მეზობელი მზის სისტემის პირველი ფოტო ☀

☀ ადამიანმა საიათც არ უნდა გაიხედოს, ყველა მხარეს შეუძლია წავიდეს და მეზობელი სისტემა დათვალიეროს, თუმცა ჩვენი მსგავსი სისტემის ფოტო აქამდე არ გვქონია. ☀ ფოტოზე გამოსახულია მეზობელი “მზის სისტემა”. ☀ ახალგაზრდა მზე დაახლოებით 27 მილიონი წლისაა, რომლის გარშემოც ცხრა პლანეტა ბრუნავს. ☀ ეს სისტემა ჩვენგან 310 სინათლის წლითაა დაშორებული. კოსმოსისთვის ეს ძალიან მოკლე მანძილია. წყარო: https://www.eso.org/public/images/eso2011b/

სამყაროს გაფართოების ტესტირება

სამყაროს გაფართოების კანონის დასაზუსტებლად საჭიროა შორეული ობიექტების დაკვირვება. დღეისათვის ყველაზე შორეული ობიექტი, რომლის დაკვირვებაც შესაძლებელია არის ზეახალი ვარსკვლავი. ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება სულრამოდენიმე ათეულ დღეს გრძელდება. ამიტომ საჭიროა ზეახალის აღმოჩენა რაც შეიძლება სწრაფად, რათა დიდი სანდოობით დადგინდეს მისი აბსოლუტური ნათობის სიდიდე და მანძილი ობიექტამდე. ღამის ცის რეგულარული მონიტორინგი მიმდინარეობს მორიგეობით სხვადასხვა ტელესკოპებზე ავტომატურ რეჟიმში. შემჩნეული ცვლილებები … Read more

ორგანული ნივთიერებების ბლოკები

ორგანული ნივთიერებების ამგები ბლოკები – ამინომჟავები, ნახშირწყალბადები და ნუკლეინის მჟავები ექსპერიმენტულადმიღებულია. ექსპერიმენტულად მრავალგზის დადასტურებულია ასევე, რომ მონომერები დიდი რაოდენობით წარმოიქმნებოდაადრეულ დედამიწაზე. ამ მოსაზრებას კავშირი აქვს სიცოცხლის წარმოშობასთან, თუმცა ეს უფრო სიცოცხლისთვის ორგანული საკვების წარმოქმნის საკითხი უფროა ვიდრე ცოცხალი ორგანიზმების წარმოქმნის საკითხი. თუ სიცოცხლეს განვსაზღვრავთ, როგორც თვითშენარჩუნებად, თვითწარმოებად, და მუტაბელურ მოლეკულურ სისტემას, რომელიც ენერგიას და საშენ … Read more

მილერ-ურეის ექსპერიმენტი

მილერ-ურეის ექსპერიმენტი, 1953 – ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გადაინაცვლა სიცოცხლის წარმოშობის კვლევამ ლაბორატორიაში. ორგანული ნივთიერებების აბიოგენული სინთეზი 1953წ. სტენლი მილერმა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის სტუდენტმა ლაბორატორიაში, ქიმიურ ჭურჭელში, შექმნა პრეკამბრიული ატმოსფეროსა და ოკეანის მოდელი. (წყალს-H2O, მეთანის-CH4, ამიაკის-NH3, და წყალბადის-H2 ნარევი). მოახდინა ელექტრული განმუხტვა და რამოდენიმე დღის შემდეგ კოლბის ფსკერზე მოყავისფრო ნალექი შენიშნა. ეს ნალექი სხვა ორგანულ … Read more

ჟანგბადის კატასტროფა

ჰაერის შემადგენლობა დღეს: Nitrogen 78%, Oxygen 20,9%, Argon 0,90%, Carbon Dioxide 0,03% გეოლოგიური მანტიიდან ცნობილია, რომ ადრეულ დედამიწაზე სულ მცირე 4 მილიარდი წლის წინ ჟანგბადი იშვიათი გაზი იყო, მისი კონცენტრაცია 1%-ზე დაბალი იყო. დედამიწის ისტორიაში მრავალი ცვილელება მოხდა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დედამიწის ატმოსფეროში თავისუფალი ჟანგბადის კონცენტრაციის გაზრდა. თავისუფალი ჟანგბადის გაჩენამ მთლიანად შეცვლა დედამიწის ქერქის ამგები … Read more

მიწის გოდება

დაზიანებულ სიცოცხლეს მეტად ნუ დამიზიანებ. ვაჟა-ფშაველა ადამიანი კუნძული როდია, ცალკე გარიყული; ყოველი ადამიანი მიწის და წყლის ნაწილია; ზღვამ რომ მიწის ერთი ბელტიც წალეკოს, ევროპას ისევე დააკლდება, როგორც კონცხს, ან როგორც შენი მეგობრის კარმიდამოს, ან თვითონ შენსას; ყოველი ადამიანის სიკვდილი გაკლდება შენ, რადგან კაცობრიობის ნაწილი ხარ, სწორედ ამიტომ ნურასდროს იკითხავ, ვისთვის რეკს ზარი, ის რეკავს შენთვის. … Read more

პლუტონის კრატერი🌬

2019 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა, პლუტონის ერთ-ერთ კრატერს ქართველი ასტრონომის სახელი უწოდა. პირველი ხომალდი, რომელიც პლუტონს მიუახლოვდა და მის მთვარეებს ახლო მანძილიდან დააკვირდა New Horizon იყო. ხომალდმა პლუტონის ზედაპირი დეტალურად შეისწავლა. New Horizon-ის მეცნიერებმა ერთ-ერთ კრატერს როლან კილაძის სახელი დაარქვა, რადგან მეცნიერი პლუტონს და გარე მზის სისტემას მთელი ცხოვრების განმავლობაში იკვლევდა. ასევე მერკურიზე ატმოსფეროს არსებობის … Read more

დედამიწაზე არსებული სიცოცხლის დათარიღება

სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებულ კითხვებზე სრულ პასუხს ვერ მივიღებთ, ვინაიდან ამ პროცესის დამადასტურებელი ნამარხები დღისათვის არ არსებობს. ნამარხი მასალების ზედმიწევნით შესწავლა გვაძლევს ინფორმაციას დედამიწაზე დიდი ხნის წინ არსებულ ორგანიზმებზე და მილიარდობით წლის განმავლობაში მიმდინარე სიცოცხლის ევოლუციაზე. როგორ ათარიღებენ ქანებს და ნამარხ მასალებს?             ნამარხების უმრავლესობა აღმოჩენილია დანალექ ქანებში. აქ შენახული ნამარხები თითქოს დროში გაყინულია. ქანების ყოველი … Read more

გარემოს დაბინძურება რადიაციული ნივთიერებებით

ადრე გავრცელებული აზრი, თითქოს არსებობდეს რადიაციის უსაფრთხოების დოზა, რომელიც არ მოქმედებს ჯანმრთელობაზე, დღეისთვის მთლიანად უარყოფილია. დადგენილია რომ ძლიერი დოზით ხანმოკლე დასხივება შესაძლოა ნაკლებსაზიანო აღმოჩნდეს, ვიდრე ხანგრძლივი დაბალი დონის რადიაცია, ინგლისელი მეცნიერების აზრით მცირე დოზის რადიაციაც კი საკმარისია ისეთი ინფექციური და ქრონიკული დაავადებების განვითარებისთვის როგორიცაა გრიპი, პნევმონია ემფიზემა, დიაბეტი, დამბლა, გულისა დათირკმლის დაავადებანი, მისი მოქმედების შედეგად … Read more

გარემოს ეკოლოგიური დატვირთვა

ტერმინი “ეკოლოგია” გერმანელი ბუნების მკვლევარი და ფილოსოფოსი ერნსტ ჰეკელის მიერ 1866 წელს არის შემოტანილი. იმ დროს ეკოლოგია, მცენარეული და ცხოველური სამყაროს ორგა- ნიზმების და ბუნებრივი გარემოს ურთიერთკავშირების შემსწალელი, ბიოლოგიური მეცნიერების ნაწილს მიეკუთვნებოდა. ჩვენ დროს ამ ტერმინს მრავალი მნიშვნელობა გააჩნია [1], და იხმარება იმ მეცნიერების აღსანიშნავად, რომელიც სწავლობს : – სხვადასხვა დონის ზეორგანიზმების, მათ შორის: – … Read more