გარემოს დაბინძურება რადიაციული ნივთიერებებით

ადრე გავრცელებული აზრი, თითქოს არსებობდეს რადიაციის უსაფრთხოების დოზა, რომელიც არ მოქმედებს ჯანმრთელობაზე, დღეისთვის მთლიანად უარყოფილია. დადგენილია რომ ძლიერი დოზით ხანმოკლე დასხივება შესაძლოა ნაკლებსაზიანო აღმოჩნდეს, ვიდრე ხანგრძლივი დაბალი დონის რადიაცია, ინგლისელი მეცნიერების აზრით მცირე დოზის რადიაციაც კი საკმარისია ისეთი ინფექციური და ქრონიკული დაავადებების განვითარებისთვის როგორიცაა გრიპი, პნევმონია ემფიზემა, დიაბეტი, დამბლა, გულისა და
თირკმლის დაავადებანი, მისი მოქმედების შედეგად იზრდება კიბოვანი დაავადებებიც.
ზაირის მცხოვრებთა ორგანიზმში ნაპოვნია სტრონციუმ-90 ის კონცენტრაციის მომატებული რაოდენობა. ზაირი ის ქვეყანაა საიდანაც გავრცელდა შიდსი როგორც ვარაუდობენ ბირთვული გამოცდებუ ულმობელი ვირუსის წარმოშობის მიზეზიც არის.
კაცობრიობის ისტოიაში უდუდესი ეკოლოგიური კატასტროფა მოხდა 10 წლის წინ 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილში . ატმოსფეროში დიდი რაოდენობით გაიფრქვა რადიაქტიური ნივთიერებები. გარემოში ცეზიუმის რაოდენობა გაიზარდა, ასევე არნახული ზიანი მიაყენა ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქებამ.

ჩერნობილის ავარიის შემდეგ ევროპის ქვეყნებში იმატა სისხლის დაავადებათა, ბუნებრივი აბორტებისა და ნაადრევი მშობიარობის შედეგად ანომალური განვითარების შემთხვევებმა.

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ სამყარო ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ურთიერთშეთანხმებული სისტემაა.
ამ კატასტროფის შემდეგ წვიმის საშუალებით რადიონუკლიდები საქართველოს წყლებსა და ნიადაგებშიც მოხვდა. განსაკუთრებით ადვილად ითვისებს რადიაქტიურ ნივთიერებებს ჩაის კულტურა. იმ პერიოდში ჩაის კულტურაში რადიაციის დონე 70-ჯერ აღემატებოდა დასაშვებ კონცენტრაციას. შემდეგ ამ დოზამ ნელ-ნელა იკლო და ამჟამად ნორმაშია , თუმცა აუცილებელია ყველა საკვბი პროდუქტის სისტემატური შემოწმება, რადიაქტიური ნივთიერებები მიწის ზედა ფენაშია დალექილი და მათ დაშლას ათეულობით წლები სჭირდება.
ხეებიც აგროვებენ რადიონუკლიდებს ატმოსფეროდან. მათი დაწვიტ მიღებული ნამწვავი დიდი რაოდენობით შეიცავს ცეზიუმსა და სტრონციუმს. ხშირად ამ ნამწვავს სასუქად იყენებენ, რის გამოც რადიონუკლიდები ხვდება მცენარეულ კულტურებშიც.
ჩვენთან ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ შემოჰქონდათ ათასობით ტონა კარტოფილი მოგილევის ოლქიდან. იქ კი საგანგაშო რიცხვს მიაღწია ბავშვთა სიხლის დაავადეებებმა.
ადამიანს ზიანს აყენებს არა უშუალოდ რადიაცია არამდ დასხივებით წარმოქმნილი იონების და თავისყფალი რადიკალები, მუტაგენური და კანცენოგენური ნივთიერებები. დასხივება იწვევს ქიმიურ ცვლილებებს იშლება ვიტამინებიც. ამიტომ შესაძლებელია საკვებ პროდუქტებში რადიაცია ნორმის ზევით არ აღინიშნებოდეს. მაგრრამ თუ იგი ადრე დასხივებული იყო ადამიანისთვის მაინც მავნე აღმოჩნდეს.

რადონი უფერო და უსუნონ გაზია, იგი ჰაერზე 7,5-ჯერ მძიმეა. ჩვენ რადიაციას კოსმოსური სხივებისგან ვიღებთ, მაგრამ მისგან განსხვავებით რადონი არამარტო იჭრება ჩვენს ბინაში არამედ გროვდება კიდეც იქ. ჩვენ რადიაქტიურ რადონს ვსუნთქავთ მთელი სიცოცსლის განმავლობაში.
რადონი ძლიერ კანცეროგენია. იგი იწვევს ავთვისებიანი სიმივნეების წარმოქმნას, იმ ნაწლებში სადაც რადონი მეტია, ბუნებრივია დაავადების რისკიც, არსებობს გენეტიკური საშიშროებაც.
რამდენი რადონია ჩვენს სახლებში რა თქმა უნდა ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ვიცით რამდენია ამერიკელებისა და შვედების სახლებში. რადონის შემცველი სახლები აშშ-ში ფასდაკლებით იყიდება. შენობებში რადონის ჩემცველობა 10-ჯერ მეტია, ვიდრე გარეთ, ხოლო
მაღალსართულიან სახლებში მისი შემცველობა 3-4ჯერ ნაკლებია.
რადონის გამოყოფის ერთ-ერთი წყაროა სამშენებლო მასალები, მაგალითად ბეტონის რადიაქტიურობა ხე-ტყესთან შედარებით30-50ჯერ მეტია, განსაკუთრებით მაღალია გრანიტის ტუფისა და პემზის აქტიურობა.

რადონის დაგროვების მეორე წყაროს წარმოადგენს წყალი. დედამიწის მოსახლების 10% სვამს რადონის მაღალი შემცველობით წყალს. ამ მიზეზის გამო სააბაზანო ოთახში რადონის შემცველობა 40-ჯერ უფრო მაღალია , ვიდრე სხვა ოთახებში. დიდია რადონის შემცველობა
სამზარეულოშიც, სადაც სისტემატურა ანთია გაზის ქურა.
ადამიანი, რომ არ გადაშენდეს გადაშენდეს აუცილებელია მომწამლავი ნივთიერებებისა და რადიაციის მუდმივი კონტროლი. რადონისა და სხვა მავნე ფაქტორების ერთობლივი შესწავლის გარეშე შეუძლებელის შენობებში რადონის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის მეცნიერულად დასაბუთებული ნორმატივების დამუშავება.

წარმოიშვა საინჟინრო-ტექნიკური პრობლემებიც:
როგორ შევამციროთ რადონის შემცველობა საცხოვრებელ ბინებსა და წარმოებებში? როგორ გავაუმჯობესოთ სავენტილაციო სისტემები? შენობათა კონსტრუქცია? და სხვა.
რადონისგან ნაწილობრივ თავის დასაღწევად ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად უმჯობესია ყავა ან ჩაი მივირთვათ, რადგან გაცხელებისას გაზების ხსნადობა მცირდება. კარტოფილსა და ბოსტნეულში რადიონუკლიდები პირველრიგში გროვდება კანში, ამიტომ აუცილებელია მათი კარგად გათლა. დაბინძურებულ მდინარეებსა და ტბებში დაჭერილი თევზი უნდა შეიწვას, მოხარშვა არ შეიძლება რადგან რადიონუკლიდები ძირითადად ძვალში გროვდება. სისტემურად უნდა მივიღოთ ისეთი საკვები პროდუქტები რომლიბიც მდიდარია რადიაციისა და შხამების გამაუვნებელი ნივთიერებებით. ბუნებრივი ნივთიერებებიდან ასეთია მაგალითად პექტინი რომელსაც შეიცავს მცენარეთა ქსოვილები განსაკუთრებიტ ვაშლის კანი , ცე ვიტამინი, რომლიც შედის ახალ ბოსტნეულსა და ხილში, ე ვიტამინი, რომელსაც შესიცავს ხორბლისა და ბრინჯის მარცვლები და მცენარეული ზეთები, აგრეთვე მცენარეთა მწვანე მასა.
რა თქმა უნდა ეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები სასუქებითა და პესტიციდებიტ არ უნდა იყოს დაბინძურებული, რადგან მას უფრო მეტი ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანისთვის, ვიდრე რადიაციას.

ავტორი: რამაზ გახოკიძე

Leave a Comment