჰერბციდებით დაზიანებულ ადამიანებში ქრომოსომების რაოდენობრივი და თვისობრივი ცვლილებები ბევრად უფრო ხშირია, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის ადამიანებში. ამასთან ეს ანომალიები ხიროსიმაში ატომური დაბომბვით დაზარალებული მოსახლეობის ანომალიების მსგავსია. აღინიშნება სხვადასხვა ფორმის თანდაყოლილი სიმახინჯეები: დაწყებული განუვუთარებელი თავით, ტვინის წყალმანკითა და სინდაქტილიზმით და დამტავრებული ისეთი დეფექტებით გართულებული ანომალიებით, როგორიცაა კურდღლის ტუჩი, დამოკლებული კიდურები, სხეულის ზოგიერთი ნაწილის უქონლობა. მრავალი ეს ანომალია ადრე არასოდეს აღნიშნულა დედამიწის არცერთ რაიონში.
დიოქსინი ბიოსფეროში სწრაფად შთაინთქმება მცენარეების მიმერ, სორბირდება ნიადაგსა და სხვა მასალებში, სადაც პრაქტიკულად არ იცვლება გარემოს ფიზიკური,, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორების ზემოქმედებით. კომპლექსწარმოქმნის უნარის გამო იგი მტკიცედ უერთდება ნიადაგის ორგანულ ნივთიერებებს, ჯდება ნიადაგის მკვდარ ორგანიზმებსა და მცენარეთა გამხმარ ნაწილებში. დიოქსინის ნახევრად დაშლის პერიოდი ბუნებაში აღემატება 10 წელს. ამრიგად გარემოს სხვადასხვა ობიექტი ამ შხამის საიმედო საცავია.
ვიეტნამში ჩატარებული გამოკვლევებით დადასტურდა, რომ შხამი ვრცელდება კვების ჯაჭვით . ნიადაგში მოხვედრის შემდეგ დიოქსინს შთანთქავენ მცენარეები და ნიადაგის ფაუნა, რომელთა საშუალებით იგი გადაეცემა ფრინველებსა და ცხოველებს. ნიადაგიდან ჰაერის და წყლის ნაკადებით იგი ხვდება თევზებში, ჩიტებსა და ძუძუმწოვრებში. ამგვარად დასენიანებული ტერიტორიიდან მიღებული ხორცის რძის, თევზის და მცენარეული პროდუქტებით დიოქსინი ხვდება ადამიანის საფრაზე. შხამის მაღალი სტაბილურობა ხელს უწყობს მის მრავალჯერად ცირკულაციას კვების ჯაჭვში.

დიოქსინი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის პირმშოა და ბუნებისთვის უცხო ნაერთია. იგი პრაქტიკულად არ წარმოიქმნება ისეთი მრისხანე პროცესების დროსაც კი როგორიცაა ტყის ხანძრები და ვულკანური ამოფრქვევები. დიოქსინი და მისი ანალოგები იმ მრავალრიცხოვანო ტექნოლოგიათა თანამდევი პროდუქტებია, სადაც იყენებენ ქლორსა და მის ნაერთებს. დიოქსინით გაბინძუზრების წყაროა პესტიციდები. მათ წარმოებასთან ერთად მკვეთრად იმატა მდინარეებსა და ტბებში დიოქსინურმა გაბინძურებამ. დიოქსინი წარმოიქმნება ქაღალდისა და ქსოვილების წარმოებაში(ქლორით გათეთრების დროს), საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაწვისას, წყლის
ქლორირებისას.

1971 წელს აშშ-ში მისურის შტატში ტექნიკური წყლითა და ზეთის ნარჩენებით დაამუშავეს ღია ტერიტორიები დეზინფექციის მიზნით, რის შედეგადაც მასობრივად დაიღუპა ფრინველები, ცხენები ძაღლები და კატები. ვეტერინარებმა და ტოქსიკოლოგებმა ვერ შეძლეს ტოქსიკური აგენტის პოვნა და მხოლოდ 1974 წელს დაავადებათა კონტროლის ცენტრში დაადგინეს,რომ ზეთის წარმოების ნარჩენები კვალის სახით შეიცავდა დიოქსინს . რა თქმა უნდა დეზინფექციის მიზნით დიოქსინის შემცველი ნაერთების გამოყენება ამის შემდეგ აიკრძალა.

დიოქსინისგან დაცვა ერთ-ერთი ურთულესი პრობლემაა, რაც კი დღემდე მდგარა კაცობრიობის წინაშე. ამ შხამის უკიდურესად დაბალი საშიში კონცენტრაციების დადგენა ანალიზის მარტივი მეთოდებით შეუძლებელია. ჩვენთან არასოდეს განსაზღვრულა დიოქსინის შემცველობა გარემოში. შეუძლებელია დიოქსინის განადგურება ბიოსფეროში ჩვეულებრივი მეთოდებითა და საშუალებებით.დიოქსინის კონვერსიის და მისგან ობიექტების გასუფთავების ღირებულება შეიძლება კოლოსალუი აღმოჩნდეს. დიოქსინი დაშლას 750 გრადუსზე იწყებს, ხოლო სრულად 1000 გრადუსზე იშლება. იგი ქიმიურად ინერტულია მჟავებითა და ტუტეებით არ იშლება დუღილის დროსაც კი.
საჭიროა დროულად აიკრძალოს ყველა იმ პროდუქტის იმპორტი და გამოყენება, რომლებიც შეიცავენ დიოქსინს ან მის ეფექტურ წინამორბედებს. მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს ამ პრობლემის გადაჭრაში.

„გონება შესაძლოა ერთ-ერთი ის საშუალებაა, სამყარომ რომ აირჩია თავის მოსასპობად“

ავტორი: რამაზ გახოკიძე

Leave a Comment